,,ჰო და არას" შეთავაზება პერსპექტიულ ახლგაზრდებს!

ho da araგაზეთ ,,ჰო და არას" რედაქციასთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზი_ ,,თავისუფალი სახლი" ახორციელებს პროექტს: ,,თავისუფალი მედიის ხელშეწყობა და რეგიონული განვითარება". პროექტის ფარგლებში შეირჩევა 12 კონკურსანტი. გამარჯვებულები გაივლიან უფასო ტრენინგ-კურსს ჟურნალისტიკასა და მედიამენეჯმენტში. კურსის ხანგრძლივობა ორი კვირა. გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი. საუკეთესო ოთხი კონკურსანტი დასაქმდება პროექტში. მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია. გისურვებთ წარმატებებს! მისამართი: ლანჩხუთი, კვირკველიას ქუჩა N22. ტელეფონი: 599 11 80 16

მოიწონეთ სტატია