ქალები, რომლებიც ლანჩხუთში პოლიტიკურ ამინდს შექმნიან!

evrგავაკეთებთ მაქსიმუმს და იმაზე მეტსაც, რაც ადამიანს ძალუძს, რათა ჩვენი შვილების მომავალი ნათელი იყოს!“


საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ქალთათვის მაღალი თანამდებობის ან დიდი პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ.

ქალი პოლიტიკაში არ უნდა ითვლებოდეს ეგზოტიკად. მეტი სამუშაოებია ჩასატარებელი რათა შეიცვალოს საზოგადოების მიდგომა ამ საკითხის მიმართ. დროა დავივიწყოთ ფრაზა „ქალის ადგილი სამზარეულოშია“, რადგან საჭიროზე მეტი ფაქტი ადასტურებს ქალთა ეფექტურ და პროფესიონალურ მოღვაწეობას პოლიტიკაში.
სასიამოვნო ფაქტია, რომ პარტია ,,ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციაში გაწევრიანებულია რამდენიმე ქალი პოლიტიკოსი. მკითხველისთვის საინტერესო იქნება მათი ბიოგრაფია, გამოცდილება, პოლიტიკური მიზნები და ის, რატომ არინ დღეს ,,ევროპული საქართველოს“ წევრები.

გულნარა ჩიჩუა დაიბადა 1957 წლის 12 აპრილს ქალაქ ლანჩხუთში, აქვს უმაღლესი განათლება. ჰყავს ორი შვილი, ხოლო მეუღლე გარდაეცვალა. გულნარა ჩიჩუა დროებით უმუშევარია. 2013-14 წლებში იყო სოფელ აკეთის რწმუნებული. 2014-15 წლებში იყო ა(ა)იპ ,,უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის“ დირექტორი.
გულნარა ჩიჩუა: ,,მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით დავმარცხდი, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა, ასევე იმ ადამიანებსაც, ვინც ვერ გაუძლო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლებს, მადლობას ვუხდი სოფელ აკეთის თითოეულ ამომრჩეველს. მიუხედავად მარცხისა, აკეთლებს ვპირდები, რომ მე და ჩემი გუნდი ,,ევროპული საქართველო“ ვიქნებით ის ძალა, ვინც ჩაანაცვლებს ამ უნიათო ხელისუფლებას და ყველა მათგანის პრობლემას გულთან მივიტანთ, შევძლებთ მათი ოჯახების უმძიმესი სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას. ადგილობრივი მავნებლური ხელისუფლება წინასაარჩევნოდ უხვად სცემდა დაპირებებს, თუმცა არჩევნების დამთავრებისთანავე მოსახლეობა დაივიწყეს. დღევანდელ ე.წ. მერს და აკეთის თემის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი მორჩილაძეს, არც კი ახსოვთ აკეთში მცხოვრები მოსახლეობის არსებობის შესახებ და მით უმეტეს არ ფიქრობენ პრობლემების მოგვარებაზე.“

რუსუდან კობალავა დაიბადა 1966 წლის 21 თებერვალს ქალაქ ლანჩხუთში, დაამთავრა ნიგოითის საშუალო სკოლა, სწავლობდა პროფესიულ სასწავლებელში, ამის შემდეგ სწავლა განაგრძო ქალაქ იაროსლავში სამედიცინო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1989 წელს. 1990 წლიდან დღემდე მუშაობს ლანჩხუთის საავადმყოფოში გინეკოლოგიურ განყოფილების ექთნად, სამედიცინო ცენტრ ,,მედალფას“ კლინიკაში მიმღები განყოფილების ექთნად.
რუსუდან კობალავა: ,,იმის გათვალისწინებით, რომ დავიბადე და გავიზარდე სოფელ ნიგოითში, ზუსტად ვიცი სოფელში მცხოვრები თიოეული ოჯახის ჭირი და ლხინი. მივიღე გადაწყვეტილება, რომ პარტია ,,ევროპული საქართველოს“ სახელით გავმხდარიყავი სოფელ ნიგოითის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი უპრეცედენტო ზეწოლისა და მოსყიდვების ხარჯზე, სამწუხაროდ გაიმარჯვა ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა, რომელსაც ამ უსუსური ხელისუფლების პირობებში, ფაქტიურად არ შესწევს ძალა, მოაგვაროს სოფელში არსებული პრობლემები. ეს ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი კომფორტისთვის იბრძვის, საკრებულოში ქმნიან არაფრისმომცემ ფრაქციებს, რომლებსაც სახელფასო ინტერესის გარდა სხვა არანაირი დატვირთვა არ გააჩნია. ვპირდები ნიგოითის მოსახლეობას, რომ ,,ევროპულს საქართველოსთან“ ერთად ვიქნები მუდამ მათ სადარაჯოზე“.
თინათინ ხვედელიძე დაიბადა 1981 წლის 26 ივლისს ქალაქ ჭიათურაში, დაამთვრა სოფელ წირქვალის საშუალო სკოლა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მუშაობს ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრ ,,მედალფაში“ სანიტრის პოზიციაზე.
თინათინ ხვედელიძე: ,,მიმაჩნია, რომ ,,ევროპულ საქართველოს“ შეუძლია ქვეყანაში და მათ შორის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეცვალოს არსებული უმძიმესი სოციალური ფონი. ასეთი მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების მმართველობის პირობებში, კონკრეტული პრობლემების მოგვარების ელემენტარული პერსპექტივაც არ არსებობს. საწყენია, რომ მერი, ასე მალე ამჟღავნებს თავის თავს და მოსახლეობის რეალური პრობლემების მიმართ ძალზედ გულცივია. ჩვენი პარტიის ადგილობრივ ქალთა ორგანიზაციას აქვს უამრავი გეგმა, რომლის განხორციელებასაც მოსახლეობის თანადგომა სჭირდება. გავაკეთბთ ყველაფერს, რათა ჩვენი შვილების მომავალი ევროპული, ნათელი და ღირსეული იყოს“.

