ლელა ჩახვაძე: ,,ეს არჩევნები იყო სპეცოპერაცია“

konferencia,,ჰო და არას“ პრესკლუბში ,,პატრიოტთა ალიანსის“ და ,,ბურჯანაძე–დემოკრატების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს. ლელა ჩახვაძემ, დარეჯან(მაცაცო) ბურჭულაძემ და ნონა მურვანიძემ ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ლელა ჩახვაძე: ,, ჩემი პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანს თუ რამე გამაკვირვებდა, ნამდვილად არ მეგონა. ეს იყო ჩუმი პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება პირადად ჩემი შვილის, გვანცა ჩხარტიშვილისა და ჩემს მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, გვანცამ ხმაურით დატოვა ,,ქართული ოცნების“ რიგები, ხოლო მე დავტოვე საკმაოდ კარგი სამსახური თბილისში და შევუერთდი ,,პატრიოტთა ალიანსს“. დღიდან ჩემი ჩამოსვლისა, თითქმის ყოველდღე დაგვყვებოდა ორი ,,პიკაპი“, გვითვალთვალებდნენ და ყველა ჩვენს ნაბიჯს აკონტროლებდნენ. რაც შეეხება კონკრეტულად არჩევნების პროცესს, დააშინეს ყველა, ვისი დაშინებაც შეიძლებოდა, იყიდეს ყველა, ვინც გაიყიდა, დააშანტაჟეს ყველა, ვისი შანტაჟიც შეიძლებოდა. ამ თვითმმართველობის არჩევნებს თამამად დავარქმევ სპეცოპერაციას. მე სულაც არ ვარ ხალხზე გაბრაზებული, ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა ბერკეტი, რათა მოსახლეობას თავისი ნება არ დაეფიქსირებინა ამ არჩევნებზე. სუსის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის პირადი დავალებით ხდებოდა ჩემი და გვანცას დისკრედიტაცია, ამით ოცნებამ დაანახა საზოგადოებას, რომ დაისჯებოდა ყველა ვინც მათ წინააღმდეგ წავიდოდა. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. როგორც იცით, მიღებული ხმების მიხედვით, ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ მხოლოდ მე შევედი საკრებულოში, ხოლო დარეჯან ბურჭულაძე ვერ გახდა დეპუტატი. სულ რაღაც თვენახევარია, რაც მე და დარეჯანი ერთად ვმუშაობთ და მინდა გითხრათ, გაოცებული ვარ ისეთ სითბოს ამჟღავნებენ ამ ადამიანის მიმართ. იგი წაგებული არ არის, ის ნამდვილად ხალხის რჩულია. კარგად იცით რა სიმცირით იქნება ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი წარმოდგენილი საკრებულოში, იმაზე გაცილებით დიდი ბრძოლა მომიწევს, ვიდრე ამას მდარეჯანთან ერთად შევძლებდი, თუმცა მზად ვარ ამ ბრძოლისთვის“. ამის შემდეგ დარეჯან ბურჭულაძემაც გააკეთა განცხადება: ,,მინდა მადლობა გადავუხადო ლანჩხუთელებს, იმ სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რაც მივიღე მათგან, ამად ღირდა ცხოვრება. მე არსად არ მივდივარ, ვრჩები ერთ-ერთ აქტიურ მოქალაქედ და პოლიტიკოსად. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება აქტიური მოქალაქეები. პლატონს უთქვამს: ,,პასიური მოქალაქეები შობენ ნაძირალათა ხელისუფლებას“, ამიტომ ვპირდები ხელისუფლებას, რომ ვიქნები ღირსეული ოპონენტი. ამ არჩევნებში გაიმარჯვა ფულმა და ძალაუფლებამ, დამარცხდა ხალხის ნება და თვითმმართველობა. ეს ხელისუფლება წავიდა ავტორიტარიზმისკენ, ხოლო ამას რაც მოჰყვება ამას დავინახავთ და გვქონია მაგალითები. ეს არის დეჟავიუ, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასეა. ეტყობა, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ნირვანას განიცდიან და არ უნდათ ამ ნირვანიდან გამოსვლა, მაგრამ ხალხი აუცილებლად გამოიყვანს. კომისიის წევრები თითქოს მე მიმოწმებდნენ პირადობის მოწმობას და ამ დროს ამ უბნიდან ბიულეტენები აკლდებოდა და იკარგებოდა. მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხალხი იძულებელი გახადეს ამ არჩევანამდე მისულიყვნენ.“
ნონა მურვანიძემ ძირითადად საარჩევნო უბნებზე მომხდარ დარღვევებზე ისაუბრა. ასევე მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ყველაზე დაჩაგრულ პოზიციაში მისი პარტია იმყოფებოდა, რა თქმა უნდა, ფინანსური კუთხით. მისი თქმით, ხელისუფლება იმაზე კი არ წავიდა, რომ შეენარჩუნებინა წინა არჩევნებზე მიღებული პროცენტები, არამედ მოახდინეს საშინელება და წავიდნენ სრული ავტორიტარიზმისკენ. ნონა მურვანიძე არსებულ სიტუაციას არა მარტო ხელისუფლებას აბრალებს. როგორც ის აცხადებს, ,,დროა საზოგადოების ფერებას თავი დავანებოთ, ყველა იღებს ისეთივე მზრუნველ ხელისუფლებას, როგორიც თვითონაა“. მურვანიძის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო დარღვევები მართლაც ყურადსაღებია.
სამივე მათგანმა ისაუბრა იმაზე, რომ უპრეცენდენტოდ ბევრი კოორდინატორი ჰყავდა ,,ქართულ ოცნებას“, რაც თავისთავად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა ოპოზიციას. ჟურნალისტების შეკითვაზე, იქნებ უკეთ მუშაობა მართებდა ოპოზიციას, თუნდაც იმისთვის, რომ თავისი ხმები დაეცვათ, პასუხი იყო, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა ბერკეტი, რათა მოეხდინათ ტოტალური კონტროლი, დაშინება და შანტაჟი და ამ სიტუაციაში სხვა არაფრის გაკეთება შეეძლოთ. ასევე მათ საეჭვოდ მიაჩნიათ კომისიის წევრების ,,კეკლუცობა“. ხომ არ შესულან ოცნებასთან გარიგებაში ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე, ქალი პოლიტიკოსები ვერც ადასტურებენ და არც უარყოფენ. მათი თქმით მოისყიდეს ყველა და ყველაფერი, როგორც შეძლეს.
თორნიკე ჯიჯიეშვილი


ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე?!

არჩევნები დამთავრდა, ახლადარჩეულ საკრებულოს, ბუნებრივია, თავმჯდომარე დასჭირდება და ამისთვის უკვე მიდის ჩუმი შიდაპარტიული ბრძოლა ,,ქართულ ოცნებაში“. წარმოგიდგენთ იმ დეპუტატებს, რომლებსაც საკრებულოს პირველკაცობის ყველაზე მეტი შანსი აქვთ.
ბესიკ ტაბიძე _ლანჩხუთის ყოფილი პოლიცმაისტერი სავარუდოდ იოლად არავის დაუთმობს ზემოთხსენებულ თანამდებობას. ტაბიძე ბოლო რამდენიმე თვე ყოფილ საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იყო ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე. მან როგორც წინა, ასევე ახლადჩატარებულ არჩევნებში სერიოზული შედეგი დადო. მას არ ჰყავს ცენტრალურ ხელისუფლებაში განსაკუთრებული ლობისტი, თუმცა ნიგვზიანელების მიერ გამოხატული დიდი

ვრცლად: ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე?!

,,„ომი დასრულდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო“

pomidorskiადგილობრივი არჩევნები, 2017, დასრულებულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების არჩევნების მეორე ტურს. დადგა შედეგი, რომელმაც აჩვენა, რომ ისევე როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულ ოცნებას, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტშიც მან მიიღო ასევე გადამწყვეტი ხმის უფლება. შესაბამისად მთელი ქვეყნის ბედზე ადგილობრივ საქმეებთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერავის გადაუნაწილებს და არც მოისურვებს ვინმესთვის გადანაწილებას. თითქოს შეიძლება იყოს საუბარი იმაზე, რომ მმართველ ძალაში არის რამდენიმე სხვა პარტიის წარმომადგენლები, როგორიცაა კონსერვატორები, მრეწველები... თუმცა ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს ცალკე კენჭისყრის შემთხვევაში ძალიან საეჭვოა 4% ბარიერი გადაელახათ და შესაბამისად, მათი ხმა უმრავლეობაში ან მათ მიერ შექმნილი ფრაქციების საქმიანობა არამც და არამც არ იქნება განსხვავებული ქართული ოცნების პოლიტიკისაგან არც ზოგად ასპექტში და არც რაიმე თემატურ საკითხთან დაკავშირებით. ლანჩხუთის მუნიციპალურ საკრებულოში მოხვედრილი სამი პარტიის, „ევროპული საქართველოს“ (2), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ (2) და „პატრიოტთა ალიანსის (1) სულ ხუთი წარმომადგენელი, ცხადია ვერ შექმნის პოლიტიკურ ამინდს, თუმცა მათი კვალიფიკაციიდან გამომდინარე უპრობლემო სხდომები საკრებულოს არ ელოდება, მაგრამ ეს იქნება „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, რადგან 32 საკრებულოს წევრიდან 27 წევრი როგორც ჩათვლის საჭიროდ, ისეთი იქნება ადგილობრივი პოლიტიკა.
დამდგარი შედეგის საანალიზოდ მნიშვნელოვანია მიმოვიხილოთ ის წინასაარჩევნო გარემო, რომელმაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა. პირველ რიგში უნდა მიმოვიხილოთ უმთავრესი, რასაც წინასაარჩევნო დაფინანსება ქვია. აქ აშკარად იმოქმედა პრინციპმა „ვინც იხდის, ის უკვეთავს“. წინასაარჩევნოდ მიღებული შემოწირულობების 93% ქართულმა ოცნებამ მიიღო. შესაბამისად მათ შეძლეს 10-20 ადამიანზე თითო კოორდინატორის დანიშვნა, რაც ავტომატურად ნიშნავდა ამ კოორდინატორებისა და მათი ოჯახების ხმებს. სხვა პარტიებს არ ქონდათ მხგავსი ფუფუნებისთვის თანხა, ან საერთოდ არ ჰყავდათ კოორდინატორები. შემდეგი წინაასაარჩევნო ნიუანსი გახლავთ მოსახლეობის განწყობა. 2016 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგად, კითხვაზე

