ლუკა ლომაძის წარმატება

luka 122581451848727 1035278198 n5 ნოემბერს ქ.თბილისში ჩატარდა ბაჩუკი შელიას სახელობის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელი ლუკა ლომაძე. მან დაძაბულ ბრძოლებში გაიკაფა გზა ფინალისკენ და ფინალში ქულების აშკარა უპირატესობით დაამარცხა თბილისელი ფალავანი. ლუკამ ღირსეულად დაიკავა პირველი ადგილი.
ლუკა ლომაძე მოამზადეს მწვრთვნელებმა დავით მჟავიამ და გოჩა ლომაძემ.

თამაზ ღლონტი ჩემპიონია

tamaz3 122584795181726 1121200814 n10-12 ნოემბერს ქალაქ ბათუმში ჩატარდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის როსტომ აბაშიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მასში მონაწილეობას იღებდნენ თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები. შეჯიბრება ჩატარდა 2003-2004-2005 წლებში დაბადებულ მოჭიდავეთა შორის. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ტურნირზე მონაწილეობას იღებდა სპორტული ცენტრის ოთხი აღსაზრდელი: თამაზ ღლონტი, ლუკა ჭყონია, გენო ბერიძე და დავით სულაბერიძე. ჩემპიონი გახდა თამაზ ღლონტი, რომელმაც ოთხი შეხვედრა მოიგო აშკარა უპირატესობით, რითაც ამ ასაკის სპორტსმენებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გაიმყარა პოზიცია. 23 დეკემბერს ნაკრების სახელით ის მონაწილეობას მიიღებს ირანის საერთაშორისო ტურნირში ქალაქ თეირანში, რაც ნამდვილად სასიხარულოა.
მოჭიდავეები ტურნირისთვის მოამზადეს მწვრთნელებმა დავით მჟავიამ და გოჩა ლომაძემ.

ლუკა შარაბიძის წარმატება

spo3-5 ნოემბერს ქ. თბილისში ოლიმპიური მომზადების ცენტრში გაიმართა ღია პირველობა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ტურნირი ჩატარდა ჭიდაობის ფედერაციის ეგიდით, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 2003-2005 წლებში დაბადებული ნორჩი ფალავნები. მონაწილეობა მიიღო საქართველოს თითქმის ყველა გუნდმა, დაფიქსირდა 2000-მდე მონაწილე.

ლანჩხუთელთაგან ტურნირზე მონაწილეობას იღებდა სამი სპორტსმენი: რეზო ქამადაძე(38 კგ), გიორგი სურმანიძე(62 კგ) და ლუკა შარაბიძე (48 კგ).  მათი მწვრთნელები: კახა აფხაზავა და კახა გოგოლიშვილი. წარმატებულად იასპარეზა ლუკა შარაბიძემ, რომელმაც ოთხი შეხვედრიდან სამში გამარჯვება მოიპოვა და ბრინჯაოს მედალი ერგო. ამით მან უფლება მიიღო ოლიმპიური რეზერვების მომზადების ცენტრში ჩარიცხულიყო. მწვრთნელების თქმით, ეს შედეგი წარმატებად ითვლება, ვინაიდან ტურნირში საქართველოს უძლიერესი ფალავნები იღებდნენ მონაწილეობას. 10-12 ნოემბერს თბილისში ზაიბეგ ბერიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე კვლავ მოუწევთ ლანჩხუთელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს საკუთარი ძალების დემონსტრირება. წარმატებებს ვუსურვებთ მათ. 

ლანჩხუთელმა მოჭადრაკეებმა გვასახელეს!

chadrakii2067177553510842 9155330500081542729 n4-11 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა დამსახურებული მწვრთნელის(მაია ჩიბურდანიძის პირველი მწვრთნელი) დავით ჩირაძის მემორიალი. ეს ტრადიციული შეჯიბრია, სადაც ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდები ხვდებიან.

