გულგრილად ვერ ვუყურებ ადამიანთა ჩაგვრას

ჩვენი გაზეთის ერთ-ერთ რესპოდენტად შევარჩიეთ ადამიანი, ყველასათვის საინტერესო წარსულითა და მომავლის ახლებური ხედვით. ეს პიროვნება გახლავთ ბატონი ლევან ჩხაიძე, ქ.ლანჩხუთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი. ბიოგრაფია კარგად მოგეხსენებათ ადამიანის ცხოვრების აღწერას წარმოადგენს. ეს უფრო მეტია ვიდრე ფაქტი დაბადება,განათლება,სამსახური,ურთიერთობები). განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია, გმირი თვისებასთან, სტერეოტიპთან კი არ უნდა გაიგივდეს, არამედ დინამიკური უნდა იყოს.


ვრცლად: გულგრილად ვერ ვუყურებ ადამიანთა ჩაგვრას

ყოჩაღ თორნიკე!

სანამ თორნიკე ჯიჯიეშვილის ბიოგრაფიას გავიცნობდი, მანამდე ვკითხულობდი მის წერლებს ,,ჰო და არაში~ და ძალიან კარგი შთაბეჭდილება მქონდა ამ ახალგაზრდის პიროვნულ თვისებებზე, დავინახე მისი მებრძოლი სული, ახლა როცა, წინა ნომერში მის ბიოგრაფიას გავეცანი, ჩემი შთაბეჭდილება გაორმაგდა და გამყარდა. გავიგე მამის გარდაცვალებით გამოწვეული ტრაგედიის შესახებ და გული მეტკინა, გამახსენდა ჩემი დაობლება, ზუსტად თერთმეტი წლის ვიყავი დედა, რომ გარდამეცვლა და ვიცი რას ნიშნავს მშობლის დაკარგვა, მაგრამ მიხარია, ის რომ სულით არ დაეცა, ახალგაზრდა ბიჭმა დედის დახმარებით შეძლო, რომ სანიმუშო ახაგაზრდა გამხდარიყო. თორნიკე, მახარებს თქვენი ბრძოლისუნარიანობა, სიმტკიცე და შემართება, სწორედ თქვენნაირეგი გამოსჭედენ ჩვენი ქვეყნის მომავალს. თქვენ უკან არ იხევთ, სიძნელეებს არ უშინდებით. არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ თქვენ ისეთ მებრძოლი გაზეთში მოხვედით სამუშაოდ, რომ წინ დიდი ბრძოლა გელით, ამ გაზეთმა მისი დაარსებიდან დღემდე იმდენი, ბრძოლა და ზოგჯერ დაუმსახურებელი შეურაცხყოფაც გადაიტანა, რომ არა მებრძოლი სული, ამ წნეხს ვერ აიტანდა, ყველა მთავრობა, რომელიც სათავეში მოდის და თავის შავ-ბნელ საქმეებს სჩადის, ყოველთვის ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა, რადგან სიმართლე არ გაიგოს ხალხმა.


ვრცლად: ყოჩაღ თორნიკე!

გამარჯობა, მე ვარ თორნიკე ჯიჯიეშვილი!

მინდა ყველამ გაიგოს, ეს არის თავისუფალი მედია, რომელიც ასეთი იყო დღიდან დაარსებისა და ასევე გააგრძელებს!

tornike jijieshvili89ჩვენს ერთგულ მკითხველს ეცოდინება, რომ სულ რამდენიმე თვეა გასული რაც ,,ჰო და არაში“ დავიწყე მუშაობა. მინდა მოკლედ მოგიყვეთ ჩემი პიროვნების შესახებ, როგორ ვცხოვრობდი აქამდე, რატომ მოვედი პრესაში და რა არის ჩემი მიზანი. დავიბადე 1990 წელს ქალაქ ქუთაისში, ამავე ქალაქში დავდიოდი ბაღში, გამომდინარე მამაჩემის ბიზნეს საქმიანობებიდან, მოგვიწია ქალაქ ბათუმში გადასვლა საცხოვრებლად, სადაც ექვსი წელი ვიცხოვრეთ. დაწყებითი განათლება სწორედ იქ მივიღე და რომ არა ჩემი ცხოვრების უდიდესი ტრაგედია, დიდი ალბათობით ბათუმში გავაგრძელებდი სწავლას და ცხოვრებასაც. ეს ტრაგედია მამაჩემის გარდაცვალებაა, 2001 წელი და ივლისის თვე ჩემი ოჯახისთვის არის მოუშუშებელი, მარად სახსოვარი ტკივილი. ჩვენ გამოგვეცალა საყრდენი, გაზეთის ფურცლებით ვერ გამოვხატავ იმ მდგომარეობას, რომელშიც ვიმყოფებოდით, უბრალოდ არ ვიცოდით როგორ გვეცხოვრა. ვინც ჩემს ოჯახს ახლოდან იცნობს იცის, რომ ფული არ ყოფილა იმის მიზეზი გლოვა გამოგვეცხადებინა. ვბრაზობდით საკუთარ თავზე, უფალზე, ბუნებაზეც კი, რომ 36 წლის ასაკში გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც ყველაფერი იყო ჩვენთვის. მაშინ მე 11 წლის ვიყავი, ხოლო ჩემი და შვიდის. როდესაც ავად თუ კარგად, შევეგუეთ იმას რომ დავრჩით სამნი- მე, დედა და ჩემი პატარა და, უკვე არსებობისთვის ბრძოლა გახდა საჭირო. დავიწყეთ მშობლიურ აცანის სკოლაში სწავლა-განათლების მიღება.


