ქართველი გმირი, რომლის ცხედარსაც მოსკოვი და სეპარატისტები ოჯახს არ აძლევენ!

ARCILორი კვირის წინ ახალგორთან არჩილ ტატუნაშვილი და მისი ორი მეგობარი დააკავეს ოსმა სეპარატისტებმა. ცხინვალის ე.წ ხელისუფლების განცხადებით, განყოფილებაში გადაყვანის დროს ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაწია, რა დროსაც ე.წ სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს და ქართველს გულმა უმტყუნა. ეს რომ თითიდან გამოწოვილი ვერსიაა, ამას უამრავი ფაქტი ადასტურებს. არჩილ ტატუნაშვილი აგვისტოს ომის მონაწილე გახლდათ, კაცი რომელმაც არ იცოდა რა იყო შიში, იგი ასევე გამოირჩეოდა ფიზიკური ძალით. როგორც ამბობენ, ადრე მას რამდენიმე შეიარეღებული სეპარატისტი განუიარაღებია, ისე რომ თავად იარაღი არ უხმარია. არჩილ ტატუნაშვილი 1983 წელს დაიბადა და მისი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას მიუძღვნა. ტატუნაშვილი უდიდესი ალბათობით წამებით მოკლეს, სეპარატისტული მხარიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ახალგორელის ვაჟკაცობით და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით გაცოფებულმა დეფაქტო ცხინვალის მილიის უფროსმა ლუდვიგ ხაჩიროვმა პირადად სცემა ტატუნაშვილს(რა თმა უნდა გაკავებულს) და სიკვდილის პირამდე მიიყვანა. სავარაუდოდ, სწორედ ტატუნაშვილის ნაწამები სხეულის გამო არ იძლევა დეფაქტო ცხინვალი აგერ უკვე ორი კვირაა გარდაცვლილის(სავარაუდოდ მოკლულის) ცხედარს. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა დროულად(!) მოხდეს ცხედრის გადმოსვენება და ამავდროულად გამოძიების ჩატარება. თავის მხრივ, ,,ძლიერ აღშფოთებულია“ საერთაშორისო თანამეგობრობები. ახალგორში იმყოფებოდა სოზარ სუბარი, რომლის ფიზიოლოგიურმა მდგომარეობამ და სიტყვით გამოსვლამ მწყობრიდან გამოიყვანა ადგილობრივი მოსახლეობა, ის აშკარად ნასვამი(უფრო მთვრალი) ჩავიდა ახალგორში და განაცხადა: ,,ეს ყველაფერი რაც ხდება და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება, უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მიერ ახალგორის ცხინვალთან შეერთებას და პასუხი იმას მოვთხოვოთ“-ო. გინების კორიანტელში როგორც იქნა სუბარი გაარიდეს სიტუაციას, მაგრამ ტატუნაშვილის ოჯახისთვის ტრაგედია ასმაგად მძიმე ხდება, ისინი მიცვალებულის დატირებასაც ვერ ახერხებენ. ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ეთნიკური ოსების მიერ გაკეთბული კომენტარები არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასტან დაკავშირებით: ისინი გარდაცვლილ ტატუნაშვილს ძაღლად(მოგვიტევოს მისმა სულმა) მოიხსენიებენ და წერენ, რომ ,,ძაღლი ძაღლურად მოკვდა“ და იმედს გამოტქვამენ, ველა ქართველს იგივე ბედი მოელის. ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს ხელისუფლება ინარჩუნებს შედარებით რბილ ტონს და მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედად რჩება. ისინი კია მბობენ, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა ცხედრის გადმოცემა მოხდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ვერაფერს აკეთებენ. თუმც, საქარტველოს დღევანდელ ხელისუფლებას საკმაოდ მაამებლური ტონი აქვს რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაინც ვერ მოხერხდა პრობლემის მოგვარება. დავუშვათ, რომ სეპარატისტებმა გადმოგვცეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, ჩაუტარდა ექსპერტიზა და დაგინდა, რომ ის წამებით არის მოკლული. რა მოხდება შემდეგ? რა ზომებს მიმართავს ხელისუფლება, რომელიც მიცვალებულს ვერ იბრუნებს? ვის მოეთხოვება პასუხი ახალგაზრდა კაცის მკვლელობისთვის? ტყუილად ვიტყუებთ თავს, ჩვენ ჩვეულებრივად შევდივართ რუსეთი9ს იმპერიის შემადგენლობაში, უბრალოდ ოფიციალურად არ ვაღიარებთ ამას, გვიკეთებენ რასაც უნდათ და როგორც უნდათ. იმედს ვიტოვებთ, რომ დეფაქტო ცხინვალი გადმოსცემს ცხედარს და ოჯახს მისი დატირების საშუალება მიეცემა. გარდაცვლილ ტატუნაშვილს ჯიბეში წერილი უპოვნეს, რომელსაც უცვლელად ვბეჭდავთ:
სისხლის გუბეში მწოლიარე სხეულზე
წვიმის წვეთები თითებს დაჰყვება
ჩამორეცხილი სისხლის წვეთები
ქართული მიწის ნაპრალს ჩაჰყვება

ვერ შეგვაჩერებს ტყვიების წვიმა
და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით
ვდგევართ უდრეკად ბოლო წვეთამდე
სიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით

თვალებს დავხუჭავთ ვაჟკაცურად ყველა
ახალგორს მაინც არავის მივცემთ
დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად
რადგან მომავალს ერთობა მივცეთ

გადამწვარ ველზე დახუჭულ თვალებს
გადაეკვრება როდესაც ბინდი
ძმათა საფლავთან ნაომარ მხარეს
დარჩება გვამი, უცნობი ბევრის

ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა
თვალცრემლიანი მშობელი დედა
ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს
რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება!
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია