დეპუტატი მხოლოდ ყუთების საშუალებით არ უნდა ესაუბრებოდეს მოსახლეობას!

nino wilosani45უაღრესად რთულ და მძიმე პირობებში გვიხდებოდა 1992-95 წლებში პირველ პარლამენტს მუშაობა. ჯერ ერთი, ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და მეორე, არავის საპარლამენტო მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა. ერთადერთი წყარო გამოცდილების შესაძენად მოწვეული უცხოეული სპეციალისტები, კონსულტანტები და იმ მასალების გაცნობა იყო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო მუშაობას ეხებოდა.
მახსოვს ის შთაბეჭდილენა, რომელიც ჩემზე მოახდინა საფრანგეთის პარლამენტის მუშაობის გაცნობამ.
განსაკუთრებით მაჟორიტარ დეპუტატის ურთიერთობამ თავის ამომრჩეველთან, სწორედ ამის შესახებ მინდა ზოგიერთი რამ გავიხსენო.
მოგეხსენებათ, საფრანგეთში პრეფექტურებია და მაჟორიტარ დეპუტატს იგი საცხოვრებელი უბნების მიხედვით დაყოფილი აქვს სექტორებათ ისე, რომ წინასწარ შედგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, კვარტალში ერთხელ მაინც მოუხდეს მისვლა.
მოსახლეობასთან შეხვედრის წინ დეპუტატი ზურგჩანთაში ალაგებს ახლამიღებულ კანონებს, მომავალში განსახილველ კანონპროექტებს, ფოტოაპარატს, დიქტოფონს და თანაშემწესთან ერთად ყოველგვარი წინასწარგაფრთხილების გარეშე მიემართება ისეთ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა. ასეთია ტაქსების, ავტობუსების გაჩერება, სუპერმარკეტების ტერიტორია, დასასვენებელი პარკები, სკვერები და ასე შემდეგ. ხალხთან საუბარს იგი იწყებს წარდგენით, რომ ის არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი და ბოდიშის მოხდით სთხოვს, თუ საშუალება ექნებათ მოუსმინონ მას. Yყველა არა, მაგრამ ადამიანების ნაწილი მოსმენის სურვილს გამოთქვამს. დეპუტატი მათ აცნობს უკანასკნელ პერიოდში განხილულ კანონებს, თავის პოზიციას, ასევე ახლო პერიოდში განსახილველ საკითხებს.

ვრცლად: დეპუტატი მხოლოდ ყუთების საშუალებით არ უნდა ესაუბრებოდეს მოსახლეობას!

რამაზ გვარჯალაძის პასუხის პასუხი!

remმინდა კალანდა მივულოცო ლანჩხუთელებს, ვუსურვო ჯანმრთელობა, სიკეთე, ხვავი, ბარაქა და ყოველივე საუკეთესო. არ მინდა მკითხველს თავი მოვაბეზრო და სულ რამდენიმე წინადადებით შემოვიფარგლები. იმ სუბიექტზე არ ვისაუბრებ, რომელმაც მისდა სამწუხაროდ შუბლის ძარღვი გაიწყვიტა და გადაწყვიტა იოლად იცხოვროს, საცხოვრებლის თავშესაფრად კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავჯდომარის სკამი მოირგო. წარმოიდგინეთ, "მე-სააკაშვილი-ლიმუზინიო", ადამიანურად გეუბნებით , ძალიან ვიხალისე და ( არ მეგონა მაგრამ) გულწრფელად შემეცოდა. რაც შეეხება ბატონ გია გოგუაძეს, ბოლოჯერ შევახსენებ, კარგად მიცნობს, კარგად იცის რომ აბსურდულ და მოგონილ საკითხებზე არასოდეს ვისაუბრებ. ბუნებრივია, მისთვის ცნობილი იყო ის ბრალდებები და სხვა კასკადი ბრალდებებისა, რაც მის მიმართ მქონდა, რაც პრაქტიკულად დაადასტურა თავადაც, სამწუხაროდ მისი ქმედებებიდან გამომდინარე, პასუხი არასოდეს ჰქონია, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა ამ შედეგებამდე, არა მგონია, მაგრამ თუ მართლაც გაუგებარია რაიმე გოგუაძისთვის, მზად ვარ ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ ფორმატში გავაგებინო და საზოგადოებაც დავარწმუნო იმ და სხვა გარემოებების სისწორეში რაც ჩემს მიერ ,,ჰო და არას" საშუალებით იქნა გაჟღერებული. ვფიქრობ, კარგად ხვდება გოგუაძე თუ ვინ ვარ მე და აქვე აღვნიშნავ, იგი ყოველთვის გაექცევა თითქოსდა "თითიდან გამოწოვილ" ბრალდებებზე პასუხების გაცემას, იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ მას პასუხები არ აქვს.

