სამსახური არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ?!

ჩვენი რედაქცია მიმსვლელ-მომსვლელთა სიმრავლეს არასდროს უჩიოდა, თუმცა ამ ბოლო დროს ჩვენთან ძალიან მომრავლდა სამსახურდაკარგული ადამიანების ვიზიტი, ან ისეთების მოსვლა ვისაც შიში აქვს, რომ მალე სახლში გაუშვებენ. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ა(ა)იპ-იდან უკვე დაითხოვეს თანამშრომლები, ხოლო ძალიან მალე შესაძლოა ამ პროცესმა მასიური სახე მიიღოს. ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რომ გამგეობის სამსახურები მართლაც გაბერილი იყო და თანამშრომლების ძირითად საქმიანობას ცაცხვის ძირში ბაასი წარმოადგენდა, თუმცა მაინც გულსატკენია ამდენი პოტენციური უმუშევარი ადამიანის ყურება. საკითხავია, თავდაპირველად რატომ მოხდა ამ უფუნქციო სამსახურების შექმნა და მასში იმ ადამიანების დასაქმება, რომლებსაც არავითარი კომპეტენცია არ გააჩნდათ. პასუხი მარტივია, ,,ქართულმა ოცნებამ“ ავად თუ კარგად თავისი აქტივი დაასაქმა და სამომავლო გეგმებზე, ანუ არჩევნებისთვისაც იზრუნა. ზოგი დეიდაშვილს, ბიძაშვილს, მამიდაშვილს აფორმებდა და ხელფასს თვითონ იღებდა, მართლა ,,ნინიას ბაღი“ გახდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. უამრავი ლანჩხუთელის დასახელება შეიძლება, რომელთა ცოდნა-განათლება, კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს არავისში, მაგრამ სახლში სხედან იმის გამო, რომ მმართველი გუნდის გულშემატკივრებად არ ითვლებიან. თვითმმართველობის არჩევნებში ოცნების წარმატებას იმანაც დიდად შეუწყო ხელი, რომ რაიონის მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი ა(ა)იპ-ებში იყო დასაქმებული, ამას თუ დავუმატებთ ,,ცოტა ზედმეტ“კოორდინატორებს, არ გაგვიჭირდება დასკვნების გამოტანა. ახლა სიტუაცია ორმაგად მძიმეა, ადრე თუ უსაქმური ხელფასიანების სიმრავლე გვაწუხებდა, ახლა მათი უმუშევრობა შეგვაწუხებს. მაგრამ, დაილოცოს იტალია, საბერძნეთი, თურქეთი... ჩვენი მადლიანი ხელისუფლება ხელს არ უშლის თავის მოქალაქეებს წავიდნენ საზღვარგარეთ, ფეხქვეშ გაეგონ იქაურებს და არაადამიანური შრომის ფასად მოპოვებული ფული საქართველოში დარჩენილებს გამოუგზავნონ. არის სხვა ვარიანტიც, ცოტა მეტი მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და აგერ არჩევნებიც მოახლოებულია, ისე როგორ გაუწყრება მთავრობას ღმერთი, რომ რაღაც სატყუარა არ გადმოგვიგდოს. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე გააზარმაცა და გააზულუქა ამ ა(ა)იპ-ებმა ხალხი, რომ სხვა სამსახურის ალტერნატივას არც განიხილავენ, ,,ჩვენ იქ გვინდაო“. ამ სამსახურებში აცხადებენ ბიუჯეტი არ გვყოფნისო, ადრე როგორ გყოფნიდათო შეეკითხებით ალბათ, ადრე გენაცვალე წინასაარჩევნო მზადება იყო და გავიჭირვეთო, გეტყვიან. დრო მოვა და ეს ადამიანები აუცილებლად დაჭირდება ხელისუფლებას, მაგრამ მუნიციპალიტეტში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს მათი დასაქმება- დაუსაქმებლობით არაფერი რომ არ ეშველება, ფაქტია. არჩევნების ციებ-ცხელებამ ჩაიარა და მალე გამოჩნდება რა შეუძლია ახლადარჩეულ საკრებულოს და ქალაქის მერს. ისე კი, არჩევნების შემდეგ ლანჩხუთიდან უკვე წავიდა პირველი ნაკადი საზღვარგარეთ და სამწუხაროდ, დიდი ალბათობით კვლავ დატოვებენ ოჯახებს ჩვენი რაიონის მაცხოვრებლები. აქ თავის გატანა გმირობად ითვლება, ის რაც საარსებო წყაროდ ითვლებოდა - თხილი, ყანა, ციტრუსი - განადგურებულია. სამსახურებიდანაც უშვებენ ხალხს, ასე რომ, ღმერთია მოწყალე და სხვა არავინ...
თორნიკე ჯიჯიეშვილი

