რას ფიქრობს ხალხი?!

მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობას დავუსვით კითხვა - შეიცვლება რაიმე არჩევნების შემდეგ?
ეკა კაკაურიძე(ლესა)
შეიძლება რაიმე შეიცვალოს. იქნება ცოტათი მაინც გამოსწორდეს მდგომარეობა. მაინც იმედი მაქვს, რომ აუცილებლად უკეთესობისკენ წავალთ.
თენგიზ ჭიჭილეიშვილი(შუხუთი) - დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ნანა მგელაძე(შუხუთი)
მინდა, რომ ბევრი რამ შეიცვალოს უკეთესობისკენ. არ მინდა ამჯერადაც იმედგაცრუებული დავრჩე.
სერგო სარჯველაძე(ლანჩხუთი) - არაფერი არ შეიცვლება, მდგომარეობა ასეთივე დარჩება. ახალი და ძველი მთავრობების კოჰაბიტაციის შედეგია ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ასე დაუძლურდა. ხალხი უნდა ადგეს და ერთიანი ძალებით მოიშოროს ეს მთავრობა.
ნონა ორმოცაძე (ღრმაღელე) - არაფერსაც არ ველოდები, არც ახლა და არც წინათ მდგომარეობა არ ყოფილა სახარბიელო. ჩემი ოჯახი შვიდი სულისგან შედგება. დედამთილი, მეუღლე, მე და ოთხი შვილი. ვართ სოციალურად დაუცველი ოჯახი, ვღებულობთ 220 ლარს, მაინტერესებს ერთი სული 31 ლარად რომელ ქვეყანაში ირჩენს თავს. ელემენტალური პირობებიც კი არ გვაქვს.
ქეთევან კომახურიძე (ქუთაისი) - არჩევნების შემდეგაც არაფერს არ ველოდები. იმის იმედი ნამდვილად არ მაქვს, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება. ,,აზიურმა ფაროსანამ“ რა გვიყო ხომ ხედავთ, რითი დაგვეხმარა მთავრობა, რა გააკეთეს. უსაქმურების ბუდედაა ქცეული დღეს ხელისუფლება.
ვახტანგ ჯულაყიძე (იანეთი) - ისევ ისეთივე მდგომარეობა იქნება, როგორიც იყო. ისევ სკამებისთვის ბრძოლა წავა და ჩვენს ბიუჯეტს თავიანთი კეთილდღეობისთვის მოიხმარენ.
თამარ არმაზიშვილი(სამტრედია)- ეს მთავრობა არის უნიათო, პენსიასაც კი ვერ უმატებს. იმედია შეიცვლებიან და გვეშველება რამე.

რუსუდან მანაგაძე

რას ფიქრობს ხალხი?!(ფაროსანაზე)

