ერთად პატარა ბესოს დასახმარებლად!

invalძვირფასო ლანჩხუთელებო! ბესო მოისწრაფიშვილს ჩვენი დახმარება ესაჭიროება, იგი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. ოჯახს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბესოს ოპერაცია დააფინანსოს, არადა სიტუაცია კრიტიკულია და დრო არ ითმენს. გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანოთ პატარა ლანჩხუთელი ბიჭის გასაჭირი და შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმაროთ მას! ლიბერთი ბანკში გახსნილია ანგარიში, სადაც დახმარების მსურველს შეუძლია თანხა ჩარიცხოს და კეთილი საქმე გააკეთოს. ლიბერთი ბანკი, ანგარიშის ნომერი: GE60LB0211171255545000 ანგარიშის მფლობელი(მიმღები)- ია მეგრელიშვილი(დედა). ტელეფონის ნომერი: 555 49-60-21 598 49-60-15 ია მეგრელიშვილი

,,ჰო და არას" და ,,თავისუფალი სახლის" ერთობლივი სოციალური პროექტის პრეზენტაცია!

socბესიკ ტაბიძე: მერწმუნეთ, ისეთი მთავრობა არადროს მოვა, რომ ჩანთით ფულები დაგვაყაროს თავზე.

დავით ჩხარტიშვილი:  მოსახლეობაში გაჩნდა ნიჰილიზმის გრძნობა მიწაზე მუშაობის მიმართ და ეძებენ სხვა სფეროში დასაქმების გზებს!

ვრცლად: ,,ჰო და არას" და ,,თავისუფალი სახლის" ერთობლივი სოციალური პროექტის...

მეგობრის პორტრეტებიდან ნამდვილ მხატვრობამდე!

zazaრუბრიკა „ასპარეზი ნიჭიერს“-ს გახსნის 20 წლის ზაზა სულაბერიძე, რომელიც სოფელ ჩიბათის მკვიდრი გახლავთ. ჰყავს დედ-მამა, და-ძმა ბებია-ბაბუა და არის ჩვეულებრივი თანასოფლელი, რომელიც მორიდებითა და ზრდილობით გამოირჩვა.
2016 წელს დააამთავრა ჩიბათის საჯარო სკოლა, პროფესიულად სწავლა არსად არ გაუგრძელებია და ის, რასაც ზაზა ქმნის ნამდვილად არის ნიჭიერება.

ვრცლად: მეგობრის პორტრეტებიდან ნამდვილ მხატვრობამდე!

მაგული კვაჭაძე: ,,დღეს ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია ახალგაზრდების მდგომარეობა და სოციალური უთანასწორობა“

amiranრა გზა გაიარეს მაგული კვაჭაძემ და ამირან ქანთარიამ კლინინიკის დაარსებიდან დღემდე?
,,ჰო და არას“ სტუმარია ლანჩხუთლებისთვის კარგად ცნობილი პიროვნება, კლინიკა ,,ჯანმრთელობის“ თანადამფუძნებელი, შემოქმედი ქალბატონი მაგული კვაჭაძე. იგი ცნობილია თავისი მებრძოლი ხასიათით, არასდროს ერიდება თეთრზე თეთრის თქმას და შავზე - შავისას. ,,ჰო და არასთან“ მაგული კვაჭაძე საუბრობს პოლიტიკაზე, მედიცინაზე, ახალგაზრდებზე, შემოქმედებაზე და არ ერიდება ამ თემებზე მწვავე განცხადებებს.

ვრცლად: მაგული კვაჭაძე: ,,დღეს ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია ახალგაზრდების...

თინათინ ჩხაიძეს თუნუქის სახურავს გადასცემენ და მედიკამენტებითაც დაეხმარებიან!

tinat,,ჰო და არა“ სულ ცოტა ხნის წინ წერდა ერთ ძალზედ შეჭირვებულ ქალბატონზე-თინათინ ჩხაიძეზე. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ამ ადამიანის მძიმე საცხოვრებელი პირობებისა, მას სოციალური დახმარება არ ეძლევა. ამასთან, მისი სახლის ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, თავზე აწვიმს და ათოვს. თინათინ ჩხაიძის მთელ სიმდიდრეს სწორედ ეს სახლი და სამი ქათამი შეადგენს, ის აგრეთვე მძიმედ ავადმყოფობს, აწუხებს თირკმელების, ღვიძლის, გულის პრობლემები.

ვრცლად: თინათინ ჩხაიძეს თუნუქის სახურავს გადასცემენ და მედიკამენტებითაც...

მოიწონეთ სტატია