ნაბიჯი წინ, თუ ნაბიჯი უკან?! რატომ დაინგრა სამხედრო კომისარიატის შენობა?!

ლანჩხუთელებისთვის კარგად ნაცნობი ყოფილი სამხედრო კომისარიატის შენობა აღარ არსებობს. აღნიშნული შენობა ერთ-ერთ მყარ ნაგებობად ითვლებოდა მთელი რაიონის მასშტაბით, უცნაურია რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ მაინცდამაინც მისი დანგრევა. როგორც ამბობენ, ამ ადგილას აშენდება იუსტიციის სახლი, რაც არ არის ცუდი, მაგრამ ვფიქრობთ შესაძლებელი იყო შენობის რეკონსტრუქცია, ამით არაფერი დაშავდებოდა. თანაც, ვისაც ნანახი აქვს იუსტიცის სახლის მაკეტი, დაგვეთანხმება, რომ იმ უზარმაზარ შენობასთან ასანთის კოლოფის ოდენა სჩანს. როგორც გამგეობაში აცხადებენ, შენობის რეკონსტრუქცია დიდ ხარჯებს მოითხოვდა, ამასთან თანამედროვე სტანდარტებში არ ჯდებოდა. საინტერესოა რამდენი შენობა შეესაბამება დღეს ლანჩხუთში ევროსტანდარტებს, სამხედრო კომისარიატის შენობა რომ გამოიყვანეს ქალაქის იერსახის დამმახინჯებლად. როგორც ჩანს, დიდი შენობა-ნაგებობების ნგრევა ლანჩხუთს სენად მოედო. ,საქართველოს ბანკი“ ყოფილი რუსული სკოლის შენობის დანგრევის ხარჯზე განთავსდა იქ სადაცაა. იგივე ბედი ხვდა წილად ,,გურიის“ ლეგენდარულ სტადიონს. სამწუხაროდ, სამხედრო კომისარიატის შენობის ნგრევას მძიმე შემთხვევის გარეშე არ ჩაუვლია, დაზარალებულია კახა ხელაძე, რომელიც თბილისშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა ახლაც მძიმედ ითვლება. თავისთავად ცუდია ის ფატი, რომ ასე უცერემონიოდ ინგრევა დიდი შენობა-ნაგებობები ჩვენს რაიონში, ხოლო პასუხი - ,,თანამედროვე სტანდარტებს არ შეეფერება“, მძიმე მოსასმენია.
გიორგი კილაძე