მავნებელი მწერი ,,აზიური ფაროსანა”'შეესია ჯერ თხილს, ახლა ყანებსაც შეუტია და ფაქტიურად მშრომელი კაცი მოსავლის გარეშე დატოვა. ეს ძალზედ მტკივნეული თემაა, რომელიც ძალზედ აწუხებს ჩვენს ხალხს. ,,დასავლეთ საქართველოს ტრაგედია“, სწორედ ასე მოიხსენიებენ ამ დაავადებას. სწორედ ამ თემაზე დავუსვით შეკითხვა მოსახლეობას:
ნანული ჯაში, აკეთი:
ძალიან შეგვაწუხა ამ მწერმა, თხილი და ხილბოსტნეული ხომ გაგვინადგურა, ახლა ყანასაც შეესია და ულუკმაპუროდ დაგვტოვა. თხილს ვაბარებდით და იმ ფულით საკვებს, პროდუქტს ვყიდულობდით, ახლა ხელში არაფერი გვაქვს. თუ რაიმე საშუალება არ გამოძებნა მთავრობამ ამ მწერთან საბრძოლველად, მთლად დავიღუპებით. სახლებშიც შემოგვივიდა, არ ვიცი რა გვეშველება.
ელდარი კვიჭიძე, აცანა:
ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა შეიწამლოს ფართობები ხელახლა, რომ ისევ არ გავრცელდეს, თორემ დაგვაფსო ამ მავნებელმა. გაგვინადგურა ბოსტნეული, ხილიც და ყანაც არ დაინდო. აუცილებლად უნდა შეწამლონ, როგორც ახლა, ისე ადრე გაზაფხულზე, რომ ისევ არ დაიბუდონ და არ გამრავლდნენ. სამი ჰექტარი ყანა დავთესე, მარტო 16 ტომარა სასუქი მოვაყარე, ახლა კი დათესვისა და მოხვნის ფულიც აღარ შემრჩა.
ავთანდილ წერეთელი, ლანჩხუთი: ისე შემაწუხა ამ მწერმა, რომ წერილი სამინისტროში ცხელ ხაზზე გავაგზავნე. ვითხოვდი დახმარებას, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მომსვლია. თუ ერთიანი ძალით არ შევებრძოლეთ, ისე არაფერი გამოვა. უნდა შეიწამლოს ფართობები, რომ ისევ არ გავრცელდეს. ახლა ხომ გაგვანადგურა, მომავალშიც უარესი გველის.
ირაკლი თეთრუაშვილი, სტუმარი ისრაელიდან:
ამაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს აუცილებლად. ადრიანად უნდა შეეწამლათ ფართობები, რომ გავრცელების არეალი ნაკლები ყოფილიყო. ერთხელ ისრაელშიც იყო ასეთი შემთხვევა, ხალხი გამოვიდა ქუჩაში. მთავრობამ შეწამლა ფართობები, მაგრამ თვითონაც შეეწირა ამ მოვლენებს. გადააყენეს ძველი მთავრობა და შეცვალეს ახლით. აქაც უნდა ადგეს ხალხი და მოითხოვოს პასუხი.
გელა როხვაძე, ლანჩხუთი: მოსავალი ხომ გაგვინადგურა, ახლა სახლებში დაიბუდებს ეს მწერი, ყველა სახლის სახურავი უნდა შეიწამლოს, თორემ ისევ გავრცელდება. სახლის სხვენში იცის დაბუდება. ახლა მთავრობამ უნდა გამოყოს სპეციალური ჯგუფები და აბსოლუტურად ყველა სახლი უნდა შეიწამლოს,თორემ უფრო გავრცელდება. ჯერ ახლა უნდა მოხდეს შეწამვლა, შემდეგ ადრე გაზაფხულზე, აპრილში, რომ არ მოხდეს მისი გავრცელება.
ისაკი მელანია, აბაშა:
უნდა შეიწამლოს აუცილებლად ფართობები, ახლაც და მერე, ადრე გაზაფხულზე. თხილის პლანტაციები ხომ გაგვინადგურა, ყველაფერს შეესია, ფაქტიურად ულუკმაპუროდ დაგვტოვა. მთავრობამ რაიმე თუ არ იღონა, არაფერი გამოვა.


ვრცლად: რას ფიქრობს ხალხი?!(ფაროსანაზე)

რას ფირობს ხალხი მიგრაციაზე

დღეს, საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო,მოსახლეობის დიდი ნაწილი საზღვარგარეთაა გასული. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უცხოეთში საკმაოდ მძიმე შრომით საქმიანობას ეწევიან, რათა არჩინონ ოჯახები. აქ დარჩენილი ბავშვები დედ-მამის სითბოს გარეშე იზრდებიან, მოკლებულნი არიან ოჯახურ სიყვარულს. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო გაგვერკვია, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალი ანაზღაურების შემთხვევაში თუ დარჩებოდნენ სამშობლოში.


