რეპორტაჟი ქუჩიდან, რას ფიქრობს ხალხი?

xal,,ჰო და არა“ ეხმაურება ბოლო დროს ქვეყანაში მომატებულ კრიმინალს და მკითხველს ვთავაზობთ ქუჩის გამოკითხვას ამ თემასთან დაკავშირებით.
როგორ ფიქრობთ მოიმატა თუ არა კრიმინალურმა ვითარებამ საქართველოში წინა წელთან შედარებით?

ვრცლად: რეპორტაჟი ქუჩიდან, რას ფიქრობს ხალხი?

,,გავწირო მოხუცებული ქმარი, ახალგაზრდა შვილი და პატარა შვილიშვილი სასიკვდილოდ?“

kaci888,,ჰო და არა“ რამდენიმე თვის წინ წერდა ნინოშვილის თემში მცხოვრებ სვანიძეების ოჯახზე. ამჯერად, ,,ევროპულმა საქართველომ“ კვლავ შეგვახსენა ამ ოჯახის პრობლემების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ოჯახის წევრთა უმრავლესობა ავადმყოფობს.

ვრცლად: ,,გავწირო მოხუცებული ქმარი, ახალგაზრდა შვილი და პატარა შვილიშვილი...

მოსახლეობა უბნის ექიმებზეა გამწყრალი!

eqim,,ჰო და არაში“ შემოვიდა სხვადასხვა სოფლების მაცხოვრებლების წერილები, სადაც ისინი უბნის ექიმების უყურადღებობაზე მიუთითებენ. განსაკუთრებით გამწყრალია სოფელ ლესის მოსახლეობა, მათი თქმით ვერაფრით დაადგინეს, თუ რა დროს უნდა ეწვიონ საექიმო უბანს, რომ ექიმის მომსახურებით ისარგებლონ. ,,სოფელში უამრავი ავადმყოფი და გაჭირვებულია, რომელიც ვერ ახერხებს ლანჩხუთში ჩამოსვლას და ექიმთან კონსულტაციას. ვერ გავიგეთ, რომელ დღებში მოდის ჩვენთან ექიმი, ერთდროულად სამ სამსახურში მუშაობენ და ვერ იცლიან როგორც ჩანს. ჩვენ რა ვქნათ მოხუცებმა და გაჭირვებულებმა, თუ ვერ აუდიან საქმეს კადრები დაიმატონ, ან საერთოდ გააუქმონ უბნის ექიმის შტატი და გვეცოდინება, რომ არ არის სოფელში ექიმი. რა უბედურებაა, გვყავს ვინმე პატრონი? გვაყვედრიან, ჯანდაცვის სისტემა გამართულიაო და იქნებ თქვენ აგვიხსნათ, რას ხედავთ ამ სისტემაში გამართულს. როგორც ადრე იყო, ახლაც ისეა, პირველად გეუბნებიან რამდენი გექნება გადასახადი თანხა. თუ ფული არ გაქვს, უნდა მოკვდე. ჩვენი უბნის ექიმის კომპეტენციაზე ვერც ცუდს გეტყვით და ვერც კარგს, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ვნახულობთ, კონსულტაციას ჯვარი წერია“_მოგვმართეს ლესელებმა.
ეს პრობლემა მართლაც დგას დღის წესრიგში, გვესმის იმ ექიმების, რომლებიც ნამდვილად გადარბენაზე არიან და ფიზიკურად ვერ აუდიან საქმეს. ექიმების უმრავლესობა დასაქმებულია, როგორც უბნის ექიმად, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადაში და რაიონში არსებულ ერთ-ერთ საავადმყოფოში აუცილებლად. ამის ფონზე, ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გამართულ სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს, რაც მათთვის დამატებით პრობლემებს იწვევს. მოსახლეობის აზრით, კარგი იქნებოდა, გამოიკრას სოფლების ცენტრში ის განრიგი, რომლის მიხედვითაც, მათ უბნის ექიმი მოემსახურებათ, ხოლო უბანზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გატარდეს შესაბამისი სანქციები.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

პედაგოგი-მსახიობი სოფო გვაზავა, იგივე ადამიანი-ენერგია!

sofლადო აფხაზავასთვის მიძღვნილ საღამოზე იყო ბევრი პოზიტიური მომენტი, იყო ბევრი კარგი ნომერი, თუმცა მაინც გამოირჩეოდა რამდენიმე პედაგოგი თავისი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით. ალბათ ერთხელ მაინც გინახავთ ,,კომედი შოუს“ მსახიობების მიერ შესრულებული სკეტჩები და მუსიკალური ნომრები.

ვრცლად: პედაგოგი-მსახიობი სოფო გვაზავა, იგივე ადამიანი-ენერგია!

ვიარსებებთ თუ არა საარსებო მინიმუმით?!

msარავის სიამოვნებს ახალი წლის დაწყება პრობლემებზე საუბრით, მაგრამ სხვა რა გზაა, როცა პრობლემები ისევ ჩვენთან დარჩა, არც გასულ წელს წაუღია თან და არც წარსულში დარჩენილა.უფრო მეტიც, სწორედ ახალი წლის წინა დღეებში უფრო მეტად იჩენს თავს.
მანამ უშუალოდ სათაურის გარშემო ვისაუბრებდეთ, მანამდე განვსაზღვროთ რას ნიშნავს საარსებო მინიმუმი. საარსებო მინიმუმი ის სოციალური ტერმინია, რომელიც გამოიყენება სოციალური დახმარების, ხელფასების, პენსიების და სხვა მსგავსი გასაცემლების მინიმუმის დასადგენად. თავიდან განსაზღვრულია, რომ აქ არ იგულისხმება ისეთი ხარჯები, როგორიცაა ელ.ენერგიის, წყლის, გაზის, ტრანსპორტირების და სხვა ხარჯები. ითვლება იგი ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. ნიმუშად ავიღოთ ორ ან სამწევრიანი ოჯახების საარსებო მინიმუმი. ორწევრიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, ვთქვათ, აგვისტოს თვეში შეადგენს 237,3 ლარს, სამწევრიანისა კი- 266,9 ლარს. თუ ამ თანხას დღიურად გავიანგარიშებთ, სამწევრიანი ოჯახის დიასახლისს საშუალება აქვს დღეში 8,60 ლარი დახარჯოს. Aახლა ყველაფერი მის მარიფათზე და ბაზრის ფასებზეა დამოკიდებული, სადილად რას მოუმზადებს ოჯახს. დღევანდელი ფასების პირობებში ამ თანხით სადილად შეიძლება ბოსტნეულის წვნიანის მომზადება, მოკლედ, თუ გამყიდველის დიდ აღშფოთებას გადაურჩები, იყიდი თითო თავ კარტოფილს, სტაფილოს, ხახვს, თუ უფრო მეტ კომფორტს მოინდომებთ, სულ რამდენიმე გრამ (40-50) ხორცსაც იყიდი. აქ არაფერია ნათქვამი მწვანე სუნელებზე, ზეთზე, პურზე და სხვა მნიშვნელოვან ინგრედიენტებზე.

ვრცლად: ვიარსებებთ თუ არა საარსებო მინიმუმით?!

მოიწონეთ სტატია