ვრცლად: რამაზ გვარჯალაძის პასუხის პასუხი!

"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის გაწვევის სამსახურის" თანამშრომლებს პრემია არ აუღიათ!

givi,,ჰო და არას“ დაუკავშირდა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი ცინცაძე, რომლის პრეტენზიები მიმართულია ადგილობრივი ხელისუფლებისკენ.
,,2017 წლის დეკემბერის ბოლოს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში საახალწლოდ გაცემულ მეცამეტე ხელფასის სახით ჯამში 60 370 ლარს, მერი და საკრებულოს თავჯდომარე დამსახურებულად მიიჩნევენ და ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ისინი თავდაუზოგავად შრომობენ მოსახლეობის საკელთილდღეოდ და რაიონის განვითარებისთვის. უდავოდ გამოსაყოფი და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის გაწვევის სამსახურის" თანამშრომლები, რომელთაც თავდაცვის სამინისტროსგან საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა დაიმსახურეს, მერიამ ე.წ "მეცამეტე ხელფასის" გარეშე დატოვა. მერის დაპირების მიუხედავად, რომელიც ამ თანხის ჩარიცხვას საშობაოდ დაპირდა, დღემდე კვლავ შეუსრულებელია. სავარაუდოდ , იქიდან გამომდინარე რომ შობის დღესასწაული დაივიწყეს და გამოტოვეს. მოგეხსენებათ მათდა სამარცხვინოდ საშობაო ალილოში, ამ დიდებულ ტრადიციაში, მონაწილეობაც არ მიუღიათ. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, - მათ ეს ალბათ გაუაზრებლად გააკეთეს, რადგან აღმიშნული სამსახური მათ დაქვემდებარებაში ვერ/არ მოიაზრეს, ის ა(ა)პი ეგონათ, რაც სამწუხაროდ არსებული თვითმმართველი ხელისუფლების უნიათობაზე, უცოდინრობასა და არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს.... ლანჩხუთის მოსახლეობა ნამდვილად არ იმსახურებს უცოდინარ და უსაქმურ ადგილობროვ ხელისუფლებას, რომელიც მხოლოდ პრემია-დანამატის აღებით არის დაკავებული. მინდა ,,ჰო და არას“მეშვეობით გავაფრთხილო, რომ მუდმივი კონტროლის ქვეშ მეყოლება ლანჩხუთის თვითმმართველი ხელისუფლება და არ მივცემ მოსახლეობის პრობლემების უგულებელყოფის საშუალებას, რადგან ისინი ვალდებულნი არიან პირველ რიგში ლანჩხუთელების წინაშე და არა საკუთარი ჯიბისა, რომელიც ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე დღითიდღე უსქელდებათ...

