რამაზ გვარჯალაძის პასუხის პასუხი!

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 937

remმინდა კალანდა მივულოცო ლანჩხუთელებს, ვუსურვო ჯანმრთელობა, სიკეთე, ხვავი, ბარაქა და ყოველივე საუკეთესო. არ მინდა მკითხველს თავი მოვაბეზრო და სულ რამდენიმე წინადადებით შემოვიფარგლები. იმ სუბიექტზე არ ვისაუბრებ, რომელმაც მისდა სამწუხაროდ შუბლის ძარღვი გაიწყვიტა და გადაწყვიტა იოლად იცხოვროს, საცხოვრებლის თავშესაფრად კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავჯდომარის სკამი მოირგო. წარმოიდგინეთ, "მე-სააკაშვილი-ლიმუზინიო", ადამიანურად გეუბნებით , ძალიან ვიხალისე და ( არ მეგონა მაგრამ) გულწრფელად შემეცოდა. რაც შეეხება ბატონ გია გოგუაძეს, ბოლოჯერ შევახსენებ, კარგად მიცნობს, კარგად იცის რომ აბსურდულ და მოგონილ საკითხებზე არასოდეს ვისაუბრებ. ბუნებრივია, მისთვის ცნობილი იყო ის ბრალდებები და სხვა კასკადი ბრალდებებისა, რაც მის მიმართ მქონდა, რაც პრაქტიკულად დაადასტურა თავადაც, სამწუხაროდ მისი ქმედებებიდან გამომდინარე, პასუხი არასოდეს ჰქონია, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა ამ შედეგებამდე, არა მგონია, მაგრამ თუ მართლაც გაუგებარია რაიმე გოგუაძისთვის, მზად ვარ ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ ფორმატში გავაგებინო და საზოგადოებაც დავარწმუნო იმ და სხვა გარემოებების სისწორეში რაც ჩემს მიერ ,,ჰო და არას" საშუალებით იქნა გაჟღერებული. ვფიქრობ, კარგად ხვდება გოგუაძე თუ ვინ ვარ მე და აქვე აღვნიშნავ, იგი ყოველთვის გაექცევა თითქოსდა "თითიდან გამოწოვილ" ბრალდებებზე პასუხების გაცემას, იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ მას პასუხები არ აქვს.

