ოცნება იძახდა ჩვენზე ,,ნაცები~ არიანო“, ხოლო ნაციონალები ,,ქოცობას“ გვაბრალებდნენ

23192769 914613698693166 2141176494 n,ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციამ პრესკონფერენცია გამართა. ახალარჩეულმა საკრებულოს წევრებმა ირაკლი მარშანიშვილმა, ამირან გიგინეიშვილმა და ამ პარტიის ადგილობრივ ქალთა ორგანიზაციის ლიდერმა მაკა იაკობაძემ წინასაარჩევნო გარემოზე, არჩევნების შედეგებსა და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ირაკლი მარშანიშვილი: ,,როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ცოტა დროა გასული მას შემდეგ, რაც ,,ევროპული საქართველო“ ქვეყნის პოლიტიკურ რადარზე გამოჩნდა. სულ რაღაც თვენახევრის წინ საერთოდ არ იცოდა ლანჩხუთმა, თუ არსებობდა მსგავსი პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ, ღვთის წყალობით, შეიკრიბა ისეთი ძლიერი გუნდი, რომელმაც ამ მოკლე ხანშიც ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. თუმცა, რომ არა გაუგონარი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხალხზე, ყველა მეორე ოჯახში კოორდინატორის ჩასმა ,,ქართული ოცნების“ მხრიდან, გაცილებით მეტი ხმის მიღება შეგვეძლო. ამის მიუხედავად, ვთვლით, რომ პარტიის 12.56% და ჩვენი მერობის კანდიდატის კიდევ უფრო კარგი შედეგი, დადებითად უნდა ჩავთალოთ. ჩვენ გვყავდა ძალიან ძლიერი მაჟორიტარი კანდიდატები სხვადასხვა თემებში, სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ ვერც ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ვერ შეგვეყვანა საკრებულოში. თითოეულ ჩვენს აქტივისტს ვუხდი დიდ მადლობას გაწეული სამსახურისთვის. ხალხზე გაბრაზებული ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ, ჯერ ერთი წესიერად არც იცოდნენ რომელი ნომერი ვიყავით და მეორე, გამოყენებული იქნა ყველანაირი ადმინისტრაციული რესურსი, რათა ოცნებას მაქსიმალურად მაღალი პროცენტი ეჩვენებინა. ჩვენი გუნდი არ იშლება და პირიქით, გავძლიერდებით. გვექნება ადგილობრივი ორგანიზაციები სხვადასხვა სოფლებში. ასევე, მე და ამირანი ვიქნებით ხალხის ხმა საკრებულოში.“


ამირან გიგინეიშვილი: ,,როგორც ირაკლიმ აღნიშნა, ჩვენ გვქონდა ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ დიდი ელექტორატი გვყოლოდა ამ არჩევნებისთვის, თუმცა არ შეიძლება კმაყოფილების საფუძველი არ გვქონდეს მიღებული შედეგების გამო. მთელს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა ხმების დატაცების პროცედურები მმართველი პარტიის მხრიდან. იყო ფსიქოლოგიური ზეწოლები, მოსყიდვები, კოორდინატორების ჩასმა თითქმის ყველა ოჯახში. ნინოშვილში, სულაც ბაღში თანამშრომელი არ დანიშნეს იმის გამო, რომ არჩევნების შედეგებს ელოდებოდნენ, ვინ რამდენ ხმას მიიტანდა. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი ჩვენ გვებრძოდა, ოცნება იძახდა ჩვენზე ,,ნაცები“ არიანო, ხოლო ნაციონალები ,,ქოცობას“ გვაბრალებდნენ, ეს იყო ჩვენი პარტიის მიმართ განხორციელებული მიზანმიმართული დისკრედიტაცია. საბოლოო ჯამში გამოჩნდა, თუ ვინ იყო ოცნების სატელიტი და ვინ ოპონენტი. საკრებულოს სხდომებზეც გამოჩნდება, თუ რისთვის ვიბრძვით ჩვენ და რა მიზანი გვამოძრავებს. მიუხედავად იმისა, რომ 32 კაციან საკრებულოში, მხოლოდ მე და ირაკლი მარშანიშვილი ვიქნებით ,,ევროპული საქართველოდან“, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაიმე უკანონობის ჩადენის უფლება არ მივცეთ ხელისუფლებას. ჩვენი ოფისი არ იკეტება და მუდამ მზად ვართ მოსახლეობის სამსახურში ვიდგეთ.“


