სტიქიამ ისევ შეგვახსენა თავი

ბოლო დროს გურიას, მათ შორის ლანჩხუთის რაიონს თავს არ ანებებს სტიქია. ხან ქარი ხდის სახლებს სახურავებს, ხანაც ძლიერი წვიმა და სეტყვა აყენებს მოსახლეობას ზიანს. ამჯერად ქარი, წვიმა და სეტყვა ერთობლივად დაგვატყდა თავს. განსაკუთრებული პრობლემები შეკვეთილში, ურეკში და გრიგოლეთში შეიქმნა. გაითიშა ელექტროენერგია, ძლიერმა ქარმა ურეკში ხეები მოთხარა. თითქმის მთელი გურიის ზღვისპირეთი დაზარალდა, დაიტბორა ეზოები, გზები გასაწმენდი გახდა. ძალიან გაჭირდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, ვინაიდან ამინდი არ იძლეოდა საშუალებას დროულად აფმოეფხრათ პრობლემები. დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი, რაც მთავარია არ ყოფილა მსხვერპლი.
გიორგი კილაძე


ყველაზე დიდი პრობლემა კადრების ცენტრიდან შერჩევაა


,,ჰო და არას" სტუმარია ვეტერანთა სამსახურის სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბატონი შოთა ფირცხალაიშვილი. ის იბრძოდა აფხაზეთის ომში, კარგად იცნობს ლანჩხუთის ძველ და ახალ პოლიტიკურ ვითარებას. მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს მისი შეფასებები ლანჩხუთის დღევანდელ რეალობაზე.
_ბატონო შოთა, როგორც ცნობილია, თქვენ აქტიურად იბრძოდით იმისათვის, რათა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობა აღედგინათ. როგორ მიმდინარეობდა მაშინ ეს პროცესები და თქვენი აზრით, რატომ ვერ მოხვდით მაშინდელ საკრებულოში?
_დიახ, ამ ხნის კაცი კისერზე ჩამოკიდებული აბრით დავდიოდი კარდაკარ, რათა ივანიშვილისთვის მოქალაქეობა მიეცათ. რა თქმა უნდა, შესაძლოა საფრთხე შემქმნოდა, მაგრამ მაშინ პრესა, მათ შორის თქვენი გაზეთიც საქმის კურსში იყო და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა. მოხდა ისე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა. როდესაც საავადმყოფოდან გამოვედი, უკვე სიები დაკომპლექტებული იყო. მინდა გითხრათ, რომ ასე ხდება დღესაც, ვიღაც ხუთი კაცი წყვეტს თბილისში, თუ ლანჩხუთში ვინ უნდა წარადგინონ სიის პირველ ნომრებად. _ როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ხუთი წლის განმავლობაში?


ვრცლად: ყველაზე დიდი პრობლემა კადრების ცენტრიდან შერჩევაა

მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგი აზიური ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ეცნობა

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი ადგილზე გაეცნო. ამერიკის წამყვანი ენტომოლოგი საქართველოს,სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის მხარდაჭერით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი არსებული ვითარების ანალიზს გააკეთებს და საქართველოს მთავრობას შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს.

 

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო


წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. მოქმედებას იწყებს ,,საარჩევნო კოდექსით” დაწესებული ყველა ის აკრძალვა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.
საარჩევნო კანონმდებლობაში, საგაზაფხულო სესიის ბოლოს, ,,ქართული ოცნების” დეპუტატების ინიციატივით განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, არჩევნებამდე 60 დღით ადრე ნიშნავს. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიაც კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება. მანამდე კი მოქმედებდა ნორმა, რომლითაც არჩევნების დანიშვნა და საარჩევნო კამპანიის დაწყება 60 დღეზე ადრე იყო შესაძლებელი.

მოიწონეთ სტატია