სკანდალი: ლანჩხუთში მალე ,,ბორდელი” გაიხსნება?!

china6ინფორმაცია, რომელიც ჩვენს რედაქციაში შემოვიდა, თავიდან ცოტა სასაცილოდ მოგვეჩვენა, მაგრამ ჩვენი წყარო იმდენად ბევრ რეალურ ფაქტს ასახელებს, რომ საჭიროდ მივიჩნიეთ დაგვეწერა ამის შესახებ. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ლანჩხუთში ,,ჩინელების ქალაქის“ მიმართულებით, ღამ-ღამობით ძალიან მოხშირდა ახალგაზრა გოგონების სიარული.
,,ჯერ იყო და ჩვენი ხალხი მონებად აქციეს და კაპიკებად ამუშავებენ, ახლა გადაწყვიტეს მონღოლებივით შემოგვესიონ და გადაგვაჯიშონ. უბრალოდ საშინელებები ხდება ღამით ჩინელების დასახლებასთან. ეს გარეწრები(ჩინელები) სარგებლობენ ჩვენი რაიონის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, ასევე ახალგაზრდა ქალების სუსტი ნებისყოფით და აბახებენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ახალგაზრდობას. ეს კატასტროფაა, ჩამოთრეული ჩინელები უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ. ჩინელებთან დაახლოებულმა პირმა ისეთი ამბები მომიყვა, თმა ყალყზე დამიდგა, ჩემს გაგონილს და ნანახს, მისი ნასაუბრებიც დაემატა და საშინელი სურათი შეიქმნა. თითქმის უტყუარი ცნობები მაქვს იმის შესახებ, რომ მალე ლანჩხუთში ბორდელი გაიხსნება, სადაც იქნებიან როგორც ქართველი , ასევე ჩინელი მეძავებიც“- ამბობს ჩვენთან საუბრისას ადამიანი, რომელსაც ჯერჯერობით ვინაობის გამხელა არ სურს.
ჩინელები რომ შემოესივნენ ლანჩხუთს ფაქტია, მაგრამ ამდენს თუ გაბედავდნენ ნამდვილად არ გვეგონა. ჩვენ შევეცადეთ გადაგვემოწმებინა ინფორმაცია და რამდენიმე ადამიანს დავუკავშირდით, ისეთებს, რომლებსაც მეტ-ნაკლები შეხება აქვთ ჩინელებთან. ჩვენთვის მოულოდნელად, ისინიც ადასტურებენ, რომ მართლაც არსებობს საფრთხე ამ კუთხით და ჩინელები აქტიურად არიან ჩართულნი პროსტიტუციის თემაში. არც იმას მალავენ, რომ ქართველი ქალები ინტერესს იჩენენ აზიელების მიმართ, რა თქმა უნდა ფულის გამო. ,,ხშირია შემთხვევა, როცა ახალგაზრდა გოგონას ჩაიჯენს ჩინელი და ტაქსით მიდიან გაურკვეველი მიმართულებით, სამწუხაროდ ეს ხდება ყოველგვარი ძალადობის გარეშე, პირიქით იქეთ ეხვეწებიან და სთავაზობენ გარკვეული თანხის ნაცვლად სექსუალურ მომსახურებას. ბავშვები ვეღარ გაგვიშვია გარეთ მაგათი შიშით, ისედაც ცისფერების და ვარდისფერების ხანა დადგა და კიდე ეს გვინდოდა?“- ამას უკვე ჩინელებთან შედარებით ახლოს მყოფი ადამიანები ამბობენ.

...პროსტიტუცია უძველესი დროიდან ხან ლეგალიზებული იყო და ხანაც კრიმინალიზებული. პირველად სწორედ ანტიკურ საბერძნეთში მოხდა მისი ლეგალიზება და გადასახადების დაწესება, რასაც შემდეგ მოჰყვა ბორდელების (დიქტერიონი) გახსნა. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე რიგ ქვეყნებში მკაცრი სანქციები დაწესდა, რიგ ქვეყნაბში კი საერთოდ სახელმწიფო ხაზინის შევსების წყაროდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე ბევრი რელიგია, მათ შორის ქრისტიანობა მკაცრად უდგებოდა პროსტიტუციის საკითხს და არაერთი რელიგიური სასჯელი დაწესდა, ვერაფერმა აღმოფხვრა იგი.

როგორც ჩანს საქართველოს მთავრობას მოსწონს შექმნილი სიტუაცია და ამას სათავისოდ იყენებს, ანუ ბიუჯეტის შესავსებად. აბა, რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ თბილისში, ბათუმში, უკვე ქუთაისში, სხვადსახვა ქალაქებში იმდენი ,,ჩინური მასაჟის“ სალონია გახსილი, რომ თვლას ვერ აუთავდებით. აქამდე ქართველები თუ ,,ვაჟკაცდებოდნენ“ ჩინელებზე, ახლა აქეთ შემოუბრუნდნენ. ჭამა მადაში მოდისო, ნათქვამია... ეს ნამდვილად არაა სახუმარო თემა, მით უმეტეს როცა საქმე ჩვენ მშობლიურ რაიონს ეხება. „უკანონო, არაოფიციალურ ბორდელებს“ ხშირად ახსენებენ სიუჟეტებში ჟურნალისტები. საინტერესოა მაშინ, როცა საქართველოში პროსტიტუცია არალეგალურია, როგორ შეიძლება, ბორდელი ლეგალური იყოს?
თორნიკე ჯიჯიეშვილი

