ორი კვირის წინ ახალგორთან არჩილ ტატუნაშვილი და მისი ორი მეგობარი დააკავეს ოსმა სეპარატისტებმა. ცხინვალის ე.წ ხელისუფლების განცხადებით, განყოფილებაში გადაყვანის დროს ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაწია, რა დროსაც ე.წ სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს და ქართველს გულმა უმტყუნა. ეს რომ თითიდან გამოწოვილი ვერსიაა, ამას უამრავი ფაქტი ადასტურებს.
ვრცლად: ქართველი გმირი, რომლის ცხედარსაც მოსკოვი და სეპარატისტები ოჯახს არ...
3-4 მარტს ქალაქ ართვინში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კარატეში, რომელშიც საქართველოს, თურქეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის 450 მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ლანჩხუთის სპორტული ცენტრიდან 5 კარატისტი იყო წარდგენილი და 6 მედალის(ერთ-ერთმა 2 კატეგორიაში იასპარეზა) აღება მოახერხეს.
ვრცლად: ლანჩხუთელი კარატისტების წარმოუდგენლად კარგი შედეგი თურქეთის...
მოგეხსენებათ, რომ საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ,,გურია"-ში შეიცვალა ხელმძღვანელობა. ამიერიდან კლუბი აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს გულშემატკივრებთან, რადგან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, განვითარების ხედვა და ჯანსაღი კრიტიკა. სწორედ ამიტომ, პარასკევს, 9 მარტს, 15 საათზე, ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართება ახალი ხელმძღვანელობის შეხვედრა გულშემატკივრებთან, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მობრძანდეს, გამოხატოს თავისი აზრი, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები.
საფეხბურთო კლუბი ,,გურია”.