რეაქცია ,,ჰო და არას" წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუზე!

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 807

kax,,ჰო და არას“წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუს, რომელიც ,,ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანთან_რამაზ გვარჯალაძესთან ჩაიწერა და სადაც ის კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე ყოფილ თანაპარტიელებს, გამოეხმაურნენ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა და პოლიტიკიდან თავისუფალ სექტორში გადასული გია გოგუაძე.

კახა ასკურავა: ,,პირველ რიგში, სეირის მომლოდინეებს იმედს გავუცრუებ ამ საახალწლოდ, არც მტერს გავახარებ, ვინც ელოდება, რომ ახლა მე თავდაცვის რეჟიმში გადავალ და იმ ცილისწამებებს ვუპასუხებ და დეტალებში შევალ, რაც თქვენი გაზეთის საშუალებით რამაზ გავარჯალძემ გაავრცელა. ეს ე.წ პრეტენზიები დიდი ხნის ნაცნობია და ჩავლილი თემაა. თავად გვარჯალაძეს კი ვურჩევ, იმ პოლიტიკური გამოცდილებიდან, რომლის აზრზეც არ ვარ მისი წარმოდგენით , რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის და ყოფილი თანამებრძოლის (როცა იგი იყო ნაცმოძრაობის გამგებლობის კანდიდატი, ზუსტად ისევე ვიბრძოდი მისი, როგორც ნაცმოძრაობის კანდიდატის წარმატებისთვის, როგორც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი წარმატებისთვის) ცილისწამებით თავისდამკვიდრება არც მას გამოადგება და არც მის პარტიას. ჩემთვის, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერისთვის მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმია საფრთხე, ჩემთვის რომ იყოს კიდე ჯანდაბას, ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის არის დიდი საფრთხე და ამ დროს გვარჯალაძეს პიმპონკი ვეთამაშო, სრულიად უნაყოფოდ და არაფრისმომცემად მიმაჩნია, ხოლო დანარჩენს დრო უპასუხებს. მასე მიხეილ სააკაშვილსაც უწოდეს ჯართი, მაგრამ ახლა ლიმუზინში ზის და მთელი დასავლეთ ევროპის და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია!“

გია გოგუაძე: ,,არ ვაპირებ იმ აბსურდულ ბრალდებებს სერიოზულად ვუპასუხო, რაც რამაზ გვარჯალაძემ ,,ჰო და არასთან“ ინტერვიუში გააჟღერა. მისი ეს ბრალდებები ჩემთვის ადრეც ცნობილი იყო, როგორც ჩანს ,,ევროპული საქართველოს“ ცენტრალური ოფისიდან იყო მოთხოვნა ადგილობრივ ორგანიზაციაზე, რომ გააქტიურებულიყვნენ და გვარჯალაძემ რატომღაც ამ ფორმით გადაწყვიტა ემოქმედა. როგორც იცით, საკრებულოში ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფრაქცია შექმნა, აგერ ალილოს თემა გაახმოვანეს, რამდენიმე თემა წინ წამოსწიეს და ეს ყელში გაეჩხირათ. ადამიანურად ვურჩევ რამაზს, თუ პოლიტიკაში თავის დამკვიდრება უნდა, სხვა ხერხებს მიმართოს. ასკურავას და გოგუაძის ლანძვით ის პოლიტიკურ ქულებს ვერ დაიწერს. მიმაჩნია, მაშინ როდესაც ის იყო გამგებლობის კანდიდატი ჩვენი პარტიიდან, გავაკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. ეს ბრალდებები არის თითიდან გამოწოვილი და არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს!“

1