ლანჩხუთელი კარატისტები მთელ ,,დუნიას“ აოცებენ

merab turqiaaa441222 8761272343213358439 n12 ნოემბერს, თბილისში, სპორტ კლუბ ,,არენაში“, გაიმართა ღია საკლუბო ტურნირი კარატეში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს თითქმის ყველა კუთხის კარატისტი, დაახლოებით 300 სპორტსმენი.
ლანჩხუთის სპორტული ცენტრის სპორტსმენები ამჯერადაც წარმატებით გამოვიდნენ ტურნირზე, მათ მოახერხეს და 14 სინჯის მედალი ჩამოიტანეს მშობლიურ რაიონში. მათი მონაპოვარია:
5 ოქრო- დაჩი ბერიძე, ლაშა კოსტავა, დათო ცინცაძე, ზურა ბერიძე და ნიკა დარჩია.
3 ვერცხლი- ლუკა ლომაძე, საბა ჭელიძე და კოკა ჩავჩიძე.
6 ბრინჯაო- ანრი ჩხარტიშვილი, საბა ჩხაიძე, ავთო ბურძგლა, მერაბ ლომაძე, გიორგი მამინაიშვილი და თორნიკე პოლოიანი.
ტურნირის მთავარი მსაჯი ლანჩხუთელი მერაბ თურქია გახლდათ. ჩვენი გუნდი მოამზადეს მწვრთვნელებმა: მერაბ თურქიამ, მანუჩარ ჩხაიძემ, ლაშა ბერიძემ და შოთა ღლონტმა.
როგორც წინა ნომრებში მოგახსენეთ, 26 ნოემბერს, ლანჩხუთელ კარატისტებს საკვალიფიკაციო ტურნირი ელით, შემდეგ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი, რომელიც მომდევნო წლის თებერვალში გაიმართება სოჭში. ამ ტურნირში ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ხუთი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: გუგა ივანაშვილი, გიორგი ჩხაიძე, გიორგი მამინაიშვილი, გიორგი ზენაიშვილი და ნიკა დარჩია.

აცანელი ბავშვების წარმატება მაგიდის ჩოგბურთში

tenisii81914623011 2120963161 n15 ნოემბერს სოფელ ჩოჩხათში ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებმა აცანის სკოლის აღსაზრდელებს უმასპინძლეს მაგიდის ჩოგბურთში. მოგახსენებთ, რომ ჩოჩხათის სკოლის ვაჟთა გუნდი რეგიონის ჩემპიონია, ხოლო აცანის გოგონათა გუნდიც თავის მხრივ გურიაში პირველობას არავის არ უთმობს. შეხვედრის ორგანიზება ლანჩხუთის გამგეობამ უზრუნველყო, მოგებულ გუნდს გადაეცა სამახსოვრო პრიზები. ამჯერად აცანის სკოლამ ძალიან იყოჩაღა, ამშეხვედრაზე გუნდური პრინციპი მოქმედებდა და დაძაბულ პაექრობაში ჩოჩხათის ვაჟთა ჩემპიონი გუნდი დამარცხდა აცანლებთან. თანასკოლელ ბიჭებს არც გოგოებმა უმტყუნეს და მათაც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. აცანის ვაჟთა და გოგონათა გუნდები შეჯიბრისთვის მოამზადა მწვრთნელმა იოსებ ჩაგანავამ, რომელიც ამავდროულად ფიზმომზადების პედაგოგია სკოლაში.
წარმოგიდგენთ გამარჯვებულთა გვარ–სახელებს. ვაჟთა გუნდი: გიორგი ჯიჯიეშვილი, დათო დუმბაძე, ბათა დუმბაძე, თორნიკე ნოზაძე.
გოგონათა გუნდი: ელზა ჯიჯიეშვილი,ნინო ნიკოლაიშვილი, თიკო ჩხაიძე, ეკა ჭაღალიძე.

