რა მოთხოვნები აქვს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს

muzeumiii78937640798 894988698 nმხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორს და მის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ კულტურის გაერთიანების ცენტრი სრულიად უფუნქციოა და მისი შექმნა თავის დროზე შეცდომა იყო!
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ერთ-ერთი გამორჩეულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ის საქართველოს 100 საუკეთესო მუზეუმს შორის შედის და 38-ე ადგილს იკავებს. წლებია ამ მუზეუმს ნონა იმნაძე ხელმძღვანელობს, ქალბატონი ნონა გამოირჩევა მებრძოლი ხასიათით, უკან არასდროს დაუხევია მუზეუმის ინტერესების დაცვის დროს. ნონა იმნაძე საკრებულოს სხდომებზეც ხშირად გამოსულა, გაუპროტესტებია მუზეუმში არსებული მძიმე მდგომარეობა, უყურადღებობა შესაბამისი სამსახურების მხრიდან, თანამშრომლების დაბალი ხელფასები და ა.შ. ჩვენ დავინტერესდით, ახლა რა სიტუაციაა მუზეუმში, რაიმე ხომ არ შეიცვალა სასიკეთოდ ან პირიქით. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორს და მის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ კულტურის გაერთიანების ცენტრი სრულიად უფუნქციოა და მისი შექმნა თავის დროზე შეცდომა იყო. ხაზგასასმელია, რომ მართლაც მაღალი ხელფასები აქვთ ცენტრის ადმინისტრაციაში, რაც მუზეუმის თანამშრომლების გაღიზიანებას იწვევს. მათ მიაჩნიათ, რომ ადმინისტრაციაში შტატები გაბერილია და მეტიც, საერთოდ არაფრის კეთებაში იღებს ხელფასს ზოგიერთი. აგერ უკვე რამდენი ხანია, ხუთი ათასი ლარის გამოყოფა ვერ მოხერხდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის, რათა მომზადებული წიგნი ,,ძველი ლანჩხუთი’’ გამოეცათ. მუზეუმის დირექტორის, ნონა იმნაძის თქმით, მათ ძალიან ეიმედებათ ახლადარჩეული მერის ალეკო სარიშვილის კეთილგონიერების. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, აუცილებელია მუზეუმის შემოღობვა, ფასადის გაკეთება და შემდგომ შიდა რემონტი. მეცნიერ -თანამშრომელი ლალი რამიშვილი აღნიშნავს, რომ სამუზეუმო-სამეცნიერო თემის სრულყოფილ მომზადებას და ასევე სამუზეუმო სასწავლო პროექტების განხორციელებას სჭირდება მივლინება, მუზეუმიდან გასვლა, ფინანსური ხარჯები და უფრო მეტი ყურადღება ცენტრის მხრიდან. მუზეუმის დირექტორი თვლის, რომ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით, ექსპონატებით, დამთვალიერებლებით და ნამდვილად იმსახურებს მეტ ყურადღებას.
ნონა იმნაძე: ,, ჩემს თანამშრომლებს ასეთი მიზერული ხელფასები აქვთ, კულტურის ცენტრის გაერთიანებაში დასაქმებული ადამიანები ბევრად მეტ ხელფასს იღებენ,რაც ნამდვილი უსამართლობაა. უნდა მოხდეს სამართლიანად თანხის გადანაწილება. ამ დღეებში იყვნენ მოსული ცენტრის ინფრასტრუქტურის სამსახურიდან,აწარმოეს აზომვითი სამუშაოები მუზეუმის შენობის სარემონტოდ და იმედია დაწყებული საქმე ბოლომდე მივა. ჩვენ განსაკუთრებულს არაფერს არ ვითხოვთ, გვჭირდება ელემენტალური მხარდაჭერა, რათა მუზეუმმა იარსებოს და ამ მიზერული ხელფასების გაზრდა, რომ ვიარსებოთ. აქ ყველანი ჩვენი საქმის ერთგული ვართ, ვცდილობთ მაქსიმალურად დავიხარჯოთ და ხარისხიანად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. იმისთვის, რომ თანამშრომლებმა სრულყოფილად იმუშაონ, შედეგები აჩვენონ, საჭიროა მათი ხელშეწყობა. აუცილებლად უნდა დადგეს კულტურის ცენტრის რეორგანიზაციის საკითხი. გულწრფელად გეტყვით, ძალიან დიდი იმედი მაქვს ალექსანდრე სარიშვილის და მისი გუნდის. მჯერა, კულტურის სფეროში არსებულ ხარვეზებს მოაგვარებენ.’’
თორნიკე ჯიჯიეშვილი

სახალხო დღესასწაული წყალწმინდაში


ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით,სოფელ წყალწმინდაში (ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეული) გაიმართა ტრადიციული სახალხო დღესასწაული.წმინდა ირინეს სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა მამა მირიან ფირცხალაიშვილმა. ჩატარდა როინ ჩხარტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ,ერთმანეთს სოფელ წყალწმინდის და ქვიშიანის გუნდები შეხვდნენ.თამაში ქვიშიანთა გუნდის წარმატებით დასრულდა.ტურნირის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ამავე სოფლის ახალგაზრდის ზვიად გოგორიშვილის ხსოვნას. გამარჯვებულ სოფლის გუნდს და ყველა მონაწილეს მუნიციპალიტეტისაგან გარდამავალი თასი, სიგელები და მედლები გადაეცათ.


