პედაგოგი-მსახიობი სოფო გვაზავა, იგივე ადამიანი-ენერგია!

sofლადო აფხაზავასთვის მიძღვნილ საღამოზე იყო ბევრი პოზიტიური მომენტი, იყო ბევრი კარგი ნომერი, თუმცა მაინც გამოირჩეოდა რამდენიმე პედაგოგი თავისი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით. ალბათ ერთხელ მაინც გინახავთ ,,კომედი შოუს“ მსახიობების მიერ შესრულებული სკეტჩები და მუსიკალური ნომრები. არის ასეთი დუეტი ,,ზოია და მარინა“, რომელიც ძალზედ დიდი პოპულარობით სარგებლობს. აფხაზავასთვის მიძღვნილ საღამოზე, სხვა ნომრებთან ერთად, სოფო გვაზავამ და მისმა მეგობარმა პედაგოგმა შესანიშნავად შეასრულეს ,,ზოიას და მარინას“ მათეული ვერსია, ნომერი იმდენად კარგი გამოვიდა, რომ თავად თამუნა ლეკვეიშვილი და თათია სულუაშვილი გეგონებოდათ სცენაზე. ნამდვილად ენა არ მოუბრუნდებოდა ვინმეს ეთქვა, რომ ეს ადამიანები არტისტები არ იყვნენ. როგორც აღმოჩნდა, სხვა დროსაც შეუსრულებიათ სხვადასხვა მუსიკალური ნომრები და დიდი მოწონებაც დაუმსახურებიათ. სოფო გვაზავა მაჩხვარეთის საბავშვო ბაღში ფსიქოლოგად მუშაობს, მანამდე ამავე ბაღში 10 წელი აღმზრდელად მუშაობდა. იგი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მიუხედავად დაძაბული სამუშაო გრაფიკისა, ახერხებს და მეგობრებთან ერთად თავის საყვარელ საქმიანობას ეწევა, ანუ ,,მღერიან და ცეკვავენ პედაგოგები“. გული წყდება, რომ არ აქვს იმდენი თავისუფალი დრო, რომ საყვარელ საქმიანობას სერიოზულად მიხედოს, არც შვილებთნ გატარებული დროის სიმცირე აკმაყოფილებს. თუმცა, იმდენად უყვარს ის საქმე, რასაც წლებია ემსახურება, რომ მიიჩნევს არაფერი დაუკარგავს. სოფო ამბობს, რომ თუ ბავშვი არ გიყვარს, თუ სულით და გულით არ მიგეჩქარება მათთან, მაშინ ბაღში მუშაობას აზრი არ აქვს და ეს უფლის, საკუთარი თავის და ბავშვების მოტყუებაა. სხვათაშორის, სასიამოვნოდ გამაკვირვა სოფოს მაღალმა ინტელექტმა, საზოგადო განათლებამ, მასთან ყველა თემაზე შეიძლება საუბარი. გარდა იმისა, რომ თავისი საქმის პროფესიონალია, ძალიან კარგად მღერის და მისათითებელი დედაა, ის საკმაოდ კარგად ერკვევა პოლიტიკაში, სპორტში, დიპლომატიაში, ისტორიაში და ა.შ. საინტერესოა, რას ფიქრობს ის უშუალოდ თავის პროფესიაზე, სწავლების მეთოდზე, ახლანდელ და წინა თაობებზე, მოზარდებს შორის მომატებულ აგრესიაზე და იმაზე თუ რატომ დაშორდა ქართველი ახალგაზრდობა წიგნს:
-სოფო, როგორ ფიქრობ, ის სისტემა სადაც მუშაობ, ბოლომდე გამართულია, თუ არის ხარვეზები?
-ცოდვა იქნება ვთქვა, რომ ბაღებში ინფრასტრუქტურა და კვება მოუწესრიგებელია მეთქი. მაგრამ, გარდა ამ კომპონენტებისა, არის ნიუანსები, რაც აუცილებლად დასახვეწია და სრულყოფილებაშია მოსაყვანი. მიმაჩნია, რომ თუ გვინდა წინ წავიდეთ, აუცილებლად უნდა ავუწყოთ ფეხი თანამედროვეობას. არაა მართებული, მხოლოდ ის გადმოვიტანოთ განვითარებული ქვეყნებიდან, რაც მხოლოდ ინდივიდუალურ პრეტენზიებს გვიკმაყოფილებს. სანამ ფსიგოლოგად დავიწყებდი მუშაობას, ვიყავი აღმზრდელი 10 წლის განმავლობაში, ბაღის ბავშვებთან ურთიერთობა ცოტათი რთულია, გამომდინარე მათი ასაკიდან, მაგრამ ეს არის ძალიან მაგარი აზარტი და დიდი საქმე. ვერ წარმომიდგენია თავი ამ ბავშვებთან ურთიერთობის გარეშე, მათთან სიახლოვის გარეშე. გული მწყდება, რომ 21-ე საუკუნეში, კიდევ არ არის შესაბამისი დამოკიდებულება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ. საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ბაზა, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები და რაც მთავარია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ასეთი ბავშვების მიმართ. ინკლუზიური სწავლება არის უმნიშვნელოვანესი, ამას სჭირდება სათუთი მიდგომა, დიდი ყურადღება. რაოდენ გულსატკენიც არ უნდა იყოს პედაგოგებისთვის, საჭიროა მათი უმაღლეს დონეზე დატრენინგება, მათ შორის მეც ვსაჭიროებ, კონკრეტულად ერთ და ორ პედაგოგზე არ ვსაუბრობ. ცხოვრება წინ მიდის, იზრდება მოთხოვნილებები, მიდგომები, გამოწვევები. ის, რაც საკმარისი იყო მაგალითად 20 წლის წინ, დღეს მიზერულად ითვლება.