ვრცლად: რას ფირობს ხალხი მიგრაციაზე

რას ფიქრობს ხალხი?!(არჩევნებზე)

როგორ ფიქრობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეიცვლება თუ არა მდგომარეობა უკეთესობისკენ?
დარეჯან დუმბაძე, აცანა: ვფიქრობ, უნდა შეიცვალოს მდგომარეობა უკეთესობისკენ. იმედი გვაქვს და ამ იმედით ვცოცხლობთ. არ გვეყო ამდენ ხანს ერთ ადგილზე ტკეპნა?
სოფიკო დუმბაძე, აცანა: ჩვენს მოქალაქეებსაც აქვთ უფლება უკეთეს საქართველოში იცხოვრონ, მთავარია სწორი არჩევანი გავაკეთოთ.
ზეინაბ მდინარაძე, ლანჩხუთი: შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.
ვახტანგ ბზეკალავა,შუხუთი: მთავარია, ხალხი როგორ არჩევანს გააკეთებს, ისეთი ხალხი უნდა ავირჩიოთ, ვინც ხალხზე იზრუნებს და არა მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე.
დავით ჩხენკელი, ბათუმი:
უნდა შეიცვალოს, არჩევანი სწორად უნდა გავაკეთოთ.
რუსუდან დოლიძე, ჭყონოგარა: გააჩნია ვის ავირჩევთ, ისეთ ხალხზე უნდა ჩამოვიდეთ ფსონი, რომლებიც იზრუნებენ მოსახლეობაზე.
დურმიშხანჯაფარიძე, სამტრედია:
გვეყოფა სულ უკან სიარული, უნდა შეიცვალოს მდგომარეობა უკეთესობისკენ. დაიღალა ხალხი ლოდინით და მძიმე მდგომარეობით. ცოტა მიიკლოს მთავრობამ, პრემია-დანამატები და პირადი ხარჯები იმდენი აქვთ, მთელ მოსახლეობას გასწვდება.
სესილი კვაჭანტირაძე, შრომა: ჯერჯერობით, არა მგონია რამე შეიცვალოს. კარგად მოგეხსენებათ, როგორი სავალალოა ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. არავინ არ ზრუნავს იმაზე, რომ სიტუაცია გამოსწორდეს.
თენგიზ ახვლედიანი, ვანი:
არ ვიცი რა გითხრათ, უკვე იმდენჯერ დავუშვით შეცდომა, რომ იმედიც ნაკლები მაქვს. ძალიან მინდა, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს და არჩეულმა პირებმა მოსახლეობის კეთილდღეობაზე იფიქრონ.
სოფო სიხარულიძე, ჩოხატაური:
აუცილებლად უნდა შეიცვალოს მდგომარეობა უკეთესობისკენ, მაგრამ ჯერჯერობით სრულ გაურკვევლობაში ვართ, არ ვიცით ვის დავუჭიროთ მხარი.
რუსუდან მანაგაძე

რას ფიქრობს ხალხი "აზიურ ფაროსანაზე"?!

მავნებელმა მწერმა ,,აზიურმაფაროსანამ’’ დიდი ზიანი მიაყენა მოსახლეობას. ჯერ იყო და თხილის პლანტაციები ფაქტიურადმოუსავლიანი გახადა, 10 კაკლიდან 2 ან 3 შეიძლებაიყოსსაღი, დანარჩენი დამპალია დაფუტუროებულია. შესაბამისად, თხილის ფასიც ძალიან დაბალია, საშუალოს 2 ლარი. მავნებელმა მწერმა არც ხილს და ბოსტნეულსდააკლო ხელი და ახლა ყანის ფართობებსაც შეესია. ხალხისაზრით, ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა ადრე უნდა დაწყებულიყო, სანამ მცენარე გაიკვირტებოდა. ლანჩხუთელები აცხადებენ, რომ საშემოდგომოდ მოსავალს ვერ მიიღებენ, რადგან მისი დიდი ნაწილი ,,ფაროსანამ’’ გაანადგურა.


ვრცლად: რას ფიქრობს ხალხი "აზიურ ფაროსანაზე"?!

მეტი სტატია...

  1. ინტერვიუ ქუჩიდან

მოიწონეთ სტატია