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, როლანდ ლაშხია ამ ფაქტს სახელფასო ფონდში ნაშთის უქონლობით ხსნის, ანუ მისივე თქმით, დაუბეგრავი მინიმუმი - ე.წ. "მეცამეტე ხელფასი" რომელიც 2016 წლიდან აღარ გაიცემა, არ აღმოჩნდა იმ სამსახურის თანამშრომლებისთვის, რომლებიც მადლობებს იღებენ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. გამოდის, რომ ვინც რეალურად აკეთებს საქმეს ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის, მისთვის არ გამოინახება წამახალისებელი ანაზღაურება, რაც რა თქმა უნდა "კლავს" მათში მოტივაციას იმისა, რომ უფრო განავითარონ მუშაობის ხარისხი და დონე. თუმცა მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აღნიშნული საჩსახურის ღირსეული თანამშრომლები არ შეეპუებიან ამ უსამართლობას და უნიათობას ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან და გაორმაგებული ენთუზიაზმით და ძალებით განაგრძობენ მათზე დაკისრებულ მოვალეობის შესრულებას, რადგან ისინი ჩემს თვალში არიან გმირები და მოგეხსენებათ გმირებს ვერავინ და ვერაფერი უგდებს მოტივაციას დაბლა, მითუმეტეს არაფრისმცოდნე, ოროსანი ხელისუფლება“...
,,ჰო და არა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს როლანდ ლაშხიას:
-ბატონო როლანდ, ის თემა რაც გივი ცინცაძემ გააჟღერა, ნამდვილად საინტერესოა და კითხვებს აჩენს." გასაგებია, რომ პრემია-დანამატები გაიცა და ამაზე საზოგადოებას თავისი აზრი ჩამოყალიბებული აქვს უკვე, მაგრამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის გაწვევის სამსახურის" თანამშრომლებმა რატომ ვერ ისარგებლეს ამ ფინანსური წახალისებით?
-ვადასტურებ, რომ ეს სამსახური ნამდვილად წარმატებით ასრულებს თავის საქმიანობას, სამწუხაროდ სახელფასო ფონდი მთლიანად ათვისებული იქნა 100%-ით და ნაშთი აღარ დაგვრჩა. აქედან გამომდინარე, ვერ მოვახერხეთ ამ სამსახურისთვის პრემიების დარიგება. როგორც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარე წელს მოხდება ამ ადამიანებისთვის კომპენსაციის სახით ამ დანამატების გადაცემა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ მომხდარა ვინმეს ახირების გამო, უბრალოდ მოცემულმა რეალობამ არ მოგვცა შანსი, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ,,სამხედრო აღრიცხვის გაწვევის სამსახურის" თანამშრომლებისთვის პრემიები დაგვერიგებინა.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 

რეაქცია ,,ჰო და არას" წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუზე!

kax,,ჰო და არას“წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუს, რომელიც ,,ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანთან_რამაზ გვარჯალაძესთან ჩაიწერა და სადაც ის კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე ყოფილ თანაპარტიელებს, გამოეხმაურნენ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა და პოლიტიკიდან თავისუფალ სექტორში გადასული გია გოგუაძე.

კახა ასკურავა: ,,პირველ რიგში, სეირის მომლოდინეებს იმედს გავუცრუებ ამ საახალწლოდ, არც მტერს გავახარებ, ვინც ელოდება, რომ ახლა მე თავდაცვის რეჟიმში გადავალ და იმ ცილისწამებებს ვუპასუხებ და დეტალებში შევალ, რაც თქვენი გაზეთის საშუალებით რამაზ გავარჯალძემ გაავრცელა. ეს ე.წ პრეტენზიები დიდი ხნის ნაცნობია და ჩავლილი თემაა. თავად გვარჯალაძეს კი ვურჩევ, იმ პოლიტიკური გამოცდილებიდან, რომლის აზრზეც არ ვარ მისი წარმოდგენით , რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის და ყოფილი თანამებრძოლის (როცა იგი იყო ნაცმოძრაობის გამგებლობის კანდიდატი, ზუსტად ისევე ვიბრძოდი მისი, როგორც ნაცმოძრაობის კანდიდატის წარმატებისთვის, როგორც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი წარმატებისთვის) ცილისწამებით თავისდამკვიდრება არც მას გამოადგება და არც მის პარტიას. ჩემთვის, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერისთვის მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმია საფრთხე, ჩემთვის რომ იყოს კიდე ჯანდაბას, ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის არის დიდი საფრთხე და ამ დროს გვარჯალაძეს პიმპონკი ვეთამაშო, სრულიად უნაყოფოდ და არაფრისმომცემად მიმაჩნია, ხოლო დანარჩენს დრო უპასუხებს. მასე მიხეილ სააკაშვილსაც უწოდეს ჯართი, მაგრამ ახლა ლიმუზინში ზის და მთელი დასავლეთ ევროპის და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია!“