ვრცლად: ,,„ომი დასრულდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო“

რა გვჭირდება და რა მივიღეთ?!

papavaმივესალმები გაზეთ ,,ჰო და არას“ ყველა მკითხველს. მე ვარ ახალგაზრდა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ქართულ პოლიტიკაში, დაინტერესებული ვარ ქვეყნის მომავლით, თვალყურს ვადევნებ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, როგორც საკუთარ რაიონში, ისე მთელს ქვეყანაში.
დღესდღეობით, რასაც ვხედავ იქედან გამომდინარე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, არჩევნები, მთავრობის ფორმირება, საარჩევნო მარათონი და ა.შ ნამდვილად არ შეესაბამება თანამედროვე, განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფოს სტანდარტებს. პირიქით, არსებული რეალობა კატასტროფამდე მიგვიყვანს.
ჩამოგითვლით რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ შეიძლება მოხდეს ასე. საქართველოში არჩევნები დაემსგავსა არა ხალხის ნება-სურვილისა და დამოუკიდებელი აზრის გამოხატვას, არამედ ჩვეულებრივ ბიორაკრატიულ პროცედურას, სადაც მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ცოცხლები არიან და სიაში ტყუილად არ არიან რეგისტრირებულნი. არჩევნებზე დადიან ვიღაცის თხოვნით, ხათრით, ახლობლობითა და ნათესაობით. დასაქმებული ხალხი და მათი ახლობლები შიშით მთავრობას აძლევენ ხმას და შემდეგ არჩევნების შედეგებს სამართლიანს ვუწოდებთ. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში ,,ვშენდებით“, შემდეგ არჩევნებამდე კი ვიხოცებით. ჩვენს რეალურ და დაუძინებელ მტრად იქცა აზიური ფაროსანა, რომელმაც მკვეთრად შეამცირა მეურნეობა. მისი თავიდან მოშორება, ისე რომ აღარ შეგვაწუხოს, ჯერჯერობით არავის უცდია და უარესიც, ჩვენი ოჯახების სრულუფლებიან წევრებად არიან ქცეულნი.
გასულ წელს ვიყავი ამჟამინდელი პარლამენტარის, ნინო წილოსანის კოორდინატორი და რასაკვირველია იმავდროულად -

ვრცლად: რა გვჭირდება და რა მივიღეთ?!

,,სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ, და მისროლია ისარი, სად მამა-–პაპა მეგულვის იმათი კუბოს ფიცარი