ვრცლად: სახალხო დღესასწაული წყალწმინდაში

ორაგვე-ლანჩხუთის ბახმარო

ორაგვე _ სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მაჩხვარეთის თემში. სიმაღლე ზღვის დონიდან 230. მდებარეობს მდინარე ორაგვისღელის (ფიჩორის აუზი) ხეობაში. სოფელში არის გურიელის, თავისუფლების და მშვიდობის ქუჩები. სოფელში მოდის ჩაი, ციტრუსი, ტუნგო, დაფნა, თხილი.
ორაგვე ლაზური წარმოშობის ტოპონიმია და ,,სარაგვეს’’, ,,რაგვით’’ ანუ მცირე მახეებით გარეულ ფრინველებზე სანადირო ადგილებს ნიშნავს. როგორც სოფელში გვითხრეს აფხაზეთის თუ უახლოესი ისტორიის სხვადასხვა ომებში ორაგვის 45 მკვიდრი იბრძოდა, 25 უკან არ დაბრუნებულა. რაც შეეხება სკოლას და საბავშვო ბაღს, ისინი კონტიგენტის სიმცირის გამო დახურულია. სასკოლო ტრანსპორტი მუშაობს, რომელსაც ორაგვიდან ბავშვები მუნიციპალიტეტის სკოლამდე მიჰყავს და უკან აბრუნებს. საზაფხულო არდადეგების პერიოდში სოფელს კვირაში ორჯერ ემსახურება მიკროავტობუსი.
ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც დგას საქართველოს სოფლებში, ეს არის მიგრაცია. ეს სოფელიც სწორედ მიგრაციის სამწუხარო მაგალითია. ორაგვე გახლავთ ულამაზესი სოფელი თავისი მშრომელი, სტუმართმოყვარე ხალხით.
ორაგვეში არსებობდა სასულიერო ცხოვრების ტრადიციები, დიდი ხნის წინ აქ მონასტერიც მოქმედებდა და ძალიან ბუნებრივად გაგრძელდა სარწმუნეობრივი ხაზი, რომელსაც ბიძგი მისცა ახალგაზრდა ჟურნალისტის, თეა ურუშაძის ტრაგიკულად დაღუპვამ. ეს მოხდა 15 წლის წინ და გოგონა მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. მისმა ბიძამ, ბატონმა გია კარტოზიამ გადაწყვიტა თეას (ნათლობის სახელი თეკლა) სახელზე ეკლესია აეშენებინა და ძალიან მალე სისრულეში მოიყვანა კიდეც ეს განზრახვა. ამის შემდეგ ყოველ 7 ოქტომბერს, რომელიც საეკლესიო კალენდრის თანახმად დედათა შორის პირველმოწამის, მოციქულთა სწორის, თეკლას ხსენების დღეა, ორაგვეში სახალხო ზეიმი იმართება.
სულ ახლახან ორაგვეში მოხდა ბუნებრივი აირის შეყვანა, მოხდა ორაგვის სრული გაზიფიცირება.
ისე, როგორც წინა წლებში, წელსაც ,,ორაგვეს’’ უამრავი სტუმარი სტუმრობს. იგეგმება ,,ორაგვის’’ განვითარების პერსპექტივა. სოფელში ჩატარდა დასახლების საერთო კრება, რომელსაც თითქმის მთელი სოფელი ესწრებოდა, სოფლის რჩეულად აირჩიეს ადგილობრივი მკვიდრი ტარიელ ურუშაძე.
სოფელით დაინტერესდნენ სხვადასხვა არასამთავრებო ორგანიზაციები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ ორაგვეში კრაკალას მთის ფერდობზე არის გამოქვაბული, რომელიც მოცულობით ყველაზე დიდია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანასთან ერთად იგეგმება გზის მოპირკეთება. ვფიქრობ, რომ სოფელ ორაგვეს უახლოეს პერიოდში აღორძინება და განვითარება ელის, რასაც ის ნამდვილად იმსახურებს.
გოჩა ცინცაძე

რა არის ყველაზე საშიში

ზნეობრივი ღირებულებების მსხვრევას ადამიანის დაცემა ახლავს თან.
ზოგადად რა არის ღირებული ადამიანისათვის, სხვადასხვა ერებისათვის, ეს ვრცლად სალაპარაკო თემაა.
ქართველთათვის ტრადიციული ღირებულებების ცვეთის ტენდენციები იმდენად დიდია, რომ არც ერთ ნიშნულში არ ჯდება. ეს პრობლემა ყველა ნორმალური ქართველისათვის სადარდებლად ქცეულა. ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე მრავალი რამ გადაფასდა, მრავალი ტრადიციული ქართული ღირებულება გაიყიდა. ევროპეიზაციამ (ცუდი გაგებით), შეიძლება თქვას, თავზე ხელი აგვაღებინა - ქალს ქალობა დააკარგვინა, კაცს კაცურ თვისებებზე დაახოცვინა ფეხი და სწორედ ამიტომაც, უფრო მეტი ფასი დაედო იმ ნაღდ ქალურს, რის გამოც ქალს მანდილოსანი ჰქვია და იმ ნაღდ კაცურს, რის გამოც კაცს ვაჟკაცად მოიხსენიებენ.

ვრცლად: რა არის ყველაზე საშიში

მოიწონეთ სტატია