ღვთის ანაბარად მიტოვებული 19 წლის ბიჭი

bijiდიახ, დათო ხოფერიას მდგომარეობა მართლაც მძიმეა და ყველასთვის საყურადღებო უნდა იყოს. 19 წლის ბიჭს სოფელ ნინოშვილის მოსახლეობა უგროვებს თანხას, რათა მკურნალობის კურსი გაიაროს და სამუდამოდ ინვალიდი არ დარჩეს. ამ ოჯახის პრობლემები კარგა ხნით ადრე დაიწყო, როდესაც დათოს მამა _ ლევან ხოფერია გარდაეცვალა. დათოს დარჩა უმუშევარი დედა _ ლამარა ხოფერია და ერთადერთი და, რომელიც იქვეა გათხოვილი. ოჯახის ერთადერთ შემოსავლის წყაროდ სოციალური დახმარება ითვლებოდა, თუმცა დათოს სავალდებულო სამსახურში გაწვევამ, ეს ელემენტალური შემოსავალიც გააქრო. მიზეზად კი ის 72 ლარი დასახელდა, რომელსაც ის სავალდებულო სამსახურის მოხდის დროს იღებდა. მიზეზი მართლაც სასაცილოა. ქალბატონმა ლამარამ თავის დროზე ადამიანურად სთხოვა კომისარს და შესაბამის სამსახურს, ნუ გაიწვევდნენ ოჯახის ერთადერთ იმედს, დათო ხომ ოჯახში ერთადერთი მამაკაცია.


ვრცლად: ღვთის ანაბარად მიტოვებული 19 წლის ბიჭი

ვინ ემუქრებოდა ლია ჭეიშვილის ოჯახს?

aketiiiiii3113596 914170442070825 1644077682 nხმაური იყო სოფელ აკეთში, კერძოდ გაგურის დასახლებაში. რამდენიმე ოჯახი ჩინური კომპანიის ქმედებას აპროტესტებდა, მოსახლეობამ გადაკეტა ცენტრალური გზა, მოძრაობა ვეღარ შეძლო კომპანიის მძიმეწონიანმა მანქანებმა, რომლებსაც სოფლიდან ინერტული მასალა გააქვთ. აქციის მონაწილეები კომპენსაციას ითხოვდნენ, მათი თქმით (და ეს ნამდვილად ასეა. ავტ) იქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა მას შემდეგ, რაც ჩინურმა კომპანიამ სამუშაოები დაიწყო. ,,გაფუჭებულია გზები, ჩამტვრეულია ღობეები, მიწაც მოდის ნელ-ნელა ზევიდან, სახლს ბზარები აქვს. ავადმყოფი დედა მყავს, რომელსაც ერთი წუთიც კი ვერ დაუძინია ამ ხმაურის გადამკიდე. ხმაურს ვინ დაეძებს, წყალიც კი არ გვაქვს და გვენატრება. ყანა ვერ ავიღეთ და თხილი ვერ მოვნახეთ ისეთი მტვერი და ტალახია ირგვლივ. ვითხოვთ კომპენსაციას. უკვე ექვი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ასურათებენ და მსჯელობენ რა გააკეთონ, კატეგორიულად ვითხოვთ ჩინური კომპანიის წარმომადგენელი მობრძანდეს და დაგველაპარაკოს. ვითხოვ გარანტიას, რომ მოგვეცემა კონპენსაცია, ისე როგორც სხვა ოჯახებს მიეცათ ჩვენს მეზობლად, მათზე ნაკლებ დაზარალებულები არც ჩვენ ვართ. მირეკავს ჩინელი თარჯიმანი, რომელიც რუსულად საუბრობს, ვინმე ალექსი და მეუბნება, რომ პოლიცია მოვა და დაგვარბევს. აგერ ვართ და დაგვარბიონ, ამაზე უარესი რა უნდა დაგვემართოს“- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლია ჭეიშვილმა.

