• ეს გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებსაც აქვთ თვითმმართველობაში
საქმიანობის დიდი და წარმატებული გამოცდილება;
• ეს გუნდი შედგება გაუსვრელი, სუფთა, პატიოსანი ადამიანებისაგან, რომლებიც არ ყოფილან, არ არიან და არც არასდროს იქნებიან ჩართული კორუფციაში;
• ამ გუნდში თანაბრად არიან წარმოდგენილი როგორც მამაკაცები, ასევე ქალბატონები, რაც ქალთა უფლებების და სურვილების მხარდაჭერის გარანტიაა;
• მხოლოდ ამ გუნდს ყავს გამსვლელ სიაში ეკომიგრანტების წარმომადგენელი და მხოლოდ ამ გუნდის აჭარელი წევრი შეძლებს მოხვდეს საკრებულოში, უშუალოდ გახდეს ეკომიგრანტების ლობისტი, მათი ინტერესების გამტარებელი;
• ეს გუნდი დაკომპლექტდა ლანჩხუთში მცხოვრები პატრიოტი ადამიანებისგან;
• „ევროპული საქართველოს“ გუნდთან ერთად ლანჩხუთელებს შეეძლებათ დამოუკიდებლად, ყოველგვარი „ზევიდან“ წამოსული დირექტივების გარეშე მოაგვარონ ადგილობრივი საქმეები. ეს გუნდი მზად არის მოსახლეობის მონაწილეობით, ჩართულობით ამოიყვანოს ლანჩხუთი იმ უმუშევრობის, სავარაუდო კორუფციის, მავნებლობის, მართვის უუნარობის ჭაობიდან, რომელშიც იგი ჩაფლულია.
ამიტომ სამივე ბიულეტენში შემოხაზეთ #2
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამჯერად სულ სხვა კუთხით მოექცა ყურადღების ცენტრში. პირველად მოხდა, რომ მასთან ინტერვიუს ჩასაწერად გრიპებზე, ვირუსებსა და მოსალოდნელ საშიშროებაზე არ მივსულვართ. ამჯერად მას პირად ცხოვრებაზე სასაუბროდ ვეწვიეთ, რადგან საქართველოში ყველაზე ცნობილი ეპიდემიოლოგი დაქორწინდა.
– ბატონო პაატა, გილოცავთ დაქორწინებას! გაგვაცანით მეუღლე.
– დიდი მადლობა. მეუღლე, ხათუნა გოგელია, პროფესიით ბიოლოგია. მუშაობდა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ნეირობიოლოგიის მიმართულებით. შემდეგ პეტერბურგსა და უნგრეთში გადავიდა და თავის ტვინზე საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები ჰქონდა. ამჟამად ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებით „გეშტალტ თერაპიით“, არის დაკავებული.
– პროფესიებმა შეგახვედრათ ერთმანეთს?
– ჩვენ ერთმანეთი ძალიან დიდი ხნის, 28 წლის წინ, გავიცანით. შემდეგ ისე მოხდა, რომ ის სამუშაოდ უნგრეთში წავიდა. იმ პერიოდში ასე ადვილი არ იყო ურთიერთობები შორ მანძილზე, მერე კი ორივე დავოჯახდით.
– უბრალო ნაცნობობა იყო თუ კიდევ რაღაც იყო თქვენს შორის?
– მაშინაც დიდი რომანი გვქონდა (იცინის). თუმცა, იმის შემდეგ 28 წლის განმავლობაში, ერთმანეთი არ გვინახავს. მერე სრულიად შემთხვევით შევხვდით. სამსახურთან ახლოს, ბანკში შევდიოდი, ამ დროს ის გამოდიოდა და ასე, მოულოდნელად, შევხვდით ერთმანეთს. ეს ამ გაზაფხულის ბოლოს იყო. მას შემდეგ, ჯერ სოციალური ქსელით ვკონტაქტობდით. შემდეგ რამდენჯერმე ვნახეთ ერთმანეთი. ჩაი დავლიეთ, ვისაუბრეთ და მივხვდით, რომ ის, რაც ძალიან დიდი ხნის წინ იყო, არ ჩამქრალა და ისევ განახლდა. ახლა ორივეს ორ-ორი შვილი გვყავს – მე გოგონები, მას ბიჭები. თითქმის ერთი ასაკის არიან: 20-25 წლის.
– საზოგადოებისთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო თქვენი დაქორწინების ამბავი. სულ სხვა კუთხით მოექეცით ყურადღების ცენტრში. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– როცა ხვდები ადამიანს, რომელსაც პრინციპში, ძალიან კარგად იცნობდი და თავის დროზე მასთან დიდი სიყვარული გაკავშირებდა, რთული არაა ამის გადაწყვეტა. მე 64 წლის ვარ, ის – 52-ის. ამხელა ხალხი რამდენ ხანს გავაგრძელებდით რესტორნებსა და კაფეებში შეხვედრას (იცინის). ამიტომ, შევთავაზე, რომ ჩვენი ურთიერთობისთვის ტრადიციული, ქართული სახე მიგვეცა.