მერი მოისწრაფიშვილი დაიბადა 1976 წლის 15 აგვისტოს, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
მერი მოისწრაფიშვილი: ,,ვფიქრობ, სიახლეს არ წარმოადგენს ,,ქართული ოცნების“ მავნებლობა, უნიათობა, აგერ უკვე ხუთ წელზე მეტია, რაც ,,გამეცადინებულნი“ არიან ქვყნის კეთილდღეობისათვის. სწორედ ხელისუფლების უნიათობამ და არაპროფესიონალიზმმა გადამაწყვეტინა, შევსულიყავი ყველაზე ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიაში, რომელსაც ,,ევროპული საქართველო“ ჰქვია. ადგილობრივი ხელისუფლება და პირველ რიგში ე.წ მერი აცდენილია რეალობას დროსა და სივრცეში. იდევნება ყველა, ვინც განსხვავებულ აზრს აფიქსირებს, ამის გამო ბევრი დაითხოვეს სამსახურებიდანაც. მჯერა, ,,ევროპული საქართველო“ ჩაანაცვლებს უმაქნის ხელისუფლებას და შეძლებს მოსახლეობის უმძიმესი მდგომარეოდიდან გამოყვანას“.

თინათინ ტიკარაძე დაიბადა 1981 წლის 14 ივლისს ადიგენის რაიონში. ცხოვრობს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ღრმაღლეში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. იგი დროებით უმუშევარია. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იყო ,,ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ღრმაღელის თემში.
თინათინ ტიკარაძე: ,,მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, ჩემი თვალით ვნახე, თუ რა უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობდა მოსახლეობაზე. იყო შანტაჟი, მოსყიდვა, ხმების ქურდობა ხელისუფლების მხრიდან. მერი, რომლის რეიტინგიც უკვე განულებულია, წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ურცხვად ჰპირდებოდა, რომ მოაწესრიგებდა სოფელში დაზიანებულ შიდა გზებს, მოაწყობდა სანიაღვრე არხებს, მიხედვდა სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას, მან ყველა ეს დაპირება ქარს გაატანა. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა მომდევნო არჩევნებზე აღარ მისცემს უფლებას ხელისუფლებას, რომ თავი დააშინებინოს და დაამცირებინოს. მალე დადგება ის დრო, როდესაც ხალხი ხელისუფლებას ეტყვის არას და ,,ევროპული საქართველოს“ სახით მოვა ნამდვილად სახალხო ხელისუფლება. ერთად ყველაფერი გამოგვივა, ნურავის მივცემთ უფლებას გაგვაღატაკოს და დაგვამციროს!“mak

და ბოლოს, ,,ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე მაკა იაკობაძეზეც მოგახსენებთ. იგი თანაპარტიელ ქალებში ყველაზე ახალგაზრდაა, დაიბადა 1984 წლის 21 მარტს ხელვაჩაურის რაიონში. დაამთვრა ქალაქ ბათუმის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ინსტიტუთთან არსებული კოლეჯი მედდის სპეციალობით. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, მუშაობს ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრ ,,მედალფაში“ ექთნის პოზიციაზე.
მაკა იაკობაძე: ,,დღეს ქვეყანას მართავს არაკომპეტენტური, უნიათო და მავნებლური ხელისუფლება, რაც მტკივნეულად აისახება თითოეული მოქალაქის ყოფით ცხოვრებაზე. სიამაყით მინდა აღვნიშნო ამ ორგანიზაციის რეალური ძალა, კომპეტენცია, ბრძოლის ჟინი და საკუთარი ხალხისადმი დიდი სიყვარული. მიმაჩნია, რომ ,,ქართული ოცნების“ მმართველობის ყოველი დღე მიმართულია ქვეყნის და მათ შორის ჩვენი მუნიციპალიტეტის უკუსვლაზე, სტაგნაციაზე, ვერ ან არ ფიქრობენ ქვეყნის მომავალზე, რაც ხელოვნურად აფერხებს სახელმწიფოს განვითარებას. მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ ჩვენი მუნიციპალიტეტის ,,მერზე“, დიახ ბრჭყალები შემთხვევითი არაა. ორ თვეზე მეტია საკუთარ სოფელში_ კოკათში მწყობრიდან გამოსულია წყლის საქაჩი ტუმბო, რის გამოც სოფელ წყალი არ მიეწოდება. ის ხომ საკუთარი თვალით ხედავს ამას და ეს არ ხდება ისეთ თემში, სადაც დააგვიანდება მისვლა და სიტუაციაში გარკვევა. აქედანაც სჩანს, თუ როგორი ნულოვანი რეაქცია აქვს სარიშვილ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემთან დაკავშირებით. ნუ დაგავიწყდებათ, რა თანამდებობას იკავებდა ის წინა მოწვევის საკრებულოში და ბოლოს როგორ გადააბრალეს ყველაფერი მხოლოდ ერთ კაცს, ზაზა ურუშაძეს. ამ ადამიანს არ შეუძლია, რომ თავის თავზე პაუხისმგებლობები აიღოს. სწორედ ამ დამყაყებულ სიტუაციას შეცვლის ,,ევროპული საქართველო“ და მათ შორის ლანჩხუთის ორგანიზაცია. გავაკეთებთ მაქსიმუმს და იმაზე მეტსაც, რაც ადამიანს ძალუძს, რათა ჩვენი შვილების მომავალი ნათელი იყოს!“

R.

 

მოიწონეთ სტატია