ეს უკვე ომია მოსახლეობის წინააღმდეგ

omar xucishvil899სულ რამდენიმე დღე და თხილის სეზონი ნაადრევად დამთავრდება გურიაში. მოსავლის აღება დასრულდება, მაგრამ ხალხს არც თხილი ექნება გადანახული და აღარც მისი რეალიზაციიდან მიღებული დანაზოგი.
თუ ვინმემ მოახერხა და ცოტაოდენი გაყიდა, აღებული თანხა ვერ აანაზღაურებს დამხმარე მუშახელის და გარჩევის ხარჯებს.
არც რეალიზატორები არიან უკეთეს დღეში. თხილის კაკალს რომ შეხედავ, გარედან ისეთი ხარისხიანი ჩანს, მტერს დაუბრმავებს თვალებს. გატეხავ და შიგნით გული დამპალი, შავი მასით არის ამოვსებული. ამიტომ არის, რომ ყველა შემსყიდველი ჩაქუჩით არის შეიარაღებული. გასაყიდი ტომრებიდან სინჯს იღებენ, შენს თვალწინ დაამტვრევენ. რამდენი საღი გული აღმოაჩნდება თხილს, იმაზეა დამოკიდებული ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობა, რომელიც ძირითადად კილოგრამში 1 ლარიდან ლარნახევრის ფარგლებშია


ვრცლად: ეს უკვე ომია მოსახლეობის წინააღმდეგ

პოლიტიკური პარტიებისა და დეპუტატობის კანდიდატების საყურადღებოდ

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება.
ჩვენი რედაქცია მზადაა აქტიურად დაგიჭიროთ მხარი წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ჩვენ მივიტანთ თქვენს სათქმელს თითოეულ ოჯახამდე, თითოეულ ამომრჩევლამდე.
გწამდეთ: ჩვენი გამოცდილება, თქვენი წარმატების საწინდარი გახდება.
გჯეროდეთ: თქვენი გამარჯვების გზა გადის, ჩვენთან თანამშრომლობაზე.
გახსოვდეთ: 18 წელია ყველა გამარჯვებული აქტიურად თანამშრომლობდა ჩვენთან!
ვითანამშრომლოთ, ახალი გამარჯვებებისათვის!


რეაქცია ,,ჰო და არას“ წერილზე

davit chxartishvili89,,ჰო და არას“ წინა ნომერში დაიბეჭდა სტატია, სათაურით - ,,ღვთის ანაბარად მიტოვებული 19 წლის ბიჭი“, საუბარია სოფელ ნინოშვილის მკვიდრ დათო ხოფერიაზე. წერილს ეხმაურება ნინოშვილის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ჩხარტიშვილი:
,,ამ ბიჭს, ჩემი კომპეტენციის და შესაძლებლობების ფარგლებში ფასდაუდებელი დახმარება გავუწიე, (ამას ვერ უარყოფს), მის პრობლემებში მთლიანად დამნაშავეა სადაზღვევო კომპანია, სადაც კორპორაციული დაზღვევა აქვს და საერთოდ არ უფინანსებს ოპერაციას. გამგეობას მხოლოდ თანადაფინანსება შეუძლია, რისთვისაც მზად არის. ხოლო ის, რომ ოჯახს სოციალური დახმარება მოეხსნა ამაში კანონმდებლობაა დამნაშავე.
ვფიქრობ და ვერ მომიფიქრებია, როგორ დავეხმარო ამ ადამიანს. ეს ჩემს შესაძლებლობებს აშკარად სცილდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს ამაზე. უძლიერესი ორგანიზაციაა და მისი თანამშრომელია ეს ბიჭი.“


საქართველოს პარლამენტის წევრს, ლანჩხუთი - ჩოხატაურის მაჟორიტარს ქალბატონ ნინო წილოსანს! ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ზაზა ურუშაძეს! ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდომარეს ბატონ გიორგი ხელაძეს

თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას (ბაღლინჯოს) შემოტევის გამო შექმნილია ფორს მაჟორული სიტუაცია. მწერმა ჯერ კიდევ 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. მიმდინარე წელს კი, თხილის გარდა, ბაღლინჯო უკვე აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს. განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების შედეგად წელს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.
რადგან ფართობების დაგვიანებით შეწამვლის ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო, მოსახლეობა არა მხოლოდ თხილის, არამედ შესაძლოა სიმინდის მოსავლის გარეშე დარჩეს, რომელსაც ბაღლინჯო უკვე მასიურად შეესია. ამიტომ, გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარე, მოვითხოვთ თქვენგან და შესაბამისი სამთავრობო უწყებებიდან სასწრაფოდ შემუშავდეს ღონიეძიებათა გეგმა და მასობრივად დამუშავდეს ფართობები, რომ მოსახლეობა საერთოდ არ დარჩეს საარსებო წყაროს გარეშე.
ამირან გიგინეიშვილი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის
მერობის კანდიდატი
ირაკლი მარშანიშვილი
„ევროპული საქართველოს“
ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე


მოიწონეთ სტატია