ვრცლად: როგორ იქორწინა პაატა იმნაძემ 28 წლის წინანდელ სიყვარულზე და როგორ...
არჩევნების მოახლეობასთან ერთად ვნებათაღელვა მატულობს, ზოგი მთელი სერიოზულობით ეკიდება არჩევნებს და თვლის, რომ აუცილებლად უნდა წავიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს, ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ არჩევნებზე მისვლას აზრი არა აქვს.
გულნაზი გოგავა,
ლანჩხუთი:
- რა თქმა უნდა, ვაპირებ წავიდე არჩევნებზე, რადგან ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, მაგრამ ვის მივცემ ხმას, ეს ჩემი პირადი საქმეა. არჩევნებზე ყველა უნდა წავიდეს და ხმა ისეთ პიროვნებას მისცეს ვინც აუცილებლად ნდობას გაამართლებს.
იორამ ფირცხალაიშვილი, შუხუთი:
-არჩევნებზე წასვლას ვაპირებ და აუცილებლად წავალ, თუმცა ადრინდელმა არჩევნებმა არ გაგვიმართლა, მაგრამ იქნებ მაინც რაიმე შეიცვალოს უკეთესობისაკენ.
ირაკლი ჩხაიძე, ლანჩხუთი:
- ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი როგორ მოვიქცევი. ამ არჩევნებმა წაიღეს ტვინი, შეგვაწუხეს ხალხი, რომ ავირჩიეთ, იმათ ვერ გაამართლეს, იმედია ახლანდელი კანდიდატები ნდობას გაამართლებენ.
ზოია ფირცხალაიშვილი, ქვიანი:
- აუცილებლად წავალ არჩევნებზე და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დამთავრდება. ისეთ კანდიდატებს ავირჩევთ, რომლებიც ხალხის ნდობას გაამართლებენ.
ნანა წულაძე, ლანჩხუთი:
- რა თქმა უნდა, წავალ არჩევნებზე, რადგან ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, მაგრამ ხმას ვის მივცემ, ეს ჩემი პირადი საქმეა. ამ მთავრობის დიდი იმედი მქონდა, მაგრამ იმედები გაგვიცრუვდა. თავს ვინუგეშებ, რომ შემდგომში ყველაფერი გამოსწორდება.
თენგიზ კვირკველია, ლანჩხუთი:
- არჩევნებზე წასვლა ჩვენი მოვალეობაა და და აუცილებლად წავალ. იმედია ასარჩევი კანდიდატები ნდობას გაამართლებენ.
ნარგიზ ჯიჯიეშვილი, სამტრედია;
- ნუ გამიჭირეთ საქმე, სულ არ მაინტერესებს თქვენი არჩევნები. რომ ავირჩიეთ იმათ რა გააკეთეს?! თავიანთი ცხოვრება მოიწყვეს, იმდენი ფული დააგროვეს, აწი რომ არ იმუშაონ, მაინც ეყოფათ. თითქმის ცამდე კიბეები დაიდგეს და ვინც აირჩია, ისინი დაივიწყეს და ფეხებზე დაიკიდეს. ხალხი კი ისეთ მძიმე დღეშია ჩავარდნილი, რომ არ იცის, როგორ გაიტანოს თავი. ლარი სულ უფრო და უფრო ეცემა, პროდუქტები და მედიკამენტები ძვირდება, თითქმის ყველა საარსებო საშუალება ძვირდება. პენსია და ხელფასდები კი არ იზრდება. არც არავინ არაფერს გვპირდება. მე მმართველ პარტიას ვგულისხმობ, რადგან ძალა მაგათ ხელშია და არჩვენებსაც თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ.
იოსებ გუჯაბიძე, ლანჩხუთი:
- სულ არ მაინტერესებს არჩევნები, მაგრამ მაინც წავალ, რომ ჩემი ხმა არ გააყალბონ და ამ ,,ქართულმა ოცნებამ~ არ მიითვისოს, ავირჩიეთ, მაგრამ ყველა მუქთა- მჭამელი აღმოჩნდა, იმედები გაგვიცრუეს. არა, მაინც რისი იმედი აქვთ. ხალხს მაგენი არ უნდა, მაგრამ ხალხს ვინ რას ეკითხება, კონსტიტუციასაც კი თავისთავზე ირგებენ, სხვა რა უნდა იფიქრო, პრემიებს და დანამატებს ხომ იღებენ და იღებენ, ხალხი კი ფეხებზე კიდიათ ან ვის დაკარგვიხარ, საერთოდ ვინა ხარ, რაში ადარდებთ, თვითონ ხომ მოიწყვეს ჩვენი ხმებით ცხოვრება.
ზინა ტაბატაძე, ჩოხატაური: სულ არ მაინტერესებს ეს არჩევნები, ყოველთვის დავდიოდი და ხმას ვაჭმევდი, მაგრამ ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ. ახლა მხოლოდ ჩვენს მთავრობას არჩევნები აინტერესებს, ხალხის მდგომარეობა კი არ აწუხებს, ამიტომაც არ ვაპირებ არჩევნებზე წასვლას. ბოიკოტს ვაცხადებ.
რუსუდან მანაგაძე