ტორეტის სინდრომი ეს არის ნევროლოგიური და ფსიქიატრიული აშლილობა, რომელსაც ახასიათებს უკონტროლო ტიკების გამოვლენა. ტიკები არის უნებლიე, განმეორებადი მოძრაობები (მაგ, თვალების დახამხამება, მხრის აჩეჩვა) და, ასევე, ვოკალიზაცია (ღიღინი, კონკრეტული სიტყვის ან ფრაზის ყვირილი). როგორც წესი, ამ ქცევებს წინ უსწრებს დაზარალებულ კუნთებში დაძაბულობის შეგრძნება. ეს ნევროლოგიური სინდრომი თავისთავად საშიში არ არის და ის გავლენას არ ახდენს არც ინტელექტზე და არც პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქია, სიმპტომები ან ქრება ან იკლებს დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით მოზრდილებში. სასკოლო ასაკის მოსახლეობის (ბავშვთა და მოზარდთა) დაახლოებით 1% -ს შეიძლება ჰქონდეს ტორეტის სინდრომი. Სამწუხაროდ, ტურეტის სინდრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი სამედიცინო სფეროსთვის ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, კვლევების მიხედვით, სავარაუდოდ გენეტიკურ და გარემო ფაქტორებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. არ არსებობს ტესტი ან გამოკვლევა, რომელშიც ტურეტის სინდრომი გამოჩნდება. დიაგნოზირებისთვის ექიმი აკვირდება სიმპტომებს - რამდენად ხშირად აწუხებს პაციენტს, როგორც ვოკალური, ისე მოტორული ტიკები.
Მნიშვნელოვანია სპეციალისტთან მისვლა, რადგან ხშირად ისეთ ტიკებს, როგორიცაა მაგალითად თვალის განმეორებითი დახამხამება, მხედველობის პრობლემებს მიაწერენ ხოლმე.
ტურეტის სინდრომის მქონე ადამიანებს უმეტესად საკმაოდ აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრება აქვთ. Მაგრამ მათი ცხოვრების ხარისხის დონე მაინც სიმპტომის სიმწვავეზეა დამოკიდებული. Სიმპტომებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თვითშეფასებაზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. Ამიტომაც მნიშვნელოვანია ტიკების კონტროლი.
Მართალია, ტურეტის სიმპტომის განკურნება ჯერ-ჯერობით შეუძლებია, თუმცა არსებობს მკურნალობის ხერხები (მედიკამენტური და ქცევითი მკურნალობა), რომლებიც სიმპტომების მართვაში ეხმარებათ პაციენტებს. Შედეგად, ეს სინდრომი ნაკლებად უშლით ხელს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. ოჯახში ტურეტის სინდრომის ან ტიკის სხვა დარღვევის არსებობა, შემდეგ თაობებში ტურეტის სინდრომის განვითარების რისკს ზრდის. ამასთანავე, რისკ-ფაქტორებში შედის სქესიც - მამაკაცებში ეს ნეირობიოლოგიური დარღვევა 3-4-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში.
ხშირად ტორეტის სინდრომს კოპროლალიასთან აასოცირებენ (სინდრომი, რომელის დროსაც ადამიანს არ ძალუძს თავიდან აიცილოს უხამსი სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმა - ის რაც საქართველოს მოსახლეობის უმრვლესობას (გვ)ჭირს. 😉 ამაის შესახებ მოგვიანებით დავწერთ), ეს ორი ნევროლოგიური აშლილობა სულაც არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.
იმისათვის რომ უკეთ წარმოიდგინოთ რის შესახებ ვწერთ უყურეთ ვიდეოს
ტორეტის სინდრომი
ავტორი: ლაშა ქედელი
ინფრომაციის: წყარო
განყოფილება: საინტერესო / ჯანმრთელობა
გადასვლები: 862