ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როდის დაიწყება ,,აწარმოე საქართველოში`~”’“ განაცხადის შეტანა

30-09-2020, 10:44

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების/აქტივობების ვადები დამტკიცებულია.
30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად ბიზნესიდეების მიღება 2020 წლის 5 ოქტომბრიდან დაიწყება.
განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელი იქნება „აწარმოე საქართველოში“-ს ვებგვერდიდან.
გრანტის მიღების მიზნით განაცხადის წარდგენა, 5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ ინდმეწარმეებს და ასევე მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებს.
პროგრამა მიკრო და მცირე სამეწარმეო საქმიანობის, ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის მეორადი წარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

გადასვლები: 87
FACEBOOK კომენტარები