ინოვაცია არის მთავარი, რამაც ეკონომიკური სარგებელი უნდა შემოუტანოს ქვეყანას

SAAGოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოეწყო შეხვედრა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებსა და მცირე მეწარმეებს შორის.შეხვედრა-პრეზენტაცია ეხებოდა „თანადაფინანსების გრანტებს სტარტაპებისთვის“
პროექტის მენეჯერი ავთანდილ კასრაძე აცხადებს, რომ ინოვაცია არის მთავარი, რამაც ეკონომიკური სარგებელი უნდა შემოუტანოს ქვეყანას და კომერციალიზაციას უნდა შეუწყოს ხელი.თითო პროექტზე გრანტის სახით გასცემენ 100 ათას ლარს, სულ 2 მილიონია გამოყოფილი ანუ დაფინსება შესძლებელია 20 პროექტის. ეს თანხა არის საწყისი ეტაპი, სანამ პროექტი მომზადდება და სრულ სახეს მიიღებს, მოწონების შემთხვევაში, განხორციელებაში, პროექტის მონაწილე 10%-ს ამატებს. პროექტს მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ოთხი ექსპერტი განიხილავს, რათა არ მოხდეს იდეების გაცემა და იდეა იყოს დაცული. ისინი მოწვეულები იქნებიან: ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან და განიხილავენ და გამოავლენენ საუკეთესოს.
ავთანდილი ამბობს, რომ საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვთ და ისინი არ აფინანსებენ იდეებს ისინი აფინანსებენ განმახორციელებლებს.
თანადაფინანსების გრანტების კოორდინატორმა, თამარ ჭელიძემ მოგვახსენა, თუ რა კრიტერიუმებით ირჩევენ და რა მოთხოვნები აქვთ მონაწილეთა მიმართ პროექტის ორგანიზატორებს და დამფინანსებლებს.
რეგისტრაცია დაიწყო 26 თებერვლიდან და გრძელდება ორმოცი დღე. განმცხადებელი აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტად, საჯარო რეესრტრში.
მსოფლიო ბანკის მოთხოვნებიდან გამომდინარე არ დაფინანსდება სამხედრო და ბირთვული ტექნოლოგიები აგრეთვე ალკოჰოლური სასმელები და ნებისმიერი აქტივობა, რაც შეტანილია IFჩ-ის საქმიანობათ ნუსხაში. აგრეთვე არამიზნობრივი ხარჯები, პროცენტი ან ვალი, დღგ-ს მოგების იმპორტის გადასახადი და ბიუჯეტის ის პროექტები, რომლებიც უკვე დაფინანსდა.
ბიზნეს გეგმა უნდა შედგეს ორ ენაზე, ქართულ-ინგლისურ, ასევე პროექტის ფინანსური პროგნოიზი 5 წლის ვადით, მეწარმე სუბიექტმა უნდა წარადგინოს საჯარო რეესტრიდან ბოლო 6 თვის ამონაწერი, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან , რომ დღგ-ს გადამხდელია ბოლო 12 თვის დეკლარაცია. შეფასება ხდება ეტაპებად: ტექნიკური მხარე, პროექტიის ინოვაციუროიბა, პროექტის მდგრადობა, ფინანსური შესაძლებლობები და მენეჯმენტის კვალიფიკაცია.
განაცხადის წარდგენა ხდება პორტალის საშუალებით WWW.GRANTS.GOV.GE
პროექტის მენეჯერის განცხადებით, რაც ხაზგასასმელია და მთავარია, ის არის, რომ პროექტი უნდა იყოს ინოვაციური, რაც უკვე არსებობს იმისი კოპირებული არ დაფინანსდება, არამედ საჭიროა, რაიმე ახალი, რაც დიდ სიტყვას იტყვის მსოფლიო ბაზარზე.
სოფო ბურკაძე

მოიწონეთ სტატია