                                                                                                                                   თორნიკე ჯიჯიეშვილი

თამაზ ღლონტი ჩემპიონია

tamaz3 122584795181726 1121200814 n10-12 ნოემბერს ქალაქ ბათუმში ჩატარდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის როსტომ აბაშიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მასში მონაწილეობას იღებდნენ თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები. შეჯიბრება ჩატარდა 2003-2004-2005 წლებში დაბადებულ მოჭიდავეთა შორის. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ტურნირზე მონაწილეობას იღებდა სპორტული ცენტრის ოთხი აღსაზრდელი: თამაზ ღლონტი, ლუკა ჭყონია, გენო ბერიძე და დავით სულაბერიძე. ჩემპიონი გახდა თამაზ ღლონტი, რომელმაც ოთხი შეხვედრა მოიგო აშკარა უპირატესობით, რითაც ამ ასაკის სპორტსმენებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გაიმყარა პოზიცია. 23 დეკემბერს ნაკრების სახელით ის მონაწილეობას მიიღებს ირანის საერთაშორისო ტურნირში ქალაქ თეირანში, რაც ნამდვილად სასიხარულოა.
მოჭიდავეები ტურნირისთვის მოამზადეს მწვრთნელებმა დავით მჟავიამ და გოჩა ლომაძემ.

ლუკა ლომაძის წარმატება

luka 122581451848727 1035278198 n5 ნოემბერს ქ.თბილისში ჩატარდა ბაჩუკი შელიას სახელობის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელი ლუკა ლომაძე. მან დაძაბულ ბრძოლებში გაიკაფა გზა ფინალისკენ და ფინალში ქულების აშკარა უპირატესობით დაამარცხა თბილისელი ფალავანი. ლუკამ ღირსეულად დაიკავა პირველი ადგილი.
ლუკა ლომაძე მოამზადეს მწვრთვნელებმა დავით მჟავიამ და გოჩა ლომაძემ.

ლანჩხუთელმა მოჭადრაკეებმა გვასახელეს!

chadrakii2067177553510842 9155330500081542729 n4-11 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა დამსახურებული მწვრთნელის(მაია ჩიბურდანიძის პირველი მწვრთნელი) დავით ჩირაძის მემორიალი. ეს ტრადიციული შეჯიბრია, სადაც ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდები ხვდებიან.

10 წლიანთა გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო ლანჩხუთის სპორტული ცენტრის(დირექტორი გ.იმნაიშვილი) ოთხ წევრიანმა გუნდმა:1დაფა- მიხეილ აფხაზავა

            2დაფა- მარიამ ჩხაიძე

            3დაფა- გივი ზოიძე

           4დაფა- მარიამ სარიშვილი

ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა და ქვეყნის საუკეთესო გუნდებს შორის 3-ე საპრიზო ადგილი დაიკავა. მათ შვიდი თამაშიდან ხუთი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავრეს და მხოლოდ ერთი წააგეს. ჩემპიონი გახდა ქუთაისის გუნდი, რომელმაც ერთის გარდა ყველა თამაში მოიგო, ხოლო ის ერთი ფრე ჩვენთან ითამაშა. მეორეზე გავიდა ფოთის გუნდი. ჩვენმა ოთხივე მოთამაშემ კარგი მომზადება და თამაში აჩვენა, მიხეილ აფხაზავამ პირველ დაფაზე მეორე-მესამე შედეგი აჩვენა, მარიამ ჩხაიძემ, რომელიც ბიჭების მეორე დაფაზე თამაშობდა, ხუთი თამაში მოიგო, ორი ფრედ ითამაშა და არცერთი არ წაუგია, ის თავის დაფაზე პირველი იყო. ძალიან ძლიერად ითამაშეს გივი ზოიძემ და მარიამ სარიშვილმა.

ძალიან სასიამოვნო იყო დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელსაც დაესწრნენ პარლამენტის წევრები, ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე. ადგილობრივმა მაყურებელმა ოვაციები არ დაიშურა ლანჩხუთის გუნდის  მიმართ, ისმოდა ომახიანი ,,გურია, გურია". აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლანჩხუთის გუნდმა საპრიზო ადგილი დაიკავა. ბავშვები შეჯიბრებისთვის მოამზადეს მწვრთვნელებმა: ადამ ხუხუნაიშვილი, ტარიელ ხუხუნაიშვილი, ნუგზარ გვარჯალაძე.

ნორჩი მოჭადრაკეები და მათი მწვრთვნელები მადლობას უხდიან შპს ოლეგ იმნაძის ,,ავტოსალაროს" დირექტორს, ბატონ ჯუმბერ რამიშვილს და ყველა თანამშრომელს გამოჩენილი გულისხმიერებისათვის. ასევე, მადლობას უხდიან ჯერ კიდევ მოქმედ საკრებულოს დეპუტატს, ბატონ ნიკოლოზ იმნაძეს გაწეული ქველმოქმედებისათვის.

მოიწონეთ სტატია