ვიარსებებთ თუ არა საარსებო მინიმუმით?!

msარავის სიამოვნებს ახალი წლის დაწყება პრობლემებზე საუბრით, მაგრამ სხვა რა გზაა, როცა პრობლემები ისევ ჩვენთან დარჩა, არც გასულ წელს წაუღია თან და არც წარსულში დარჩენილა.უფრო მეტიც, სწორედ ახალი წლის წინა დღეებში უფრო მეტად იჩენს თავს.
მანამ უშუალოდ სათაურის გარშემო ვისაუბრებდეთ, მანამდე განვსაზღვროთ რას ნიშნავს საარსებო მინიმუმი. საარსებო მინიმუმი ის სოციალური ტერმინია, რომელიც გამოიყენება სოციალური დახმარების, ხელფასების, პენსიების და სხვა მსგავსი გასაცემლების მინიმუმის დასადგენად. თავიდან განსაზღვრულია, რომ აქ არ იგულისხმება ისეთი ხარჯები, როგორიცაა ელ.ენერგიის, წყლის, გაზის, ტრანსპორტირების და სხვა ხარჯები. ითვლება იგი ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. ნიმუშად ავიღოთ ორ ან სამწევრიანი ოჯახების საარსებო მინიმუმი. ორწევრიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, ვთქვათ, აგვისტოს თვეში შეადგენს 237,3 ლარს, სამწევრიანისა კი- 266,9 ლარს. თუ ამ თანხას დღიურად გავიანგარიშებთ, სამწევრიანი ოჯახის დიასახლისს საშუალება აქვს დღეში 8,60 ლარი დახარჯოს. Aახლა ყველაფერი მის მარიფათზე და ბაზრის ფასებზეა დამოკიდებული, სადილად რას მოუმზადებს ოჯახს. დღევანდელი ფასების პირობებში ამ თანხით სადილად შეიძლება ბოსტნეულის წვნიანის მომზადება, მოკლედ, თუ გამყიდველის დიდ აღშფოთებას გადაურჩები, იყიდი თითო თავ კარტოფილს, სტაფილოს, ხახვს, თუ უფრო მეტ კომფორტს მოინდომებთ, სულ რამდენიმე გრამ (40-50) ხორცსაც იყიდი. აქ არაფერია ნათქვამი მწვანე სუნელებზე, ზეთზე, პურზე და სხვა მნიშვნელოვან ინგრედიენტებზე.


ცხადია, ფული აღარ დარჩება არც დესერტის, არც ტკბილეულის, არც საუზმისა და ვახშმისთვის საჭირო პროდუქტებზე, როგორც ხედავთ, გაანგარიშებული თანხით მომზადდა მხოლოდ სადილი, რომ ადამიანი დანაყრდეს, მაგრამ ხომ არსებობს დადგენილი ჩამონათვალი, რომელიც დღეში უნდა მიიღოს ადამიანმა, რათა დახარჯული ენერგია, აღიდგინოს, ამაზე ვინმე ფიქრობს?! გარდა ამისა ხომ საჭიროა ტრანსპორტირების ხარჯები, რომლითაც ადამიანი პროდუქტების შესაძენად ბაზრამდეუნდა მივიდეს. ხომაა საჭირო ელექტროენერგია ან გაზი, წყალი, რაზეც ფასები სულ ახლახანს კიდევ გაიზარდა, გარდა ამისა, რადგან არსებობაზეა საუბარი თუ დაგვავიწყდება, რომ არიან ქრონიკულად ავადმყოფი ადამიანები, თანაც ძალიან ბევრი, რომელთაც თუნდაც ზღაპრული სადილი მოუმზადო, საჭირო წამალი თუ არ ექნებათ, ერთ დღესაც ვერ გაძლებენ. ისიც ცხადია, რომ ყველა ოჯახს აქვს საკუთარი გათვლებით მიღებული ხარჯი, რომელიც დღიურად სჭირდება, ეს კი რამდენჯერმე აღემატება მოწოდებულ გათვლებს. სანამ ჩვენ იმაზე ვმსჯელობთ გვყოფნის თუ არა საარსებო მინიმუმი საარსებოდ, გვავიწყდება მთავარი, აქვს თუ არა ყველა ოჯახს ეს მიზერული საარსებო მინიმუმი. პასუხი ნათელია-არა.
ვისაც არა აქვს სტაბილური სამსახური, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა ჩათვალეს, რომ არის სოციალურად დაუცველი, მისი შემოსავალი შეადგენს 80 და 120 ლარს შესაბამისად, მაგრამ ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც არც ერთი აქვს და არც მეორე, აქ უკვე აღარ ვიცი რა ხდება, ანუ როგორ არსებობენ, უფრო სწორად, სულდგმულობენ.
ცხადია სათაურში დასმული კითხვით არ ვაპირებ ჩვეულებრივ, რიგით ადამიანს მივმართო, რადგან მათ ისედაც შეჭმული აქვთ ტვინი ამაზე ფიქრით, ამ კითხვის ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაციით მათ მინდა მივმართო, ვინც მსგავს პროექტებს ადგენს.
თქვენ თუ იარსებებთ მსგავსი საარსებო მინიმუმით?!
მარინა ჩხაიძე

მოიწონეთ სტატია