გია გოგუაძე: ,,არ ვაპირებ იმ აბსურდულ ბრალდებებს სერიოზულად ვუპასუხო, რაც რამაზ გვარჯალაძემ ,,ჰო და არასთან“ ინტერვიუში გააჟღერა. მისი ეს ბრალდებები ჩემთვის ადრეც ცნობილი იყო, როგორც ჩანს ,,ევროპული საქართველოს“ ცენტრალური ოფისიდან იყო მოთხოვნა ადგილობრივ ორგანიზაციაზე, რომ გააქტიურებულიყვნენ და გვარჯალაძემ რატომღაც ამ ფორმით გადაწყვიტა ემოქმედა. როგორც იცით, საკრებულოში ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფრაქცია შექმნა, აგერ ალილოს თემა გაახმოვანეს, რამდენიმე თემა წინ წამოსწიეს და ეს ყელში გაეჩხირათ. ადამიანურად ვურჩევ რამაზს, თუ პოლიტიკაში თავის დამკვიდრება უნდა, სხვა ხერხებს მიმართოს. ასკურავას და გოგუაძის ლანძვით ის პოლიტიკურ ქულებს ვერ დაიწერს. მიმაჩნია, მაშინ როდესაც ის იყო გამგებლობის კანდიდატი ჩვენი პარტიიდან, გავაკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. ეს ბრალდებები არის თითიდან გამოწოვილი და არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს!“

1

ხელისუფლებას ნეტარებისთვის არანაირი მიზეზი არ გააჩნია!

