ვინ იბრძოლებს "ქართული ოცნებიდან" მერის სავარძლის დასაკავებლად

20108294 774585192703560 6736272210661474140 n,,ჰო და არას“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან" მერის სავარძლის დასაკავებლად იბრძოლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ალეკო სარიშვილი.
ამ თემაზე პარტიაში კომენტარს არ აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ კანდიდატი თვის ბოლოს დასახელდება

ახალი პოლიტიკური ძალა - ,,შენების მოძრაობა~

18555869 741407359354677 2995048116935127289 n

რომან ბიწაძემ ახალი პოლიტიკური ძალის, ,,შენების მოძრაობის“ საინიციატივო ჯგუფის სახელით პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა: დადგა საკუთარი ქვეყნის საკუთარი ძალებით უკეთ პატრონობის გადაუდებელი აუცილებლობა, რისთვისაც უნდა შევქმნათ სამოქალაქო პარტნიორობა სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დაახლოებით 25 წლის წინ გაწყვეტილი პროცესი-წარმატებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა უნდა გადაზრდილიყო ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მშენებლობაში და არა ერთმანეთთან გამანადგურებელ ბრძოლაში. დღეისათვის საზოგადოების ურთიერთმიმართება ძირითადად აწყობილია უფროსობაზე, ხელქვეითობაზე, მტრულ ბანაკებად დაყოფაზე, ყველასათვის ზემოდან ყურებაზე, განსხვავებულის მტრად გამოცხადებაზე. ჩვენ ცუდად ვიცით და სასწრაფოდ უნდა ვისწავლოთ სწორედ პარტნიორობა ანუ ურთიერთხელსაყრელი, თანასწორი, არაერთჯერადი, შეთანხმებასა და ნდობაზე დაფუძვნებული თანამშრომლობა საერთო მიზნისთვის.

ზემოდდასახელებული ამოცანების რეალიზებისათვის ვფიქრობთ შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა ახლებური მიდგომით. პარტია შევქმნათ თანამონაწილეობით და შემხვედრი ნაბიჯებით, პარტიის სახელი და სხვა ატრიბუტებიც კი ფართო თანამონაწილეობით შევარჩიოთ, რათა ეს იყოს ყველა მხარდამჭერის პარტია და არა ლიდერთა პარტია, რომელიც დანარჩენებს მხარდაჭერას სთხოვს. ჩვენი ყოველდღიური პარტიული საქმიანობა დავაფუძნოთ პოლიტიკოსის პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტების განუხრელ და არა შერჩევით დაცვას.

როგორც ამ მოძრაობის რიგითი წევრი ვეძებ თანამოაზრეებს გურიის რეგიონში და ლანჩხუთში, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალა ახლებული მიდგომებით, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების მოსვლას და მისცემს მათ შესაძლებლობას საკუთარი წვლილი შეიტანოს სამშობლოს წინსვლაში. მოგიწოდებთ ,,შენების მოძრაობაში“ გავერთიანდეთ განსხვავებული წარსულის ადამიანები, რომლებსაც გვაქვს თანმხვედრი დასკვნები და ხედვები ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.

„ევროპულმა საქართველომ“ მერობის კანდიდატი დაასახელა

1

4 ივლისს ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში „ევროპულმა საქართველომ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერად (თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შემდეგ, სიტყვები „მუნიციპალიტეტის გამგებელი“ შეიცვალა „მუნიციპლიტეტის მერით“) ამირან გიგინეიშვილი წარადგინა. ამ მისიის შესასრულებლად ლანჩხუთს პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ეწვია. მან თავშეყრილ საზოგადოებას განუცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგება საქართველოში - მოსახლეობამ საკუთარი, მართალი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და არა ვინმეს ზევიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილებით მისცეს ხმა. მან თქვა - „ევროპული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შედეგად შესაძლებელი გახდება ლანჩხუთელი პენსიონერებისთვის პენსიის თვეში 20 ლარით მატება. შეპირება რეალური უნდა იყოს და არა ისეთი, როცა გაზის ტარიფის შემცირებას შეჰპირდა მმართელი ძალა ხალხს და ამ დღეებში პირიქით, 12 თეთრით გააძვირა.
 
ამირან გიგინეიშვილთან დაკავშირებით ბატონმამა დავითმა განაცხადა, რომ იგი ლანჩხუთელია, აქვს თვითმმართველობის საქმიანობაში ძალიან დიდი ხნის გამოცდილება, არის ექსპერტი და ზუსტად იცის რა სჭირდება ლანჩხუთსა და ლანჩხუთელებს. შემდეგ სიტყვა გადასცა ამირან გიგინეიშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართელობა არ არის გლობალური პოლიტიკის კეთების ადგილი. ადგილობრივი თვითმმართველობა ადგილობრივი მოსახლეობის უფლება და შესაძლებლობაა დამოუკიდებლად მოაგვაროს ადგილობრივი პრობლემები, განახორციელოს ადგილობრივი პროგრამები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, არჩეულმა მერმა თუ საკრებულომ ყველაფერი გააკეთოს, რათა მოსახლეობა ჩართული იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მერი არ არის დირექტორი და არა აქვს უფლება ყველაფერი ისე გადაწყვიტოს როგორც მას უნდა. იგი არც რაიკომის მდივანია, რომ მუდმივად ცეკას მითითებები და გადაწყვეტილებები ასრულოს. ამიტომ მისი არჩევის შემთხვევაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა იმ დასახლებაში, სადაც კი ამის სურვილი ექნება მოსახლეობას, ჩამოყალიბდება დასახლების საერთო კრებები, აირჩევა რჩეულები. სოფელმა ყველაზე კარგად იცის რა სჭირდება მას. მერთან აუცილებლად შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, სადაც მიწვეული იქნებიან ავტორიტეტული ლანჩხუთელები, კრებების რჩეულები. მან თქვა, რომ მისი გზავნილი მოსახლეობისადმი არის - პროფესიონალიზმი, პატიოსნება და ერთგულება. პროფესიონალიზმი ნებისმიერი საქმის განხორციელების დროს, პატიოსნება, რომელიც გამორიცხავს 10%-ნ წილებს, ატკატებს, ნეპოტიზმს და ერთგულება ლანჩხუთელებისადმი, რომელთათვისაც არასოდეს უღალატია და ასეთივე ერთგული დარჩება ბოლომდე.
 
2
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დაზუსტებულია „ევროპული საქართველოს“ პარტიული სია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის, რომელიც ასე გამოიყურება: „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბიულეტენში 2 ნომერი იქნება. სიის პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: 1. ირაკლი მარშანიშვილი, 2. ამირან გიგინეიშვილი, 3. ავთანდილ სურმანიძე, 4. გოჩა ჯანაშია და 5. ირაკლი გორგაძე.

ლანჩხუთში სულ 16 მაჟორიტარული ოლქი იქნება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა ახალი საზღვრები და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქთა რაოდენობა მომავალ ადგილობრივი არჩევნებისათვის. როგორც ცეესკოს ოფიციალური ვებ გვერდი იტყობინება ლანჩხუთში სულ 16 მაჟორიტარული ოლქი იქნება, აქედან ორი ქალაქ ლანჩხუთში: პირველი #1 აგარაკის საარჩევნო უბანი; #3 ლაშისღელის საარჩევნო უბანი; ხოლო მეორე - #2 ლანჩხუთის საარჩევნო უბანი; #4 ორაგვისღელის საარჩევნო უბანი; #37 ქალაქის საარჩევნო უბანი;

 

მოიწონეთ სტატია