„სანამ თქვენ თავს ვერ მოაწესრიგებთ, თქვენ რა უნდა ასწავლოთ ბავშვებს“

SOFBULLYING - ტერმინი ბულინგი, დაშინებას, ჩაგვრას და დატერორებას ნიშნავს. ის შეიძლება განიმარტოს,როგორც წინასწარგანზრახული, განმეორებადი აგრესიული ქმედება,რომელიც მიმართულია სხვათა საზიანოდ.
გამოჰყოფენ ბულინგის შემდეგ ტიპებს: ფიზიკური, ვერბალური,ფარული/შენიღბული ,კიბერბულინგი.
ფიზიკური დარტყმა, ხელის ან წიხლის კვრა, სხეულისა და სახის დაზიანება.


ვერბალური-დამცინავი სახელით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცყოფა, ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამები.
ფარული/შენიღბული-რთული მისახვედრია, როდის ხორციელდება მოძალადე „ჩაგრული“პერსონის ზურგს უკან მოქმედება, რათა საფრთხე შეუქმნას მის რეპუტაციას.
კიბერბულინგი-ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით განხორციელებული ქმედება.
მოძალადის მახასიათებლები: უყვართ სხვებზე ბატონობა, არიან იმპულსურები, ადვილად ბრაზდებიან, არიან აგრესიულები, გამომწვევად იქცევიან და არ განიცდიან თანაგრძნობას.
28 თებერვალს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა „ბულინგის“ თემასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ კომპეტენტური პირები:დეკანოზი მირიან (ფირცხალაიშვილი),დეკანოზი საბა(ჟღენტი); მღვდელი გიორგი ტუღუში. პედაგოგები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები, სოც.მუშაკები, ადვოკატი და რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ქ-ნ ნინო ჩიტაძე.
ბიბლიოთეკის დირექტორმა , ნუნუ ენუქიძემ ბრძაბა, რომ: „მაქსიმალურად ვეცადე ყველა სფეროს და ყველა ასპექტით მომეწვია სტუმრები, რათა ყველა მხარის მოსაზრება გაგვეგო, გვესაუბრა. ვთხოვე სამართალდამცავ სტრუქტურასაც - პოლიციას და რატომღაც არ მოვიდა არავინ“
ნინო ჩიტაძემ ისაუბრა სკოლებში ე.წ „საშვის სისტემის“დანერგვაზე,ჯერ მხოლოდ ქალაქის სკოლებში. რაც ხელს შეუწყობს კონტროლირებადი გახდეს სკოლებში უცხო, გარეშე პირთა შესვლა ან გამოსვლა და მოსწავლე იყოს დაცული.
ადვოკატმა ლია მუხაშვრიამ ბრძანა, რომ დღესდღეისობით ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს საქართველოში ამ კუთხით. ჩვენ ვართ ძალადობრივ გარემოში. მთელი მსოფლიო მეტ დროს ახმარს ძალადობის აღმოფხვრას და ნაკლებ ყურადღებას წამების და ძალადობის მსხვერპლს. შეწყალების კომისია მოძალადე ადამიანს არ იწყალებს . ქალბატონმა ლიამ ჩაატარა გამოკითხა ბავშვებში და დაუსვა კითხვა მათ თუ ვის აქვს უფლება სცემონ ისინი. პასუხი: დედას,მამას,ძმას, დას და ბავშვების განსაზღვრებით თუ აფუჭებენ ესე იგი იმსახურებენ კიდეც დასჯას. ბავშვები ყველაფერს იღებენ, ისრუტავენ ავტომატურად განსჯის გარეშე. ლია მუხაშავრია ამბობს, რომ „ნუ შევეცდებით ვინმე კონკრეტული ვიპოვოთ, არამედ სახელმწიფომ, პარლამენტარებმა თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აღმოფხვრას ეს“
სხვა კუთხით უფრო წავიდა დისკუსია ვიდრე კონკრეტულად ბულინგის თემის შემოფარგვლით. მწვავე დებატებში შევიდნენ დეკანოზი მამა-საბა და ხაჯალიის სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა. მამა საბამ აღნიშნა იქ მსხდომ რამოდენიმე ქალბატონის ჩაცმულობა, რომ ისინი „მამაკაცის შესამოსელით“ არიან მის წინაშე წარმოდგენილი . ამ ქალბატონებიდან პედაგოგი გახლდათ ერთ-ერთი, რასაც გაღიზიანება მოჰყვა. ნინო ჩიტაზემ განაცხადა, რომ „შარვალჩაცმული პედაგოგი“ არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია მაღალი განათლება მისცეს მოსწავლეს. მამა საბა პასუხობს მას ფრაზით - „სანამ თქვენ თავს ვერ მოაწესრიგებთ თქვენ რა უნდა ასწავლოთ ბავშვებს“
შეხვედრისას უფრო მეტი დრო დაეთმო შენიშვნების მიცემას ერთმანეთის მიმართ, ვიდრე პრობლემის აღმოფხვრის გზებს.
ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ, მაგრამ ერთმანეთის მოსმენის და რასაც ვამბობთ იმის სწორად აღქმის უნარი არ გაგვაჩნია, რაც კულტურის დონის ნაკლებობაზე მეტყველებს. სამ საათიანი შეხვედრიდან ნახევარზე მეტი დრო დაეთმო აბსოლუტურად არა თემატურ ჭკუის სწავლებას. ფაქტიურად „ ბულინგი“ იყო იქ.
როდის დადგება ის დრო, ყველა ადამიანმა საკუთარი აზრი გამოვხატოთ ისე, რომ არ აზიანებდეს სხვას.

სოფო ბურკაძე

მოიწონეთ სტატია