ამის შემდეგ მაკა იაკობაძემ სოფელ შრომისუბანში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა: ,,შრომისუბნის ბაღის აღსაზრდელებს ტრანსპორტირების პრობლემა აქვთ, პირადად ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წულაძე დაპირდა მათ ამ პრობლემის მოგვარებას, რაც მორიგი ტყუილია. როდესაც ბატონ დავითს მივმართეთ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, მან ერთ-ერთი ზონის ხელმძღვანელთან, ბესიკ კუპრაძესთან გადაგვამისამართა. ბატონმა კუპრაძემ სრულიად არაკომპეტენტური პასუხი გაგვცა, მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემასთან ,,ევროპულ საქართველოს“ არაფერი აკავშირებს და ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან მოაგვარებს სიტუაციას. ჩვენ ვპირდებით ბესიკ კუპრაძეს და სხვა საჯარო მოხელეებს, რომ ასეთ საკითხებს პირად კონტროლზე ავიყვანთ და დავანახებთ, რომ დიახაც ჩვენი საქმეა მოსახლეობის პრობლემა.“


გიორგი კილაძე


ამირან გიგინეიშვილის და ალექსანდრე სარიშვილის მისაბაძი საქციელი

amiran302360639 1977637923 nგუშინ ,,ევროპული საქართველოს" ექს მერობის კანდიდატმა ამირან გიგინეიშვილმა წინასარჩევნოდ გაკრული პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო, მან ეს აქცია დღესაც გააგრძელა. დღეს ქალაქში ლანჩხუთის ახალარჩეული მერი ალექსანდრე სარიშვილი და მისი გუნდიც გამოჩნდა და ქალაქის დასუფთავება დაიწყეს მათ მიერ გაკრული პლაკატებისა და ბანერებისგან. იმედია ამ აქციას სხვა პარტიებიც შეუერთდებიან.alekoo19965861407981 665160623 n

ვის უნდა მივცეთ ხმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში?

ირველ რიგში უნდა გავერკვეთ რა სტრუქტურა აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას (მუნიციპალიტეტს), იგი შედგება კოლეგიალური ორგანოსგან, საკრებულოსგან და აღმასრულებელი ორგანოსგან, მერისგან და მერიისგან (სულ ცოტა ხნის წინ გამგებელი და გამგეობა ერქვა). ეს სტრუქტურა მუშაობს არჩევნებიდან არჩევნებამდე ოთხი წლის მანძილზე, ამიტომ თუ ჩვენ შეცდომას დავუშვებთ და არასწორად მივცემთ ხმას ეს მთელი ოთხი წელი სანანებლად გაგვიხდება. არჩევნებზე მისვლისას სამი ბიულეტენი დაგვხდება. ერთი იქნება მერობის კანდიდატების ბიულეტენი, სადაც კონკრეტული პიროვნებების სახელები და გვარები წერია. აქ უნდა შემოვხაზოთ სასურველი კანდიდატი. მეორე ბიულეტენში, რომელიც ჩვენი დასახლების მაჟორიტარ საკრებულოს წევრს ეხება, ასევე პიროვნებების სახელები და გვარებია, აქაც სასურველი კანდიდატი უნდა შემოვხაზოთ. მესამე ბიულეტენი პარტიული სიაა. აქაც სასურველ პარტიას ვხაზავთ.
პოლიტიკური ორგანიზაციის, მაჟორიტარისა და მერის კანდიდატურების შემოხაზვის წინ კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ ვინ არის კომპეტენტური ანუ საქმის მცოდნე და გამოცდილი მენეჯერი, მომავლის ჩამოყალიბებული ხედვის მქონე გუნდი, ლანჩხუთელებისა და ჩვენი დასახლების ერთგული პიროვნებები და უზადო, სუფთა წარსულის ადამიანები. გავმეორდები და ისევ აღვნიშნავ, რომ ჩვენი შეცდომა ჩვენი მომავლისთვის შეიძლება ძვირი დაჯდეს. რას ვგულისხმობ?! პირველ რიგში, შეცდომას მერის კანდიდატთან დაკავშირებით. მერი მუნიციპალიტეტის პირველი პირია და განსაზღვრავს მის ზოგად პოლიტიკას, ამიტომ უნდა ავირჩიოთ ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს მენეჯერული უნარები, პროგრამებისა და ორგანიზაციული მართვის დიდი გამოცდილება, არის გახსნილი და ღია საზოგადოებისთვის, ლანჩხუთელია და კარგად იცის მოსახლეობის გაჭირვება, შეუძლია გულთან ახლოს მიიტანოს თითოეული ოჯახის პრობლემა, აქვს ჩამოყალიბებული კონტაქტები, რითაც შეუძლია ინვესტიციების მოზიდვა ე.ი. სამუშაო ადგილების შექმნა. ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ასეთი დიმიტრი გელოვანი იყოო, თუმცა დასახელებულ კანდიდატებში უნდა ვეძებოთ ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მქონე ადამიანი. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი დასახლების მაჟორიტარი საკრებულოს წევრი და ცხადია, მერიც არ იყოს დამოკიდებული წარმდგენი პარტიის დირექტივებზე, კონკრეტული კლანის სურვილებზე და მხოლოდ ხელის ამწევად არ მოგვევლინოს საკრებულოში, როგორც მისი წევრი და კორუფციასა და ნეპოტიზმში არ იყოს ჩართული კლანური ვალდებულებების გამო, როგორც მერი. საარჩევნო კაბინაში ჩვენ მარტო ვრჩებით. ეს ის დროა როცა პირველ რიგში ჩვენ თავთან უნდა ვიყოთ მართლი.
ამირან გიგინეიშვილი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის
კანდიდატი ,,ევროპული საქართველოდან~, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში


