შეხვედრა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან

rezieლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში, მოყვარულ მონადირეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორ -ალექსანდრე ხაბეიშვილთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან და მის მოადგილე, თომა დეკანოიძესთან ერთად შეხვდნენ.
ადგილობრივების მოთხოვნა, დაცულ ტერიტორიაზე ნადირობის უფლების მოპოვება და გარკვეული შეზღუდვების მოხსნაა. ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ კოლხეთის დაცულ ტერიტორიას, მიენიჭოს მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის სტატუსი და სამართავად გადმოეცეს მუნიციპალიტეტს. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, რეზი ორაგველიძის განცხადებით, ორი კვირის წინ მის წინააღმდეგ მოხდა გამაფრთხილებელი სროლა: ,,ორი კვირის წინ კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლების მხრიდან მოხდა ჩვენს მიმართ გამაფრთხილებელი გასროლა. მანამდე გააბეს თოკები და კინაღამ წყალში ჩავიხრჩვით. ჩვენ განსაკუთრებულს არაფერს არ ვითხოვთ, სახელმწიფოს წინააღმდეგ კი არ მივდივართ, უბრალოდ მოგვცენ იმის უფლება, რომ ჩვენივე ტერიტორიაზე ვინადიროთ. ოკუპანტები ხომ არ ვართ, თოფი გვესროლონ და თოკები გაგვიბან. ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას დაგვპირდა და იმედია რაიმე გამოსავალს მოვნახავთ“_აცხადებს ორაგველიძე.

როგორც დაცული ტერიტორიების წარმომადგენლებმა განმარტეს, კოლხეთის ეროვნულ პარკს ძველი ტრადიციები დაუბრუნდა, რაც გამოიხატება მისი სოცილური მნიშვნელობის აღდგენაში. ნაკრძალის ტერიტორიაზე დაშვებულია თევზჭერა, ძოვება, ამ მიზნით დროებით შენობების აშენება, დაშვებულია სოციალური ჭრები, ხოლო ნადირობა კანონის შესაბამისად იკრძალება.
,,არ შეიძლება მხოლოდ გამოყენებითი თვალსაზრისით შევხედოთ კოლხეთის დაცულ ტერიტორიებს. მას ძალიან დიდი ეკოლოგიური დატვირთვა აქვს და გარემოს გაჯანსაღებას უწყობს ხელს“, აღნიშნა თომა დეკანოიძემ.
როგორც აღინიშნა, საკითხზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება და პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
P.შ მიუხედავად მასშტაბური შეკრებისა, როგორც ჩანს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები რაიმე დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. თუმცა, ლანჩხუთელ მონადირეებს მაინ ეიმედებათ, რომ უახლოეს მომავალში მათთვის სასიკეთო ცვლილებები მოხდება.

მოიწონეთ სტატია