ადგილზე მისულებს დაგვხვდნენ ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ბესო აფაქიძე და სხვა თანამშრომლები, გამგებლის წარმომადგენელი აკეთის თემში მანუჩარ ღლონტიც იქვე იყო. აქციას ესწრებოდა ,,ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერი ირაკლი მარშანიშვილი, მოგვიანებით მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ცინცაძეც გაეცნო ადგილზე სიტუაციას. არსად ჩანდა აკეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მორჩილაძე, რამაც ძალიან გაანაწყენა აქციის მონაწილეები, მათი თქმით სწორედ ასეთ დროს სჭირდება მოსახლეობას დეპუტატის თანადგომა. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციას მცდელობაც კი არ ჰქონია აქციის დარბევის ან იძულებითი წესით გზის გახსნის. პოლიციის უფროსის მოადგილე ბესო აფაქიძე პირადაც გაეცნო არსებულ სიტუაციას, ნახა დაშვავებული მიწა, ბზარები სახლზე, დაყრუებული წყლის სისტემა. მან სთხოვა ლია ჭეიშვილს და მის ოჯახს გზა გაეხსნათ და პირადად აიღო პასუხისმგებლობა, რომ უახლოეს დღეებში მოაგვარებდა ამ პრობლემას, კონკრეტულად კი ყველა მხარეს შეკრებდა და ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ. ლია ჭეიშვილი მადლობას უხდიდა აფაქიძეს გამოჩენილი ყურადღებისათვის, თუმცა კატეგორიულად ითხოვდა ჩინური კომპანიის წარმომადგენლის მოსვლას აქციაზე. ნუგზარ ცინცაძის დაჟინებული მოთხოვნით როგორც იქნა ამოვიდა სოფელში თარჯიმანი. მართლაც საოცარი ნებისყოფა და სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს ადგილობრივებმა, რომ ჩინელი თარჯიმნის თავხედობას საკადრისი პასუხი არ გასცეს. როდესაც ქალბატონი ლია რუსულად უხსნიდა პატივცემულ ალექსის, რომ საკითხის დადებითად გადაუწყვეტლობის შემთხვევაში გზის პიკეტირება გაგრძელდებოდა, ჩინელის პასუხი იყო - ,,პასმოტრიმ“. ვისი ბრალია, რომ საქართველოში ქართველებს ასე ესაუბრებიან ეს ცალკე თემაა.

დავუბრუნდეთ აკეთის აქციას, საბოლოოდ სამართალდამცავების თხოვნა გაითვალისწინეს ადგილობრივებმა და მანქანებს გადაადგილების უფლება მისცეს. თუმცა, პირობის დარღვევის შემთხვევაში და თუ ერთ კვირაში პასუხს ვერ მიიღებენ, მათ კიდევ დააანონსეს გზის პიკეტირება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გზას აღარ გახსნიან, ვიდრე პრობლემას არ მოუგვარებენ.

თორნიკე ჯიჯიეშვილი


სვანიძეების ოჯახის გასაჭირი

kaci888სოფელ ნინოშვილში მცხოვრები სვანიძეების ოჯახი მძიმე და ამავდროულად უცნაურ სიტუაციაში იმყოფება. უცნაურში იმიტომ, რომ ალბათ ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში თუ შეიძლება მოხდეს. ოჯახი მრავალსულიანია, მოხუც ცოლ-ქმარს, ვალერიან სვანიძეს და რიმა ჩხარტიშვილს იმთავითვე მძიმე ხვედრი არგუნა განგებამ, მათ ერთი შვილი გარდაცვლილი ჰყავთ, ჯანღონით სავსე ახალგაზრდა კაცი 2000 წელს, ჯარში შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. მათ დარჩათ კიდევ ერთი ვაჟი, გია სვანიძე, რომელსაც დიაბეტი აწუხებს. გია დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. სამწუხაროდ ერთ-ერთ შვილს, საბა სვანიძეს ასევე დიაბეტი აღმოუჩნდა ოთხი წლის წინ. საბას ყოველ სამ თვეში ერთხელ თბილისში კონსულტაცია სჭირდება, რომელიც დაახლოებით 400 ლარამდე ჯდება. როგორც ბავშვის მშობლები ამბობენ, ექიმი გაოგნებულია, ეკითხება მათ საიდან არიან, რვა წლის ბავშვს, რომელსაც დიაბეტი აქვს, მთავრობა როგორ არ ეხმარებაო. ოჯახს თავდაპირველად ეძლეოდა სოციალური დახმარება, თუმცა იმის გამო, რომ გია სვანიძემ ბათუმში დაიწყო მუშაობა და ამის შესახებ არ განაცხადეს სოციალურ სამსახურში, ეს დახმარება შეუწყდათ.


ვრცლად: სვანიძეების ოჯახის გასაჭირი

მოიწონეთ სტატია