,,ქართული ოცნება’’ როგორც თავშესაფარი?

ivanishარ გამოჩენილა პოლიტიკოსი ლანჩხუთის რეალობაში, რომელიც იტყოდა, რომ ნინო წილოსანი წყვეტს ყველაფერს და სხვა დანარჩენი ბლეფია.
როგორც ჩანს, ამჟამინდელ სიებში ვერმოხვედრილებს კიდევ აქვთ რაღაცის იმედი და პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული.
რაც უფრო ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე, მით უფრო მაღლა იწევს დუღილის ტემპერატურა მმართველი პარტიის შიდა სამზარეულოში. კოალიციის ლანჩხუთის ორგანიზაციაში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც დაზუსტებით გეტყვით, ვინ იქნება სიის პირველ ათეულში, ან რატომ გაიწელა ასე ძალიან ეს პროცესები. ყველა თავს იზღვევს, ელოდებიან 10 სექტემბერს, როდესაც ყველაფერი გაოფიციალურდება.


ვრცლად: ,,ქართული ოცნება’’ როგორც თავშესაფარი?

კახა ასკურავა მოსახლეობას ,,ოცნების“ მხრიდან შესაძლო მოქრთამვის შესახებ აფრთხილებს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, კახა ასკურავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მთავრობის განკარგულებით, 250 ათასი ლარი გამოეყო სტიქიის ლიკვიდაციის მიზნით. ამ დღეებში საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას აპირებენ, რათა ეს თანხა სასწრაფოდ აისახოს ადგილობრივ ბიუჯეტში. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და საფინანსო კომისიის წევრის გ.გოგუაძის შეკითხვაზე, თუ რომელი სტიქიის ლიკვიდაციაზეა საუბარი, პასუხი იყო, რომ ეს აგვისტოს ბოლოს ურეკში ამოვარდნილი ქარიშხალის დროს მიყენებული ზარილის ლიკვიდაციას ითვალისწინებს-ო. ისმის მარტივი კითხვა: ურეკი არაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, იგი ესაზღვრება ლანჩხუთს, ხოლო მიმდებარე სოფლებში რომ გადავამოწმე, იმდღევანდელ მოვლენას სტიქიას ვერავინ არქმევს.
რეალურად რაშია საქმე? ამ –250 ათას ლარს, სტიქიის მოტივით დახარჯავენ არა მართლა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობაზე, (რომელიც არ არსებობს, ან ძალიან მცირე ნაწილია), არამედ ამომრჩეველთა მოსყიდვაზე. დადასტურებული ინფორმაციით ვიცი, რომ აპირებენ ამოიღონ ის განცხადებები, რომლებიც წლების წინ შევიდა გამგეობაში სახლების გადახურვის მოთხოვნით და ურეკის მიმდებარე სოფლებში გადაუხურავენ მოსახლეობას სახლებს. როცა არჩევნები გამოცხადებულია, ეს პირდაპირი მოსყიდვაა ამომრჩევლების.


ვრცლად: კახა ასკურავა მოსახლეობას ,,ოცნების“ მხრიდან შესაძლო მოქრთამვის...

მოიწონეთ სტატია