macacao999როცა ბუნებით ხარ სამართლიანი, არ შეიძლება ჟურნალისტიკაში არ მოგიცდეს ფეხი… რაოდენ მიუკერძოებელიც არ უნდა იყო, მაინც ვერ შესძლებ, უემოციოდ შეხედო მოვლენებს, აქედან გამომდინარე, პოლიტიკაშიც შეიძლება მოსინჯო ბედი..
დიდი თუ მცირე პოლიტიკის შიდა სამზარეულოს უსიამოვნო სურნელში ჭეშმარიტების ძიება არც ისე მარტივია...
უფრო მეტიც, ცხოვრებაც რომ გაგირთულდეს, პრინციპებისგან მაინც არ გადაუხვევ. ინტერესიც ხომ მარტო იმაში არ არის, ყოველთვის მომგებიან პოზიციაზე იყო. ქალურ სილამაზეს და მომხიბვლელობას სიმართლისათვის ბრძოლა ყოველთვის მატებს განსაკუთრებულ ელფერს. ასეთი დამაინტრიგებელი ფორმულობის მიღმა, არც მეტი არც ნაკლები, წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი დარეჯან ბურჭულაძე დგას.
ჟურნალისტიკა და პოლიტიკა, აქვთ რაიმე საერთო?
სწორად წარმართვის შემთხვევაში საერთო რა თქმა უნდა აქვთ. ჟურნალისტიკაც და პოლიტიკაც უნდა იყოს სამართლიანი, უნდა ეფუძნებოდეს ავტორიტეტს, სიკეთეს და ზნეობას. თუკი ადამიანები რომელიმე მათგანის მიმართ სამართლიანობის განცდას დაკარგავს, მაშინ მათი გადარჩენა შეუძლებელია.
დაგაკავშირა ჟურნალისტიკამ პოლიტიკასთან თუ როგორ მოხდა?
ჟურნალისტების დანიშნულებაა მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა, ობიექტურად ასახვა მიმდინარე პროცესების, ფაქტების. მედია მსოფლიოში მეოთხე ხელისუფლებადაა აღიარებული, ამიტომაც ბუნებრივადაა ჩართული პოლიტიკაშიც, ხშირ შემთხვევაში, კატალიზატორის როლსაც ასრულებს. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალიათია „ვარდების რევოლუცია“; შემდგომში 2012 წლის მოვლენები, ციხის კადრები... გამომდინარე აქედან ვერც მე ვიქნებოდი გამონაკლისი, როგორც ბევრი ჩემი კოლეგა.
რა გასწავლა ჟურნალისტიკამ?
თავისუფლების სიყვარული, სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა, ფაქტების და მოვლენების ანალიზი, აზრის გამოხატვის თავისუფლება, ობიექტურობა, სამართლიანობა და რაც მთავარია, როგორც ჩემი ჟურნალისტიკის მასწავლებელი, ქალბატონი ქეთევან ნაკაშიძე გვასწავლიდა, მთავარი პრინციპი_არ ავნო!
შენი პერიოდის ჟურნალისტიკა და დღევანდელობა...
საკმაოდ საინტერესო პერიოდში და კარგ ადამიანებთან, თავისი საქმის პროფესიონალებთან მომიწია რედაქციაში მუშაობა 2000 წლიდან 2008 წლის ჩათვლით. მაშინ, ლანჩხუთში სამი გაზეთი გამოდიოდა, მეოთხე რეგიონალური წარმომადგენლობა იყო. მაღალი კონკურენციის მიუხედავად შესაშური კოლეგილაური დამოკიდებულება გვქონდა და დღემდე მეგობრებად ვრჩებით. არქივს რომ გადავხედავ, დღევანდელობის გადასახედიდან მიკვირს და მსიამოვნებს როგორ ვწერდით. თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალი იყო, პატივსაცემ და ანგარიშგასაწევ ძალად ვითვლებოდით, ( ეს არასდროს გამოგვიყენებია პირადი მიზნებისათვის) და ამას უპირველესად ხელისუფლების მხრიდან ვგრძნობდით. ასე გაგრძელდა დაახლოებით 2007 წლამდე. შემდეგ კი თავისუფალი სიტყვის ძალით მოსულ ხელისუფლმა, იცოდა რა ძალა სიტყვის თავისუფლებისა, ნელ-ნელა, კანონის ფარგლებში, დაიწყო შევიწროება, ბოლოს კი სართოდ ჩაკეტილი გახადა ბევრი სახელმწიფო დაწესებულება .
რაც შეეხება დღევანდელობას. თითქოს თავისუფლება არის, მაგრამ მარილი აკლია. შეიძლება მეჩვენება, თითქოს ყველაფერი გარინდებულია, ყველაფერი მოჩვენებითია, ასოცაცია მიჩნდება - წყნარი ზღვა ქარიშხლის მოლოდინში. ვერ წვდები რა პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტია, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ყველა სფერო ბიზნესად იქცა და ჩემი სუბიექტური აზრია, სადაც ფული დომინირებს იქ ფასეულობები უფერულდება.