vertaaaaaaეს ლექსი 7 ათეული წლის წინათ ვისწავლე და დღემდე მახსოვს. მახსოვს იმიტომ, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა. ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი, რომ მე, საკმაოდ ასაკოვანი მოხუცი, ასეთი დიდი არჩევანის წინაშე დავდგებოდი. ეს რომ მარტო ჩემი გასაჭირი იყოს, ხმასაც არ ამოვიღებდი. ჩემს ტკივილს ჩემს გულში ჩავიკლავდი და ჩემთვის, ჩუმად ვიტირებდი. მე ყოველთვის მქონდა შესაძლებლობა სხვა ქვეყნის რომელიმე დიდ ქალაქში დავრჩენილიყავი, ყველანაირი პასუხისმგებლობა მომეხსნა და კომფორტულად მეცხოვრა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ვირჩიე იქ, სადაც დავიბადე, გავიზარდე, სადაც ჩემი წინაპრები მეგულებოდნენ დასაფლავებულნი, რათა მათი საფლავები ხშირად მომენახულებინა, მიმეტანა ყვავილები, ამენთო სანთლები. დღეს კი აი, ასეთი მთავრობის ხელში, რომლისთვისაც ტყუილები პროფესიად იქცა, ჩემმა ერთადერთმა ვაჟიშვილმა დიდი არჩევანის წინაშე დამაყენა. ან წავიდე შვილთან საზღვარგარეთ, სადაც დარჩენილი ცხოვრება უზრუნველყოფილი მექნება, ან კიდევ დავრჩე აქ, მარტოდ, ისევ ჩვენი ხალხის მიერ დაჩოქებულ ქვეყანაში ბოლო ამოსუნთქვამდე, სადაც სიზმრად მეყოლება გადაქცეული ჩემი შვილები და შვილიშვილები, მხოლოდ სურათებში მოვეფერები მათ... დღეს, ჩემს ასაკში, ჩემთვის დამსახურებულია ჩემი ოცნება. ნეტავ სანამ გაგრდძელდება ასე?... უკადრებელს კადრულობენ ჩვენი მთავრობის ჩინოვნიკები. იბრძვიან მხოლოდ სკამისთვის. ყველას რბილი სავარძელი და ხელფასები უნდა. დამღუპველია ხელისუფლება, რომელიც ფულით ზომავს ყველაფერს!. კოორდინატორებისთვის არჩევნების წინ ფულის დარიგება თქვენს სასარგებლოდ, არ არის გამოსავალი. დღეს ვიგებ, საქართველოს რეგიონში, კუმისში, ათასობით არაბი დასახლებულა. სამწუხაროდ, თუ ეს მართლაც ასეა, ეს არაბები გამრავლდებიან, როგორც (უკვე) ყოვლის შემძლე ,, აზიური ფაროსანა“, შემდეგ მოითხოვენ არაბეთის ავტონომიას, მერე კი მთელს საქართველოში მოედებიან. ნუთუ ეს ჩვენმა საოცნებო მთავრობამ ვერ გათვალა? პატრიოტთა ალიანსიდან კი ტელევიზიის საშუალებით მესმის: თურმე დიალოგი ყოფილა საჭირო სოხუმს, ცხინვალსა და მოსკოვს შორის, რათა დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა იმაზე კი არ ფიქრობს, თუ რომელი აფხაზი ან ოსი ისურვებს დაბრუნებას ჩვენთან, როცა ჩვენი ქვეყნიდან ჩვენივე ახალგაზრდობა გარბის სხვა ქვეყნებში სამუშაოს საძებნელად. ჯერ ჩვენი გასაცოდავებული, წაქცეული ქვეყანა მოაწესრიგეთ და შეასრულეთ ის, რა დაპირებებითაც მოდით სათავეში და შემდეგ კი ილაპარაკეთ მათთან დიალოგზე. ადამიანი, რომელსაც გახსნილი გონება გააჩნია, შეიძლება ერთხელ მოტყუვდეს, რაც ნდობის საკითხია, მაგრამ თუ მეორედ მოტყუვდება ისევ იმ მატყუარებიდან, მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა. მე, ჩემს ხალხს მოვუწოდებდი ნუ ჩაიგდებთ თავს ისევ იმ მახეში, რომელშიც დღეს ვართ. გადავიდეთ რეალობაში, სანამ გვიანი არ არის.
ღმერთს ვთხოვთ – უფალო, მოგვივლინე ვინმე ისეთი ძლიერი სულის პატრიოტი, რომელიც თავისი თავის ფუფუნების და სიმდიდრეს გამორიცხავს, უპატრონებს ჩვენს ქვეყანას და საქართველოს დააყენებს ფეხზე. შეაჩერებს ჩვენი ხალხის ქვეყნიდან გადინებას და დაგვიბრუნებს ემიგრანტებს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი და დაუძლეველი არაფერია. ამისთვის ერთი გოჯი მიწა საქართველოში არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი, ამისათვის ქართველმა მობილიზაცია უნდა გაუკეთოს თავის თავს და სიმდიდრეს, მილიონებს არ დახარბდეს.
უფალო გთხოვ, ქართველებს მიეცი ღრმა რწმენა ქვეყნის და თავისი ხალხის სიყვარულის, ძლიერი ძალა იმისათვის, რომ მან ეს შეძლოს. ნამდვილი ქართველი ფულზე არ უნდა გაიყიდოს... ხანმოკლეა სიცოცხლე. ნუ დაგავიწყდებათ ვერაფერს ვერ წაიღებთ ამ ქვეყნიდან.
ეთერ კუკულაძე


მოიწონეთ სტატია