ლანჩხუთელი კარატისტების წარმოუდგენლად კარგი შედეგი თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე!

MERAB3-4 მარტს ქალაქ ართვინში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კარატეში, რომელშიც საქართველოს, თურქეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის 450 მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ლანჩხუთის სპორტული ცენტრიდან 5 კარატისტი იყო წარდგენილი და 6 მედალის(ერთ-ერთმა 2 კატეგორიაში იასპარეზა) აღება მოახერხეს.
თუ გავითვალისწინებთ შეჯიბრის მასშტაბებს და დონეს, ეს მართლა სერიოზული შედეგია.
1.მიუხედავად იმისა, რომ დაჩი ბერიძე.ახალბედა სპორტსმენია, ის უდაოდ ნიჭიერი და ძლიერია. მან ჯერ თავისი წონა მოიგო, მერე კი უფროსებში ვერცხლი აიღო. ის 9 წლისაა და უცხოეთში პირველად გამოდიოდა
ანუ, დაჩიმ ოქრო და ვერცხლი აიღო;
აქვე უნდაითქვას, რომ 5 სპორტსმენიდან ყველა მედლით ჩამოვიდა
2.ოქროს მედალი აიღო ანრი ჩხარტიშვილმა. მან გააუმჯობესა წინა წლის შედეგი თურქეთში(წინა წელს ვერცხლი აიღო) . ძალიან რთული ბრძოლები ჩაატარა და დაძაბული ფინალიც მოიგო.
3. ვერცხლი აიღო გიორგი ზენაიშვილმა. იგი საქართველოს ნაკრების წევრი და გამოცდილი სპორტსმენია. ფინალში ძალიან ძლიერ თურქ სპორტსმენს შეხვდა და სამწუხაროდ წააგო.
4. რაც შეეხება ლუკა ლომაძეს-ლუკას ნახევარფინალში არ გაუმართლა. დაშვებული შეცდომის გამო დაკარგა ფინალში ასპარეზობის შანსი, მაგრამ შემდგომ დამამშვიდებელი ორთაბრძოლები დამაჯერებლად მოიგო და ბრინჯაოს დაეუფლა.
5. ახალბედა იური ევგენიძე ცოტა ხანია რაც ვარჯიშობს, იგი ძალიან შრომისმოყვარე და ნიჭიერია. მისთვისაც პირველი სერიოზული ტურნირი იყო და გამოცდილება არ ეყო. თან საკმოდ რთულ ასაკში კადეტებში გამოდიოდა, მიუხედავად ამისა, ბრინჯაოს დაეუფლა.

მერაბ თურქიას თქმით: (რომელიც ხშირად მსაჯობს საერთაშორისო ტურნირებზე, მაგრამ ახლა მწვრთნელის რანგში ახლდა კარატისტებს),,პირობები და ორგანიზება შესანიშნავია აქვთ თურქებს. მათი დამოკიდებულებაც სპორტისადმი სანიმუშოა. უდიდესი მოწიწებით ექცევიან იმათ, ვინც სპორტითაა დაკავებული და ყველანაირად ხელს უწყობენ. გულდასაწყვეტია , რომ ჩვენთან მსგავს დამოკიდებულებას ვერ ნახავ. მიუხედავად უპირობებისა, ჩვენ მაინც ვუწევთ კონკურენციას მათ. მაშინ ,როცა დარბაზში ელემენტარულად ლეიბის და სავარჯიშო პირობების პრობლემა გვაქვს და თან ძალიან სერიოზული“.

ნუგზარ ჩხაიძე

მოიწონეთ სტატია