ვრცლად: გამარჯობა, მე ვარ თორნიკე ჯიჯიეშვილი!

გაზეთ ,,ჰო და არას~ რედაქციას! ქალბატონ ნონა გიგინეიშვილს! გაგვიჩინეთ სურვილი არჩევნებზე მისვლის: უმუშევრებს, ნახევრად მშივრებს, მოტყუებულებს, სიმართლის მაძიებლებს!

აგვისტოს თვის დასაწყისში თქვენი გაზეთის რედაქციაში შემოვიტანეთ წერილი, რომელსაც ხელს აწერდა ჯურუყვეთის თემის 32 მცხოვრები. იგი შეეხებოდა სოფლის გასაჭირს, კერძოდ სოფლის საძოვრის საკითხს. გთხოვდით, თქვენი გაზეთის დახმარებით შევხვედროდით ჩვენი რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ზაზა ურუშაძეს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გოგი ხელაძეს.
ეს გადავწყვიტეთ მას შემდეგ, რაც ჩვენი სოფლის დეპუტატის, ალექსანდრე მახათისა და სოფელში რაიონის გამგებლის წარმომადგენლის, ვასილ ბურძგლასთან საუბრით დავრწმუნდით, რომ ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებდნენ. მათთან შეხვედრა მოხდა ჯურუყვეთის რკინიგზის გადასასვლელთან, 5 კაცის თანდასწრებით, რომელიც შემდეგ ბატონმა მახათაძემ და ბატონმა ბურძგლამ სოფლის პირველ საერთო კრებად მონათლეს.


ვრცლად: გაზეთ ,,ჰო და არას~ რედაქციას! ქალბატონ ნონა გიგინეიშვილს!...

მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ზაზა ურუშაძეს!


ქ. ლანჩხუთის კუპრეიშვილის ქუჩის #2 ჩიხის მცხოვრებათა კოლექტიური განცხადება!
ჩვენ, კუპრეიშვილის ქუჩის #2 ჩიხის მცხოვრებნი გთხოვთ დახმარებას. ვართ გაუსაძლის მდგომარეობაში, ყოველი წვიმის დროს ქუჩის ქვედა მხარეს გასვლა შეუძლებელია. ასევე იტბორება ოჯახების საკარმიდამო ნაკვეთები, სახლების ქვედა სართულები. ზედა მხარეს გზა წვიმის ღვარმა შუაზე გახსნა.
ამ პატარა ჩიხს აქვს დიდი დატვირთვა, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის,ასევე ტრანსპორტისათვის. ჩვენს სტადიონზე ვარჯიშობენ აგარაკის უბნის ახალგაზრდები, ბავშვთა ფეხბურთის სკოლისა და სხვადასხვა სპორტული კლუბების აღსაზრდელები, იმართება რაიონული და რეგიონული სპორტული შეჯიბრებები. ამ გზით მოსახლეობა უკავშირდება სოფლებს. მაჩხვარეთისა და ორაგვის მრევლი დადის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში, სარგებლობენ მაჩხვარეთისა და აგარაკის სასაფლაოებით.
გთხოვთ, დაგვიგოთ შავი საფარი და მოგვიწყოთ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, ეს დიდ თანხებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული (ჩიხის სიგრძე არის 150 მეტრი).
თქვენი დახმარების იმედი გვაქვს.
წერილს ხელს აწერს 21 კაცი

მოიწონეთ სტატია