საეჭვოდ გაზრდილი კომუნალური გადასახადები!

DENIროგორც აღმოჩნდა, იანვრის თვეში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სიურპრიზი გაუკეთეს! ,,ჰო და არაში“ მოვიდნენ განაწყენებული მოქალაქეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ წინა თვეებთან შედარებით მაღალი კომუნალური გადასახადები მიუვიდათ. თითქოს ტრადიციად იქცა, წელიწადში რამდენჯერმე მეორდება ეს უცნაურობა. ,,ჰო და არა“ დაუკავშირდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას(სემეკს), სადაც განგვიცხადეს, რომ დენის და გაზის ტარიფების ზრდა მოხდა პირველი იანვრიდან, თუმცა არც ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ამას სერიოზული სხვაობა მოეცა. სემეკის განცხადებით: 101 კილოვატი ელექტროენერგიის მოხმარება 14 თეთრი, 101 კილოვატიდან 301 კილოვატის ჩათვლით 18 თეთრი, ხოლო 301 კილოვატიდან ზევით 22 თეთრით განისაზღვრება. ხოლო ჩვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ აბონენტებმა პირადი განცხადების საფუძველზე უნდა მოითხოვონ სიტუაციის გარკვევა, ვინაიდან ასეთი დიდი სხვაობები წინა თვეებთნ დაკავშირებით, აუცილებლად მოითხოვს ინდივიდუალურ გამოძიებას.
გთავაზობთ ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად ძიძიგურის სიტყვით მიმართვას, როდესაც ის 2012 წელს კენჭს იყრიდა რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობაზე: ,,თქვენ რომ დენით კმაყოფილები ხართ და იხდით 17 თეთრს ერთ კილოვატზე, იცით ერთი კილოვატ-საათი რა ღირს?_სამი თეთრი ღირს! 17 თეთრს რატომ იხდით იცით? ჯიბეში ხელს გიყოფენ და გაცლიან. გაზზე რომ 40% პოლიტიკური ფასი ადევს იცით? საწვავი რომ 70 თეთრით ნაკლები უნდა ღირდეს იცით?“
სიტყვით გამოსვლის დროს, მას ერთ-ერთმა რუსთაველმა ქალბატონმა ჰკითხა: ,,რაში ვარ დარწმუნებული, რომ ,,ქართული ოცნება“ მოვა და დენს სამ თეთრს გახდის?“
პასუხი ამ ქალბატონმა დიდი ხანია მიიღო, შესაძლებელი ზვიად ძიძიგურისთვის არაფერს წარმოადგენდეს კილოვატ-საათზე 22 თეთრის გადახდა, მაგრამ შეჭირვებულ მოსახლეობას მძიმე ტვირთდ აწევს. ეტაპობრივად, საკმაოდ ორგანიზებულად მიმდინარეობს კომუნალური ტარიფების ზრდა, პროდუქტების გაძვირება, საწვავზე ფასების მატება, მედიკამენტების გაძვირება. ამ საკითხებში ხელისუფლებას უუნარობას ნამდვილად ვერ დავწამებთ. ავიღოთ ერთი ჩვეულებრივი პენსიონერი, მას აქვს 180 ლარი პენსია- როგორ უნდა გაწვდეს ეს თანხა კომუნალურ გადასახადებს, მედიკამენტებს, საკვებს და სხვა ყოფით საჭიროებებს, ჩვენთვის ამოუცნობია. თუმცა ამ პრობლემაზეც აქვთ პასუხი ხელისუფლებაში, წარმოშობით ოზურგეთელი, ,,ქართული ოცნების“ წევრი, წინა მოწვევის თბილისის საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძე მიიჩნევდა, რომ დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკვებად საკმარისია.
რიმა ბერაძის თქმით, აღნიშნულ თანხაში ორგანიზმისთვის საკმარისი კალორიების შემცველი საკვების შეძენა შეიძლება.
“ერთ ლარ და 18 თეთრში არის ის კალორიულობა, რაც საჭიროა. ვფიქრობ, ამ კუთხით ჩვენ შენიშვნები არ გაგვაჩნია“, – განაცხადა მაშინ დეპუტატმა.
კი ქალბატონო რიმა, საკმარისია და რამდენიმე თეთრი მოგვრჩება კიდეც. მაგრამ, საინტერესოა თქვენ რა კუჭი გაქვთ ასეთი, როცა წელიწადში 49 920 ლარით მდიდრდებოდით, (ეს ოფიციალურად) ან თქვენი შვილის სწავლისთვის რა საჭირო იყო წელიწადში 7 600 ლარის გადახდა. ან რაში გჭირდებათ 1 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარში და 400 კვ.
მეტრის მიწის ნაკვეთი ურეკში. 122,60
-0:02
კვადრატული მეტრისა და 90 კვ. მეტრის ფართობის ბინები თბილისში.?!
უფრო საინტერესოა მეორე ,,მარგალიტის“, ზვიად ძიძიგურის შემოსავლები. როგორც სჩანს, ძიძიგურის ,,სამთეთრიანმა“ დაპირებებმა, მკვეთრად გააუმჯობესა მისი ფინანსური მდგომარეობა. როდესაც ის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, მისი ჯიბე ყოველწლიურად 76 065 ლარით ივსებოდა, ამას ემატებოდა ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შემოსავალი 4 400 ლარის ოდენობით. ანუ გამოდის, რომ იგი მოტყუებული მოსახლეობის ხარჯზე წლიურად 80 000 ლარით მდიდრდებოდა. შედარებისთვის, რასაც ძიძიგური გამოიმუშავებდა წლიურად, ამისთვის 37 წელი(!) უნდა იღებდე პენსიას! ზოგისთვის მართლა სამი თეთრი გახდა დენის გადასახადი, ზოგისთვის უფასო და ზოგისთვის სულაც მიუწვდენელი!
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 

მოიწონეთ სტატია