როგორც წესი, იგი არასოდეს არცერთ საკითხს პასუხის გარეშე აქამდე არ ტოვებდა, ყოველშემთხვევაში ცდილობდა არ დაეტოვებინა. უფრო მეტიც, იგი დღესაც ცდილობს საზოგადოების მოტყუებას და აღნიშნავს, თითქოსდა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ფრაქცია შექმნა, ეს არის ტყუილი, ფრაქცია შექმნა "პატრიოტთა ალიანსი"-ს საარჩევნო სიით გასულმა დეპუტატმა ქალბატონმა ლელა ჩახვაძემ, ეს უკანასკნელი გახლავთ ფრაქციის თავჯდომარე, ფრაქციის სახელწოდებაა ,,ლანჩხუთელები ძლიერი თვითმართველობისათვის", ფრაქციის წევრები კი გახლავთ ,,ნაციონალური მოძრაობის" ორი დეპუტატი, ( სამწუხაროდ ერთ-ერთი იოსებ ჩხაიძე, ასკურავასგან ბუნებრივია არაფერი მიკვირს) რაც ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან რეალურად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ,,პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური პლატფორმა- ფუნდამენტურად განსხვავებულია, მაგრამ, ამ ორი ადამიანის ( ასკურავა-გოგუაძე) მთავარი ამოცანა ნებისმიერი მდგომარეობიდან ფინანსური სარგებლის პოვნაა და სხვა ღირებულებები ფაქტობრივად მათთვის უმნიშვნელოა. აღნიშნული ფრაქციის დატვირთვაც ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური შემოსავლის გაზრდას ემსახურება მიზნად. ამ ფრაქციის შექმნა ე. წ მერის- სარიშვილის და გოგუაძის სქემის ერთი შემადგენელი ნაწილია მხოლოდ და მას არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნია, რითაც თვალნათლივ დასტურდება, რომ ცალკე ,,ქართულ ოცნებას" და ცალკე სარიშვილს წინასაარჩევნოდ პრაქტიკულად მთელი სათამაშო მოედანი წინასწარ ნაყიდი ჰქონდა და მოწინააღმდეგედ დარჩენილი ჰყავდა მხოლოდ პარტია ,,ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისათვის" ბაქრაძე-უგულავას ლანჩხუთის ორგანიზაცია და მისი მერობის ღირსეული კანდიდატი ბატონი ამირან გიგინეიშვილი. რაც შეეხება ნაც-მოძრაობის მხრიდან ალილოსთან დაკავშირებით მომხდარი სამარცხვინო ფაქტის გახმოვანებას, როგორც ვიცი, აღნიშნული ფაქტი გაახმოვანა საკმაოდ სწორი აქცენტებით ბატონმა გივი ცინცაძემ, რომელთანაც ნაცნობობა არ მაკავშირებს, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, იგი არის ძალიან წესიერი, ჩამოყალიბებული, კომპეტენტური პიროვნება და ღრმად ვარ დარწმუნებული მის მიერ ამ და სხვა ფაქტების გაჟღერებაში გოგუაძე-ასკურავას როლი ნულის ტოლია, უფრო მეტიც, მტკივნეულიც კი იქნებოდა ეგ მომენტი მათთვის. რაც შეეხება რჩევებს, ბატონ გიას ვთხოვ, გონება აღარ დაღალოს ჩემზე რჩევების მოცემით და გააგრძელოს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება, რჩევები მისცეს ფორმალურად სტატუსით მის უფროსს, როგორც თავად ამბობს ხოლმე "ახალგაზრდა, სიმპატიურ მერს სარიშვილს", უთხრას წინასაახალწლოდ ქალაქის ბაღებში სიარულის და ღიმილიანი სახეებით ფოტოების გადაღების ნაცვლად, გაიხსენოს ვისი გორისაა,საიდანაა წამოსული და უთხრას, შრომისუბანშიც არის განთავსებული ერთ-ერთი საბავშო ბაღი, სადაც რეგისტრირებულია 54 ბავშვი, ეკონომიური სიდუხჭირისა და უმძიმესი სოციალური ვითარების გამო 22 ბავშვზე მეტი ვერ ახერხებს სიარულს, მშობლებს არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, რომ წიაღობნიდან, ჩოჩხათიდან, ხორეთიდან და სარიშვილისვე კოკათიდან შვილები შრომისუბანში ატარონ. ამის ფონზე არ არის აუცილებელი, ,,სიმპატიური” პრემიის სახით ხელფასის ერთ ოდენობას დამატებით იღებდეს. ამ და სხვა უამრავი გარემოებების გამო, მართლაც რომ სწორედ ივანიშვილის რეჟიმია საფრთხე ჩვენი ქვეყნისათვის, რომელსაც ადგილობრივ დონეზე პატარა ივანიშვილების რანგში აყვანილი სარიშვილი-გოგუაძე წარმოადგენენ, რომელთა კიდევ ერთი პატარა თოჯინაა თავად ასკურავა. ბუნებრივია, ეგ რეჟიმი დროულად და უმტკივნეულოდაა დასასრულებელი, რასაც მთავარი ოპოზიციური პარტია ,,ევროპული საქართველო" შეძლებს, რათა თითოელი მოქალაქის, თითოეული ბავშვის, მათ შორის ,,სიმპატიური მერის" მეზობლის ბავშვების ( რომლებიც უსახსრობის გამო ბაღში ვერ დადიან, ამ ფორმით ხომ მათ ბავშვობას ქურდულად პარავენ, რაც მათი პრემიების აღების ხარჯზე ხდება) მომავალი იყოს გარანტირებულად თავისუფალი, ნათელი და ევროპული.