ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შემოხაზეთ #5

nacunieემზარ ბერიძე აცანის მაჟორიტარად
მივმართავ აცანლებს!
ჩემო მეგობრებო, მოვიდა დრო, რომ რაღაც შეიცვალოს ჩვენს სოფელში. მე ვარ ახალგაზრდა კაცი, კენჭს ვიყრი მაჟორიტარ დეპუტატობაზე განახლებული ნაციონალური მოძრაობიდან. ჩვენ მოვდივართ ახალი იდეებით, უზღვავი ენერგიით და ხალხის სიყვარულით. ზურგს მიმაგრებს პროფესიონალთა და გამოცდილთა გუნდი, მზად ვარ თქვენს სამსახურში მუხლჩაუხრელად ვიდგე. გავერთიანდეთ ჩვენი რაიონის გადასარჩენად! 
პატივისცემით თქვენი ემზარ ბერიძე

ბიულეტინებში შემოხაზეთ #5

შესაძლო „შავი ფული“ ლანჩხუთში

ყველასთვის ცნობილია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის დიდ ნაწილს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ აწარმოებს. პროექტის ბიუჯეტი ორას ორმოცდა თოთხმე მილიონ ლარს შეადგენს. „სინოჰიდრო“ ავტობანის ტერიტორიის მოსაზვინად იყენებს ჭანჭათისა და გურიის სხვა ლიცენზირებული კარიერებიდან შესყიდულ ქვა ღორღს, ინერტულ მასალას. ბუნებრივია, კარიერებსა და კომპანიას შორის გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება. სამუშაო მოედნამდე ინერტული

ვრცლად: შესაძლო „შავი ფული“ ლანჩხუთში

ძვირფასო ლანჩხუთელებო, რატომ უნცა მისცეთ ხმა „ევროპულ საქართველოს“ #2

amiranski

• ეს გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებსაც აქვთ თვითმმართველობაში

iraklaaa
საქმიანობის დიდი და წარმატებული გამოცდილება;
• ეს გუნდი შედგება გაუსვრელი, სუფთა, პატიოსანი ადამიანებისაგან, რომლებიც არ ყოფილან, არ არიან და არც არასდროს იქნებიან ჩართული კორუფციაში;
• ამ გუნდში თანაბრად არიან წარმოდგენილი როგორც მამაკაცები, ასევე ქალბატონები, რაც ქალთა უფლებების და სურვილების მხარდაჭერის გარანტიაა;
• მხოლოდ ამ გუნდს ყავს გამსვლელ სიაში ეკომიგრანტების წარმომადგენელი და მხოლოდ ამ გუნდის აჭარელი წევრი შეძლებს მოხვდეს საკრებულოში, უშუალოდ გახდეს ეკომიგრანტების ლობისტი, მათი ინტერესების გამტარებელი;
• ეს გუნდი დაკომპლექტდა ლანჩხუთში მცხოვრები პატრიოტი ადამიანებისგან;
• „ევროპული საქართველოს“ გუნდთან ერთად ლანჩხუთელებს შეეძლებათ დამოუკიდებლად, ყოველგვარი „ზევიდან“ წამოსული დირექტივების გარეშე მოაგვარონ ადგილობრივი საქმეები. ეს გუნდი მზად არის მოსახლეობის მონაწილეობით, ჩართულობით ამოიყვანოს ლანჩხუთი იმ უმუშევრობის, სავარაუდო კორუფციის, მავნებლობის, მართვის უუნარობის ჭაობიდან, რომელშიც იგი ჩაფლულია.
ამიტომ სამივე ბიულეტენში შემოხაზეთ #2kandidattuss



სამწუხარო რეალობა

ძვირფასო ლანჩხუთელებო, გვინდა მოგმართოთ და მოგითხროთ იმ უპრეცენდენტო ფაქტის თაობაზე, რაც უკვე მეხუთე წელია უნიათო და მავნებელ ხელისუფლებასთანაა დაკავაშირებული. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ კარგად იცით, თუ რა სავარაუდო კორუფციული სქემებია გამეფებული ნებისმიერ სფეროში და სტრუქტურებში, ჩამოშლილია ფაქტობრივად ყველა ინსტიტუტუცია. საბოლოოდ ზღვარგადასული ქმედებები მივიდა იქამდე რომ ადამიანების ბედითა და მათი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა, პირდაპირი გაგებით ვაჭრობა.
ფაქტი: 1980 წლის 30 მაისს დაბადებული ირაკლი არჩილის ძე ქინქლაძე, მცხოვრები ქალაქ ლანჩხუთში, ქუპრეიშვილის ქუჩაზე, ყველასათვის ცნობილი, პატიოსანი და წესიერებით გამორჩეული ახალგაზრდა დღეს ტყუიუბრალოდ, აბსოლუტურად უდანაშაულოდ და რაც მთავარია შეურაცხყოფილი ზის ციხეში. ამ ვითარებაში აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ 2010 წლის 13 სექტემებერს დაწყებული იქნა გამოძიება ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს ს.ს. კოდექსის 182-ე და 210-ე მუხლებით, (სახელმწიფო ქონების მითვისება, გაფლანგვა და ყალბი საკრედიტო ან საანგარისწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება). გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ირაკლი ქინქლაძეს გამგეობიდან სამუშაოების შესასრულებლად მიღებული აქვს 109391 (ასცხრა ათას სამას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი. სამუშაოები განფენილი იყო მთელს მუნიციპალიტეტში და გამგეობის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში იქნა ოფიციალურად ჩაბარებული, როგორც შერულებული. მუნიციპალიტეტიოს გამგეობის მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება განხორციელდა გამოძიების დაწყებამდე, რაც ნიშნავს იმას რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხზე და ვადებზე ხელისუფლებას პრეტენზია ფაქტია არ გააჩნდა. თუმცა მოგვიანებით დაწყებულმა გამოძიებამ „აღმოაჩინა“, რომ მის მიერ შესრულებული სხვადასხვა სამუშაოებიდან, თითქოსდა ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებით და გამოყენებით სახელმწიფო ქონება მიითვისა და გაფლანგა თანხა 17 535 ლარის (ჩვიდმეტი ათას ხუთას ოცდათხუთმეტი)

ვრცლად: სამწუხარო რეალობა

როგორ იქორწინა პაატა იმნაძემ 28 წლის წინანდელ სიყვარულზე და როგორ მიიღეს შვილებმა მისი გადაწყვეტილება

14დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამჯერად სულ სხვა კუთხით მოექცა ყურადღების ცენტრში. პირველად მოხდა, რომ მასთან ინტერვიუს ჩასაწერად გრიპებზე, ვირუსებსა და მოსალოდნელ საშიშროებაზე არ მივსულვართ. ამჯერად მას პირად ცხოვრებაზე სასაუბროდ ვეწვიეთ, რადგან საქართველოში ყველაზე ცნობილი ეპიდემიოლოგი დაქორწინდა.
– ბატონო პაატა, გილოცავთ დაქორწინებას! გაგვაცანით მეუღლე.
– დიდი მადლობა. მეუღლე, ხათუნა გოგელია, პროფესიით ბიოლოგია. მუშაობდა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ნეირობიოლოგიის მიმართულებით. შემდეგ პეტერბურგსა და უნგრეთში გადავიდა და თავის ტვინზე საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები ჰქონდა. ამჟამად ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებით „გეშტალტ თერაპიით“, არის დაკავებული.
– პროფესიებმა შეგახვედრათ ერთმანეთს?
– ჩვენ ერთმანეთი ძალიან დიდი ხნის, 28 წლის წინ, გავიცანით. შემდეგ ისე მოხდა, რომ ის სამუშაოდ უნგრეთში წავიდა. იმ პერიოდში ასე ადვილი არ იყო ურთიერთობები შორ მანძილზე, მერე კი ორივე დავოჯახდით.
– უბრალო ნაცნობობა იყო თუ კიდევ რაღაც იყო თქვენს შორის?
– მაშინაც დიდი რომანი გვქონდა (იცინის). თუმცა, იმის შემდეგ 28 წლის განმავლობაში, ერთმანეთი არ გვინახავს. მერე სრულიად შემთხვევით შევხვდით. სამსახურთან ახლოს, ბანკში შევდიოდი, ამ დროს ის გამოდიოდა და ასე, მოულოდნელად, შევხვდით ერთმანეთს. ეს ამ გაზაფხულის ბოლოს იყო. მას შემდეგ, ჯერ სოციალური ქსელით ვკონტაქტობდით. შემდეგ რამდენჯერმე ვნახეთ ერთმანეთი. ჩაი დავლიეთ, ვისაუბრეთ და მივხვდით, რომ ის, რაც ძალიან დიდი ხნის წინ იყო, არ ჩამქრალა და ისევ განახლდა. ახლა ორივეს ორ-ორი შვილი გვყავს – მე გოგონები, მას ბიჭები. თითქმის ერთი ასაკის არიან: 20-25 წლის.
– საზოგადოებისთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო თქვენი დაქორწინების ამბავი. სულ სხვა კუთხით მოექეცით ყურადღების ცენტრში. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– როცა ხვდები ადამიანს, რომელსაც პრინციპში, ძალიან კარგად იცნობდი და თავის დროზე მასთან დიდი სიყვარული გაკავშირებდა, რთული არაა ამის გადაწყვეტა. მე 64 წლის ვარ, ის – 52-ის. ამხელა ხალხი რამდენ ხანს გავაგრძელებდით რესტორნებსა და კაფეებში შეხვედრას (იცინის). ამიტომ, შევთავაზე, რომ ჩვენი ურთიერთობისთვის ტრადიციული, ქართული სახე მიგვეცა.

ვრცლად: როგორ იქორწინა პაატა იმნაძემ 28 წლის წინანდელ სიყვარულზე და როგორ...

მოიწონეთ სტატია