-როგორი იყო თქვენი ბავშვობის პერიოდის ბაღი და როგორია ახლა?
- რა თმა უნდა, ხარვეზები მაშინაც იყო და დღესაც არის. თუმცა, აშკარად ევოლუცია მოხდა, რაც მხოლოდ დადებით რეფორმებში არ გამოიხატება. ვფიქრობ, ადრინდელი დამოკიდებულებები, პასუხისმგებლობა, დისციპლინა სულ სხვა დონეზე იყო და რადიკალურად განსხვავებულია დღეს. მთავარი მაინც მშობლის დამოკიდებულებაა, მან უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ერთობლივი ძალებით მოვახერხოთ ძლიერი, განვითარებული, განათლებული, ღირსეული და ეროვნული სულისკვეთბის მქონე ბავშვის აღზრდა. ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი ბაზა, რომ უკვე სკოლას გაცილებით ნაკლები სამუშაო ჰქონდეს ბავშვის აღზრდაზე და მეტი მის განათლებაზე. უხერხული თემაა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბაღში დასაქმებული პერსონალის ძალიან დაბალი ანაზღაურება, ხაზს ვუსვამ_ ძალიან დაბალი. ადამიანები, რომლებიც მთელ დღეს სამზარეულოში ფუსფუსებენ და ბავშვების ჯანმრთლობა დიდწილად მათზეა დამოკიდებული, 160 ლარად არ უნდა მუშაობდნენ. ძიძის ხელფასი, რომელსაც აუარება საქმე აქვს და მართლა ყირაზე გადადის, რომ იდეაულურად შეასრულოს თავისი საქმე, 190 ლარით არ უნდა იყოს განსაზღვრული. sop
-წიგნი აშკარად აღარ არის ახალგაზრდობისთვის პრიორიტეტი, ამ კუთხით საქართველო ერთ-ერთი მაჩანჩალაა მსოფლიოში. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ასეთი მკვეთრი უკუსვლა?
-მხოლოდ ინტერნეტიზაციას ვერ დავაბრალებთ ამას, თუმცა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ამ ფაქტორმა. ზემოთ აღვნიშნე, რომ ჩასატარებელია ტრენინგები პედაგოგთათვის, შესაცვლელია მიდგომები, გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რა სურს ბავშვს, რა მიმართულებებია მისთვის პრიორიტეტი და ა.შ. მშობლის როლი წიგნთან მიმართებაში უდაოდ დიდია, მაგრამ სახელმწიფომ თუ არ შეიმუშავა კონკრეტული პროგრამები, რაც წიგნიერებაზე იქნება დაფუძნებული, არაფერი გამოვა. უნდა ტარდებოდეს ძალიან ბევრი ინტელექტუალური ვიქტორინები, სპორტული პროგრამები, უნდა იყოს სერიოზული წახალისებები, ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ წიგნიერება და განათლება ფასდება. უნდა შეიქმნას კონკურენტული გარემო, არ უნდა დავუტოვოთ ბავშვებს დრო, იფიქრონ ცუდზე და მავნებლობაზე. როდესაც ერთი მოსწავლე დაინახავს, რომ მისი მეგობარი წარმატებულია, დაფასებულია, დატვირთულია სხვადასხვა პროგრამებით, ჩართულია საგანმანათლებლო პროექტებში, მაშინ მასაც გაუჩნდება სურვილი დაემსგავსოს თავის მეგობარს და პაქრობა გაუწიოს ამ კუთხით. ამისთვის საჭიროა სახელმწიფოს ნება, დიდი ფინანსები და კვალიფიციური კადრები.
-რომ შეგეძლოთ, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სისტემაში რას შეცვლიდით?
-ძალიან ბევრ რამეს, მაგრამ პირველ რიგში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშთათვის შევქმნიდი შესაბამის ინფრასტრუქურას და იდეალურ გარემოს. ამ ბავშვების საზოგადოებაში ადაპტირება ღირსეულად ვერ მოხერხდება, თუ ძირეული რეფორმები არ გატარდება. ვიტოვებ იმედს, რომ სისტემა გახდება მაქსიმალურად მოქნილი, მოწესრიგებული და რაც მთავარია იმ საზოგადოებაზე მორგებული, ვისთვისაც არსებობს ეს სისტემა!
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია