დიდებული სპექტაკლი, რომელსაც ცოტა მაყურებელი ესწრებოდა!

teatrinohod12 იანვარსს ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის ლანჩხუთის სახალხო თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი მარკ კამელოტის პიესა ,, F A M I L Y ფრანგული გარნირით”. სპექტაკლის რეჟისორი დავით წერეთელი. ლანჩხუთელმა ახალგაზრდა მსახიობებმა წარმოადგინეს „ოჯახური იდილია“ სცენაზე. მონაწილეობდნენ: გურამ იმნაძე, ბაჩანა პატარაია, ქრისტინა ლორია, თეკლა დვალიშვილი, ლელა ჭეიშვილი, ბაჩი ხუხუნაიშვილი. სპექტაკლი ნამდვილად პროფესიონალურად იყო დადგმული, რა თქმა უნდა, ამაში განსაკუთრებული წვლილი რეჟისორს_დავით წერეთელს მიუძღვის. სამწუხარო მხოლოდ ერთი ფაქტი იყო, ეს ჩვენთვის ,,ერთი ფაქტი“, თორემ არტისტებისთვის მთავარი. სპექტაკლს არცთუ ისე ბევრი ხალხი ესწრებოდა, თვალში საცემი იყო სკოლის მოსწავლეების მაღალი ინტერესი. სპექტაკლს ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ: ლანჩხუთის მერი, მერის პირველი მოადგილე და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი. ეს იყო ნამდვილად გამორჩეული ერთი საათი ლანხუთის კულტურულ ცხოვრებაში. მსახიობები იმდენად კარგად თამაშობდნენ, რომ ალბათ დამსწრე საზოგადოებიდან არც ერთ ადამიანს სპექტაკლის დამთავრება არ უნდოდა. სასიხარულოა, როდესაც ასეთ მაღალ საშემსრულებლო კლასს აჩვენებენ ჩევნი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა მსახიობები. ვფიქრობთ, რომ ყოფილიყო ორგანიზატორების მხრიდან საზოგადოების მეტი ინფორმირება, დარბაზში ბევრად ნაკლები სკამი დარჩებოდა ცარიელი. ლანჩხუთის საზოგადოება ნამდვილად არ არის განებივრებული მსგავსი საღამოებით და სპექტაკლზე დასასწრებ ძალზედ იაფიან (ორი ლარი) ბილეთში ფულის გადახდა არ დაენანებოდათ. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, სპექტაკლს ის ხალხიც არ ესწრებოდა, ვისაც ხელოვნების სიყვარულზე და ცოდნაზე აქვს პრეტენზია. კულტურის გაერთიანების ცენტრში კი მუშაობს იმდენი ადამიანი, რომ სულ მცირე რამდენიმე რიგი კიდევ შევსებულიყო დარბაზში და რეჟისორისთვის, მსახიობებისთვის მეტი სტიმული მიეცათ. თუ თვითონ უკეთეს პროექტებს გვთავაზობენ და მისი მომზადებით არიან დაკავებულები, ამასაც მალე ვიხილავთ. ბრავო დავით წერეთელს, ბრავო მის მსახიობებს!
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია