როდესაც სახელმწიფო სადარბაზო გგონია!

kvirirkaდიდი ბრიტანეთის მთავრობის მინისტრი, ლორდთა პალატის წევრი ლორდ ბეიტსი თანამდებობიდან სამსახურში დაგვიანების გამო გადადგა.
მაიკლ ბეიტსი, რომელიც 2008 წლიდან ლორდთა პალატის წევრია და 2016 წლიდან სახელმწიფო მინისტრია საერთაშორისო განვითარების საკითხებში 2016 წლიდან ხელმძღვანელობს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება ლორდთა პალატაში გააკეთა.
„სანამ პალატას დავტოვებ, მინდა გულწრფელად მოვუბოდიშო ბარონესა ლისტერს, რადგან მე სამუშაო ადგილზე არ ვიმყოფებოდი, რომ მისი კითხვებისთვის მეპასუხა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე.
5 წლის განმავლობაში მთავრობის სახელით კითხვებზე პასუხი ჩემი პრივილეგია იყო და ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩვენი მთავრობის სახელით საუბარი უმაღლეს სტანდარტამდე უნდა აგვეყვანა პატივისცემითა და პასუხისმგებლობის გრძნობით.
ძალიან მრცხვენია, რომ ადგილზე არ ვიყავი ამიტომ გადავწყვიტე, პრემიერს ჩემი დაუყოვნებლივ გადაყენების მოთხოვნით მივმართო.
ბოდიშს ვიხდი“ - განაცხდა ბეიტსმა და დაბრაზი დატოვა.
მის გადაწყვეტილებას დარბაზში აჟიოტაჟი მოჰყვა.
მოგვიანებით, პრემიერმა განცხადება გააკეთა, რომ ბეიტსის გადაყენებას არ აპირებს და ეს საქციელი , მისი სამუშაოსადმი მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნებას ადასტურებს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი იუ კიო ჰატოიამა იმის გამო გადადგა თანამდებობიდან, რომ მან ვერ შეასრულა წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება, კუნძულ ოკინავადან ამერიკული ბაზის გაყვანის თაობაზე.
შეგვიძლია ბევრი ფაქტის მოყვანა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები და უმაღლესი თანამდებობის პირები გადადგომის შესახებ აკეთებდნენ განცხადებას არცთუ ისე მძიმე დანაშაულებების გამო.
საქართველო ამ მხრივაც გამორჩეულია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თითქმის ყოველდღიურად იმდენ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა მედიის და ოპონენტების წინააღმდეგ, რომ წიგნი დაიბეჭდებოდა. მისი თქმით, ის საერთოდ არ კითხულობდა საქართველოში გამომავალ ბეჭდურ მედიას და ამაზე ქვეშევრდომნი ტაშს უკრავდნენ. ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება მედიის და საზოგადოების მიმართაც, უტაქტობის უმაღლეს ხარისხში უნდა ავიყვანოთ, მასაც ტაშს უკრავდნენ. ,,სასიამოვნოდ გააოცა“ ქართული საზოგადოება გიორგი კვირიკაშვილის მიერ ტკბილად წარმოთქმულმა კეთილების გინებამ. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს პირველი პირისთვის პასუხი მოეთხოვათ და კეთილები იქეთ ეგინებინათ ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისთვის, აქაც ტაში დაუკრეს. ის კი არა, კვირიკაშვილის დამცველთა რაზმი შეიქმნა, რომელიც მოწინააღმდეგეებს სავარაუდოდ დედის გინებით და ეკლიანი მათრახით გაუსწორდებოდა. თუ დაფიქრებულხართ, რატომ გადადგა ბრიტანეთის მთავრობის მინისტრი იმის გამო, რომ სამსახურში დააგვიანა, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრს რატომ მოემატა რეიტინგი კეთილების გინების გამო? იფიქრეთ, იფიქრეთ...
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია