რომან ბიწაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ცნობილი ეკონომისტი რომან ბიწაძე, ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, თავის პოლიტიკურ გამოცდილებას მთლიანად ახალ პოლიტიკურ ძალას, ,,შენების მოძრაობას“ მოახმარს. ,,ჩვენ სერიოზულად მოვემზადებით მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს არის ძალა, რომელიც ქვეყანას უკეთსობისკენ შეცვლის. იმედი გვაქვს, მაღალ შედეგებს დავდებთ“-ამბობს რომან ბიწაძე.


როდის უნდა დაზუსტდეს სიები ლანჩხუთში

როგორც ,,ჰო და არასთვის“ ხდება ცნობილი, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის“ თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე, დიდი ალბათობით ,,პატრიოტთა ალიანსის“ ლანჩხუთის ორგანიზაციას ჩაუდგება სათავეში. ის იქნება პარტიული სიის პირველი ნომერიც. ეს ცვლილება ,,თავისუფალი დემოკრატების“ არჩევნებში მონაწილეობის მიუღებლობამ გამოიწვია. ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ბატონ ელგუჯას დავუკავშირდით, მისი განცხადებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის. მიმდინარეობს კონსულტაციები. ,, დაზუსტებულ და საბოლოო ინფორმაციას დაახლოებით 10 სექტემბრისთვის მოგაწვდით“– დასძინა ჩხაიძემ.
გიორგი კილაძე


პოლიტიკა ქართულად, ანუ როგორ მივყვებით დინებას

კარგად მოგეხსენებათ რა ხდება საქართველოში, როგორი ფინანსური სიდუხჭირეა, რა მასშტაბებს მიაღწია მიგრაციამ. სოფლის მეურნეობა უბრალოდ აღარ გვაქვს, ამ დღეებში თხილი 50 თეთრადაც ვეღარ იყიდება, არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ სიმინდის მოსავალი თითქმის ნულის ტოლი იქნება. გაიმართა საკრებულოს სხდომები, პრესაში იწერება ბევრის მოსაზრებები, თუ როგორ გადავარჩინოთ შიმშილს მოსახლეობა, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, ეს მხოლოდ პოპულისტური და უშედეგო განცხადებებია. ბოლოდროინდელმა სტიქიურმა მოვლენებმაც ცხადჰყო, არის თუ არა სახელმწიფო მზად გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს. თუნდაც აზიური ფაროსანა ავიღოთ, ლანჩხუთელი პოლიტიკოსისა არ იყოს ,,ცუანასთან ბრძოლაში სახელმწიფო დამარცხდა“


ვრცლად: პოლიტიკა ქართულად, ანუ როგორ მივყვებით დინებას

ცხოვრება 2012 წლის შემდეგ, ანუ მოვტყუვდით თუ არა

2003 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ძალა, ,,ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელმაც ძალზედ დიდი ეფექტი მოახდინა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით. საქართველო მიუახლოვდა ევროსტანდარტებს, მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება, საუკეთესო თვისებების გამოვლინების შემდეგ, მათაც გვაჩვენეს თავიანთი უაროფითი მხარეები, რაც ძირითადად ადამიანის უფლებების შელახვის კუთხით აისახა. ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ახალი ძალა უნდა მოსულიყო სათავეში, 2012 წლისთვის საუკეთესო ვარიანტი ,, ქართული ოცნება“ აღმოჩნდა, რომელმაც თავის მხრივ უამრავი წინასაარჩევნო დაპირებები გასცა. წარმოგიდგენთ დღევანდელი ხელისუფლების მაშინდელ დაპირებებს და შესრულებულ საქმეებს. კოალიციის გეგმების ძირითდი ნაწილი მოდიოდა პირველ ოთხ წელიწადზე. შემოგთავაზებთ მხოლოდ ისეთ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა საზოგადოების კეთილდღეობის მოწყობაში.


ვრცლად: ცხოვრება 2012 წლის შემდეგ, ანუ მოვტყუვდით თუ არა

მეტის გაკეთება შეეძლო როგორც საკრებულოს, ასევე გამგეობას

ჩვენი გაზეთის სტუმარია ცნობილი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკა ,,ჯანმრთელობას“ დირექტორი, ოთხი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ამირან ქანთრია.
–ბატონო ამირან, კარს მოგვადგა თვითმმართველობის არჩევნები, როგორ ფიქრობთ, ხალხი კვლავ გამოუცხადებს ნდობას ,,ქართულ ოცნებას“?
–შესაძლოა სუბიექტური ვიყო, მაგრამ ვფიქრობ დღეს კოალიცია უალტერნატივო ძალაა. წლებია ,,მრეწველებში“ ვარ, როგორც მოგეხსენებათ მრეწველები და კონსერვატორები შეურთდნენ კოალიციას. არ ვამბობ რომ ყველაფერი კარგადაა, თუმცა რიგ საკითხებში სერიოზული პროგრესი გვაქვს. ესაა სიტყვის თვისუფლება, ადამიანის უფლებათა დაცვა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურული პროექტები. შესაძლოა მუდმივად არ აპელირებს ხელისუფლება გაკეთებულ საქმეებზე, თუმცა მიმაჩნია წინა ხელისუფლებაზე ნაკლები საქმე არ გაკეთებულა. უბრალოდ ,,ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდ დიდ რეკლამირებას უკეთებდა საკუთარ საქმიანობას. გვაქვს უამრავი ახალი პროგრამა, რომელიც მოსახლეობას მნიშვნელოვნად წაადგება.


ვრცლად: მეტის გაკეთება შეეძლო როგორც საკრებულოს, ასევე გამგეობას

მოიწონეთ სტატია