ფეხბურთი არის გულშემატკივრისთვის!

YENIAმოგეხსენებათ, რომ საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ,,გურია"-ში შეიცვალა ხელმძღვანელობა. ამიერიდან კლუბი აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს გულშემატკივრებთან, რადგან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, განვითარების ხედვა და ჯანსაღი კრიტიკა. სწორედ ამიტომ, პარასკევს, 9 მარტს, 15 საათზე, ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართება ახალი ხელმძღვანელობის შეხვედრა გულშემატკივრებთან, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მობრძანდეს, გამოხატოს თავისი აზრი, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები.


საფეხბურთო კლუბი ,,გურია”.

მოიწონეთ სტატია