ლანჩხუთელი გიორგი შოთაძის გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე

gio shotadze6ათენში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ სერიოზულად იასპარეზა ლანჩხუთელმა გიორგი შოთაძემ (58 კგ). მისი მწვრთნელი გახლავთ ზაზა ღლონტი. გიორგიმ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ხორვატი ლუკა პრისჰისტალი დაამარცხა ანგარიშით 3:0. ხოლო მერვედფინალურ შეხვედრაში ყირგიზეთის წარმომადგენელს აკულბეკ უტულბეკ ულუს აჯობა 6:3. სამწუხაროდ შემდგომ ეტაპზე უკვე წააგო ინდოელ სონუ სონუსთან. გიორგი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს და იმედია წარმატებას მიაღწევს.
გიორგი კილაძე


 

სენსაციიდან იმედგაცრუებამდე

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
ისრაელში მიმდინარე ევრობასკეტზე არასტაბილურად ასპარეზობს ჩვენი ქვეყნის კალათბურთელთა ნაკრები. მათ ტური სენსაციურად დაიწყეს, მოუგეს რა მსოფლიო რეიტინგის მეხუთე პოზიციაზე მყოფ ლიტვის ეროვნულ ნაკრებს. ქართველებმა ძალზედ დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს ბალტიისპირელებს ანგარიშით 79:77. ამ მოგების შემდეგ ქართველ გულშემატკივართა უმრავლესობას გაუჩნდა იმედი, რომ მოხდებოდა სასწაული და ილიას ზუროსის გუნდი რომელიმე სინჯის მედალს უწვდენდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ ჯგუფის აუტსაიდერებად მონათლული გერმანიის და უკრაინის ნაკრებები. საქართველოს ნაკრებმა ჯერ გერმანიასთან დათმო მატჩი სოლიდური სხვაობით 57:67, ხოლო მეორე დღეს უკრაინასთან 81:88 უკრაინასთან წაგების შემდეგ, ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, მხოლოდ ,,ჯიგრით“ თამაში ვერ უშველით და ტაქტიკას უნდა მიხედონ.
ზაზა ფაჩულიასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ვერც კაპიტანმა ივარგა უკრაინასთან მატჩში გადამწყვეტ პერიოდში და უპატიებელი ჯარიმები აიღო, მათ შორის ისეთები, ჯარიმასთან ერთად ჩაგდებული ქულებიც რომ გაუქმდა.
თუმცა დამთავრებული არაფერია, ჩვენს გუნდს ნამდვილად შესწევს იმის ძალა, რომ ჯერ ჯგუფიდან გავიდეს, შემდეგ კი მედალზეც იფიქროს.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 


ეროვნულმა ნაკრებმა კარგი თამაში აჩვენა

როგორც იქნა, საქართველოს ეროვნულმა
ნაკრებმა კარგი თამაში აჩვენა 2 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში VII ტურის შეხვედრა ირლანდიის ნაკრებთან გამართა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.თბილისში, "დინამო არენაზე" ანგარიში ირლანდიელებმა უკე მე-4 წუთზე, საჯარიმოს გათამაშების შემდეგ გახსნეს. იმ ეპიზოდში აშკარა იყო ბურთზე გამოსულ გიორგი მაკარიძეზე უხეშად თამაში, თუმცა არბიტრმა შეინ დაფის გოლი მაინც ჩათვალა - 0:1.დასაწყისშივე გაშვებული გოლის მიუხედავად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა შეძლო უდიდესი სათამაშო უპირატესობის მოპოვება და ირლანდიელთა კართან სახიფათო მომენტების შექმნა.34-ე წუთზე ჯანო ანანიძის ბრწყინვალე პასის შემდეგ კი მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - 1:1. მეორე ტაიმში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლია. გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში უცვლელი დარჩა - ფრე 1:1. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან ქულა მოიპოვა და D ჯგუფში 4 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე რჩება.  საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი მაკარიძე, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი (90, დავით ხოჭოლავა), ჯაბა ჯიღაური (75, გიორგი ჭანტურია), გიორგი ქვილითაია (85, გიორგი მერებაშვილი). ქართველთა კარგ თამაშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოს წამყვანი სპორტული მედიასაშუალებების მხრიდან. ყველა გამოცემა თანხმდება იმაზე, რომ ირლანდიის ნაკრებს ძალიან გაუმართლა და ქულა აიღო.


მოიწონეთ სტატია