რა მოხდა ამ მხრივ პოლიტიკაში? რა არის ამის მიზეზი?
იგივე. პოლიტიკაც იქცა ბიზნესად, ოღონდ დანრჩენი სფეროებისგან განსხვავებით, გაცილებით სარფიან და მომგებიანად. მიზეზი? ალბათ, ფესვებიდან მოწყვეტაა, არ გააზრება იმისა ვისი გორისა ვართ, რა მისია გვქონდა მსოფლიო ორბიტაზე, გარედან ხელოვნურად და მიზანმიმართულად დაკნინება ჩვენი ერის ისტორიული, კულტურული და მენტალური ფასეულობებისა და რაც მთავარია, დავიწყება იმისა, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს! ამაში არ ვგულისხმობ, რომ მსოფლიოსგან განკერძოებულად უნდა ვიყოთ, პირიქით, ჩვენ მის აქტიურ წევრად უნდა ვიქცეთ ჩვენი, ქართული რასისთვის დამახასიათებელი ღირსეული ნიშან-თვისებებით.
შენი აზრი იმ პოლიტიკის შესახებ რაც დღეს ქვეყანაშია და შესაბამისად შედეგი.
ამ კითხვას გარკვეუწილად ზემოთ გავეცი პასუხი. მხოლოდ ერთს დავამატებდი. პოლიტიკა არის სახელმწიფოს მართვის ხელოვნება. ანუ, პოლიტიკოსი უდა იყოს მართვის ხელოვანი, პროფესიონალი. გვყავს კი ჩევენ ასეთი პოლიტიკოსები? გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბცინი( გერმანელი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მექანიკოსი, ფიზიკოსი, იურისტი, ისტორიკოსი, დიპლომატი, გამომგონებელი, ლინგვისტი; პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი; საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი) ამბობდა:“ ხელისუფლმა ისე უნდა მართოს სახელმწიფო, როგორც ღმერთი მართავს დიდ სამყაროს , თუ უნდა რომ თავისი შრომით აყვავებული ქვეყნისგან ნეტარება მიიღოს“.
შედეგი? ყველასათვის თვალნათელია, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, მარტო ამ ბოლო დროს მოზარდებში მომხდარი საშინელი მკვლელობებიც საკმარისია და ლაიბცინის გამონათქვამიდან თუ გამოვალთ ხელისუფლებას (ახლანდელსაც და წინამორბედებს) ნეტარებისთვის არანაირი მიზეზი არ გააჩნია!
რაში ხედავთ გამოსავალს?
ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მორგებულ სწორ დიპლომატიასა და იდეოლოგიაში, ხელისუფლების ყველა შტოში პროფესიონალების, მამულიშვილების მოსვლაში, თავისუფალ ინტლიგენციაში, სამოქალაქო აქტივობაში. ყველამ კარგად იცის თავისუფალება ადამიანს უფლისგან ებოძა, თავისუფლი ადამიანის ფიზიურად განადგურება ადვილია, მონად ქცევა კი შეუძლებელი.
მიუხედავად არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, სწორად არ მიმაჩნია ქვეყნიდან გაქცევა. ამით ფიზიკურ გარდარჩენაზე ვზრუნავთ, მაგრამ მთავრი _ სულიერი? ჩვენი შვილებისთვის ფესვების, ჩვენი ქვეყნის შენარჩუნება? ჩვენს წინაპრებს მხოლოდ სხეულის გადარჩენისთვის რომ ეზრუნათ, არ გვეყოლებოდა ასიათასი მოწამე, ქეთევან დედოფალი ,სხვა ბევრი წმინდანი და არც ასეთი მდიდარი და საამაყო ისტორია გვექნებოდა. რაც მთავრია, არ იარსებებდა საქართველო. კი არ უნდა გავიქცეთ, აქ უნდა დავრჩეთ და მოვთხოვოთ, დავეხმაროთ ხელისუფლებას შეგვიქმნას ღირსეულად ცხოვრების პირობები და ამაში ყველამ თავისი წილი აგური უნდა დადოს.
ერთს დავამატებდი, მე არ ვთვლი რომ ვარ პოლიტიკოსი და ყველანირი თავმდაბლობის გამორიცხვით ვფიქრობ, რომ არაფერი ახალი ისეთი, როგორიც ბევრ ჩემნაირ ადამიანს არ აწუხებს და არ უფიქრია, მე ამ ინტერვიუში არ მითქვამს. ბევრ სხვასაც შეუძლია ამ კითხვებზე გაცილებით კომპეტენტური პასუხების გაცემა.
მაია კუკულაძე