18 ხმით ბესიკ ტაბიძე საკრებულოს თავმჯდომარეა!

23593357 831417917020287 6485357205425736432 oყველასთვის მოულოდნელად ბესიკ ტაბიძემ ბეწვის ხიდზე გაიარა. 32 დეპუტატიდან 5 არ იღებდა მონაწილეობას. 18 დეპუტატმა ტაბიძის თავმჯდომარეობას დაუჭირა მხარი, 8 დეპუტატმა არ გააკეთა არჩევანი და არ შემოხაზა არაფერი, ხოლო ერთი ბიულეტინი ბათილად სცნეს. ასე და ამგვარად ბესიკ ტაბიძე საკრებულოს თავმჯდომარე გახდა!

დიდი ალბათობით დღეს საკრებულოს თავმჯდომარედ ბესიკ ტაბიძეს აირჩევენ!

besoo417917020287 6485357205425736432 n,,ჰო და არას" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 99%- ით გადაწყვეტილია, რომ ლანჩხუთის საკრებულოს უმრავლესობა დღეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ ბესიკ ტაბიძეს აირჩევს. აქამდე საუბარი იყო იმაზე, რომ შესაძლებელი იყო ვერიკო კვირკველიას, ლადო ნანაძეს, ან ემზარ თევდორაძეს დაეკავებინათ ეს პოსტი, თუმცა როგორც ჩანს, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა ტაბიძემ მოახერხა და ,,ქართული ოცნების" ლიდერების კეთილგანწყობა დაიმსახურა.

ოზურგეთის მერი კოტე შარაშენიძე გახდა!

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პირველადიdownload მონაცემებით ოზურგეთის მერი კოტე შარაშენიძე გახდა. ,,ქართული ოცნება" ნასაკირალის უბნის ბათილად ცნობას მოითხოვს. თავდაპირველად 61უბნის მონაცემებით ბეგი სიორიძე იგებდა, გადამწყვეტი ნასაკირალის ხმები აღმოჩნდა. ოზურგეთში რეგისტრირებული ამომრჩევლის 56.9%  გამოცხადდა ხმის მისაცემად. სხვაობა ამ დროისთვის კანდიდატებს შორის 114 ხმას შეადგენს!

ალექსანდრე სარიშვილი: ,,დავაფასებ ყველა თანამშრომელს, ვინც ნამდვილად შრომობს“

aleqsandreeee76 8064362446785904004 nორშაბათიდან ლანჩხუთის ახლადარჩეული მერი თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. სარიშვილი აანონსებს, რომ საკადრო ცვლილებები მოსალოდნელია და საზოგადოება ამის შესახებ მალე გაიგებს. უშუალოდ მერის მოადგილეობის პრედენდენტებს შორის ფავორიტია გოგი ფაცურია, თითქმის გადაწყვტილია, რომ გამგებლის ყოფილი მოადგილე საჯარო სამსახურში გააგრძელებს მოღვაწეობას, თუმცა არა ძველი პროფილით. ასევე მოსალოდნელია ბევრი ა(ა)იპის დახურვა ან რეორგანიზაცია. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გოგი ხელაძეც სავარაუდოდ საჯარო სამსახურში უნდა დასაქმდეს. უკვე მეორე დღეს საღამოს 5 საათზე მერმა გამგეობის თანამშრომლებთან შეხვედრა მოაწყო. ,,ჰო და არამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომ ნუგზარ ცინცაძე, როგორც პოლიტიკური ფიგურა განთვისუფლებულია მოადგილის თანამდებობიდან. სხვებთან დაკავშირებით ჯერ დაზუსტებული არაფერია. მერის განცხადებით, ის დააფასებს ყველა თანამშრომელს, ვინც ნამდვილად შრომობს. ასევე შეხვედრაზე ითქვა, რომ მოსახლეობის მიმართ მიდგომა აუცილებლად უნდა იყოს მეტად ადამიანური და თბილი.
როგორც კულუარებიდან ირკვევა, დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, რომელსაც ხმაური მოჰყვება.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

რა უნდა ლანჩხუთის პოლიციის უფროსს სოფელ ოზურგეთში?!

police,,პარლამენტართა საზოგადოების" წევრი ფიქრია მამარდაშვილი აცხადებს, რომ ლანჩხუთის პოლიციის უფროსი ნუკრი ცარციძე მას კატეგორიულად სთხოვდა ვიდეო-კამერის გადაცემას. შემთხვევა სოფელ ოზურგეთის საარჩევნო უბანთან მოხდა, როგორც მამარდაშვილმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, მან გადამღებით დააფიქსირა, როგორ ეწევიან ღია აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წარმომადგენლები. როდესაც მას გადაღებაში ხელი შეუუშალეს, გამოუძახა პოლიციას, მისი თქმით ადგილზე მივიდა ლანჩხუთის პოლიციის უფროსი და მანაც კამერის გადაცემა მოსთხოვა!

მოიწონეთ სტატია