10 წლიანთა გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო ლანჩხუთის სპორტული ცენტრის(დირექტორი გ.იმნაიშვილი) ოთხ წევრიანმა გუნდმა:1დაფა- მიხეილ აფხაზავა

            2დაფა- მარიამ ჩხაიძე

            3დაფა- გივი ზოიძე

           4დაფა- მარიამ სარიშვილი

ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა და ქვეყნის საუკეთესო გუნდებს შორის 3-ე საპრიზო ადგილი დაიკავა. მათ შვიდი თამაშიდან ხუთი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავრეს და მხოლოდ ერთი წააგეს. ჩემპიონი გახდა ქუთაისის გუნდი, რომელმაც ერთის გარდა ყველა თამაში მოიგო, ხოლო ის ერთი ფრე ჩვენთან ითამაშა. მეორეზე გავიდა ფოთის გუნდი. ჩვენმა ოთხივე მოთამაშემ კარგი მომზადება და თამაში აჩვენა, მიხეილ აფხაზავამ პირველ დაფაზე მეორე-მესამე შედეგი აჩვენა, მარიამ ჩხაიძემ, რომელიც ბიჭების მეორე დაფაზე თამაშობდა, ხუთი თამაში მოიგო, ორი ფრედ ითამაშა და არცერთი არ წაუგია, ის თავის დაფაზე პირველი იყო. ძალიან ძლიერად ითამაშეს გივი ზოიძემ და მარიამ სარიშვილმა.

ძალიან სასიამოვნო იყო დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელსაც დაესწრნენ პარლამენტის წევრები, ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე. ადგილობრივმა მაყურებელმა ოვაციები არ დაიშურა ლანჩხუთის გუნდის  მიმართ, ისმოდა ომახიანი ,,გურია, გურია". აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლანჩხუთის გუნდმა საპრიზო ადგილი დაიკავა. ბავშვები შეჯიბრებისთვის მოამზადეს მწვრთვნელებმა: ადამ ხუხუნაიშვილი, ტარიელ ხუხუნაიშვილი, ნუგზარ გვარჯალაძე.

ნორჩი მოჭადრაკეები და მათი მწვრთვნელები მადლობას უხდიან შპს ოლეგ იმნაძის ,,ავტოსალაროს" დირექტორს, ბატონ ჯუმბერ რამიშვილს და ყველა თანამშრომელს გამოჩენილი გულისხმიერებისათვის. ასევე, მადლობას უხდიან ჯერ კიდევ მოქმედ საკრებულოს დეპუტატს, ბატონ ნიკოლოზ იმნაძეს გაწეული ქველმოქმედებისათვის.

ლანჩხუთელი კარატისტების კიდევ ერთი წარმატება!

karate5 ნოემბერს ქალაქ გორში ჩატარდა 25-ე ღია ტრადიციული ტურნირი კარატეში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ტურნირზე ლანჩხუთის სპორტული ცენტრი წარდგენილი იყო 17 კარატისტით, შეჯიბრის მთავარი მსაჯი ლანჩხუთელი მერაბ თურქია გახლდათ, იმსაჯა მანუჩარ ჩხაიძემაც. ჩვენმა კარატისტებმა სერიოზული შედეგი აჩვენეს აღნიშნულ ტურნირზე, მათ შეძლეს და მოიპოვეს: 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი.
ოქვროს უწვდინეს: ზურაბ ბერიძე(8-9 წლიანები), ავთო ბურძგლა(12-13), გიორგი ჩხაიძე(14-15), იური ევგენიძე(14-15).
ვერცხლი: მერაბ ლომაძე(10-11 წლიანები), საბა ჩხაიძე(8-9), ლაშა კოსტავა(12-13), ლუკა ვანაძე(6-7).
ბრინჯაო: თორნიკე პოლოიანი, ანრი ჩხარტიშვილი, ლუკა ლომაძე.
როგორც ლანჩხუთელთა მწვრთნელი მერაბ თურქია აღნიშნავს, კონკურენტები ძალიან ძლიერები იყვნენ და მათ მიერ აღებული 11 მედალი წარმატებად უნდა ჩაითვალოს. სიურპრიზი გაგვიკეთა იური ევგენიძემ თავისი ოქროთი, ვინაიდან ერთი წელიც არაა, რაც ის სპორტის ამ სახეობაში ემზადება. მწვრთნელების თქმით, იურის წარმატება გარდაუვალია, გამომდინარე მისი შრომისმოყვარეობიდან. ის კვირაში ოთხჯერ დადის ვარჯიშზე ახალსოფლიდან ლანჩხუთში. კარატისტები მოამზადეს მწვრთნელებმა:მერაბ თურქია, ლაშა ბერიძე, მანუჩარ ჩხაიძემ.
26 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი - თბილის თასი, სადაც სტუმრის სტატუსით იქნებიან მოწვეულნი მსოფლიო ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე ხავიერ ესკალენტო და მსოფლიოს სპორტის კომისიის თავმჯდომარე დავიდ ბენეტელო. ტურნირზე ლანჩხუთელი კარატისტებიც გამოვლენ, ეს იქნება ერთგვარი მოთელვა 2018 წელს სოჭში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია