თქვენ არ იცნობდით დოდოს...!

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 1121

al gurაფხაზეთის ომის ვეტერანი, დოდო გუგეშაშვილის მეგობარი, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგ წერილს აქვეყნებს!

თქვენ არ იცნობდით დოდოს...!


მას შემდეგ, რაც დაზვერვაზე წასული სამ მზვერავთან ერთად ტყვარჩელის გარემომცველ მთებში დავიკარგეთ და ორი დღე მთავარ შტაბთან და მოწინავე ჯგუფთან კავშირი არ გვქონდა, დაღუპულებად გვთვლიდნენ. ამ დროს ქვევიდან მოწინავე ჯგუფთან შესაერთებლად, რათა ჩავენაცვლებინე მე და მეთაურობა საკუთარ თავზე აეღო ,ქვევიდან ჩვენი რეზერვი დაიძრა ორი კაცის შემადგენლობით...( ჩემი ძმა რომელსაც ხელი ორ ადგილას გადამტვრეული ჰქონდა, ტყვიით თაბაშირი ედო და ფეხუცა, რომელსაც ფეხი ულპებოდა და თითქმის ვერ დადიოდა)...
ჩვენც გამოვაღწიეთ მთებიდან და ოჩამჩირეში მთავარ შტაბში კიტოვანთან შესახვედრად წავედით. შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო და წყალში ჩაყრილი.
მთაში კი დილიდანვე ბრძოლები დაიწყო. ჩემი ძმა მძიმედ დაიჭრა ... ევაკუაცია მხოლოდ ვეტრმფრენით იყო შესაძლებელი..ისე აზრი არ ქონდა, იქ სადაც ბრძოლა მიმდინარეობდა დაახლოებით 10 საათი სჭირდებოდა მიღწევას ფეხით. ჩემს მზვერავებთან ერთად სატადიონზე მივედი, სადაც ვერტმფრენთა სადგომი იყო და სადანაც ვერტმფრენი ქუთაისში უნდა გაფრენილიყო. მე არაფერი არ მითქვამს მფრინავთათვის. მაგრამ, მათ უარი განაცხადეს გაფრენაზე, ჩამოგდების შიშით. არაფერი არ მითქვამს, უკან გამოვბრუნდი და სოფლისაკენ წავედით, რომელიც იმ მთის ძირში იყო. გზაში მანქანა წამოგვეწია და წინ გადაგვიდგა. დოდო გადმოვიდა. ვეუბნები დავბრუნდეთ, მე ვერავის ვუბრძანებ სასიკვდილოდ გაფრინდნენ თან იქ ჩემი ძმაა. ის ამბობს, წამოდი წამოდი, უკან დავბრუნდით. დოდო ვერტმფრენში შედის . დღესაც არ ვიცი რა უთხრა. მივფრინავთ.. .დარჩი_ ვეუბნები დოდოს, გამიცინა და მივხდი, რომ ვუთხარი ის, რაც არ უნდა მეთქვა. ოთხნი ვართ პილოტების გარდა. დოდო პილოტებთან შედის კაბინაში. ჩვენ კარებს ვაღებთ, ერთი მიკავებს. ჩემი ტყვიამფრქვევია მთავარი საცეცხლე ძალა. 10 წუთში მთებში ვართ. პირველი შემოუფრინეთ და მეორეზე გვესროლეს რაკეტა. დოდო პილოტების კარს აღებს, მგონი აგვცდა_ მიყვირის და ისევ მიცინის. ხომ ვიცი კაბინაში რაც ხდება... უკან გამოფრინდნენ. სოფელში დასვან ვეუბნები, იქ, მთის ძირში. ვიცი, რომ ყველაფერი მორჩა, მაგრამ ზევით ჩემი ხალხია და უნდა წავიდე. უკვე 6 საათია, რაც გააფთრებული ბრძოლაა მთებში. ვერტმფრენიდან ჩამოვდივარ. ჩვენ ვრჩებით. ესენიც გამომყვნენ, მეუბნება, რაღაცას ვიზამ... არაფერს ვეუბნები, მიფრინავენ. სოხუმში გაფრენილან... იქ მეორე ვერტმფრენი ნახა, ამჯერად საბრძოლო და ისევ მთებში გამოფრინდა სიკვდილთან შესახვედრად... ვერც ამჯერად მოახერხეს დაჯდომა... ისევ აუქცია სიკვდილმა გვერდი. მხოლოდ ის მოახერხეს, დაკიდებული ვერტმფრენიდან სადღაც კლდეებზე თოვლში გადმოხტნენ. ვეღარ მიუსწრეს... და აზრიც არ ჰქონდა ალბათ, ხოლო შანსი რომ გადარჩენილიყვნენ იყო ზუსტად იმდენი, რამდენი პროცენტიც აქვს საჰაერო გადასატან სისტემას, რომ აცდეს მიზანს, ანუ თითქმის არაფერი... და ეს მაშინ, როცა დოდოს იქ არაფერი ესაქმებოდა საერთოდ არც მისი მოვალეობა იყო...
თქვენ არ იცნობდით დოდოს..!
იქ და სხვაგანაც ბევრჯერ აუარა სიკვდილმა გვერდი იმისთვის, რომ ამ დიდ განსაცდელს მოსწრებოდა... ამასაც გაუძლებს ვიცი. კიდევ მრავალის დედა და გაჭივრებაში ჩავარდნილის მშველელი იქნება. კიდევ გაიგებთ დოდოს შესახებ, გაძლევთ გარანტიას!..
თქვენ არ იცნობთ დოდოს!
პ.ს.დიდი ხნის წინ ომის გზაზე დამდგარმა აღმოვაჩინე, როგორ ჩასახლდა დემონი ჩემში... და იმის მერე მე და უფალი ერთად ვებრძვით მას... ისე ნუ იზამთ, რომ ეს დემონი იმ მტერთა მაგივრად, რომლებიც გარს შემოგვჯარვიან, რომელიმე თქვენგანს, ჩემს თვისტომთ დაგადგეთ..!