ექსკლუზივი: ,,შაბათს გასაცემი პასუხი, კობა მირზაშვილს და მის მეგობარ ინვესტორებს უკვე გასცეს?!

er,,ჰო და არას" ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ უარი უთხრა უკრაინელ ინვესტორებს თავიანთი საქმიანობა განეხორციელებინათ საფეხბურთო კლუბ ,,გურიაში". ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებდა, რომ ოფიციალურ პასუხს კობა მირზაშვილის გუნდს, შაბათს მოახსენებდნენ. თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით ირკვევა, რომ მირზაშვილი იმთავითვე ათვალწუნებული ჰყავდა რამდენიმე ჩინოვნიკს და ფსონის დადებას სხვა ჯგუფზე აპირებდნენ. ,,სხვა ჯგუფი" კი, დიდი ალბათობით, კახა ებრალიძე და მისი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ინვესტორები სრულ ფინანსურ გარანტიებს იძლეოდნენ და ასევე გეგმაში ჰქონდათ გრიგოლეთის ბაზის კეთილმოწყობა, როგორც ირკვევა, მათი წინადადება თავიდანვე განწირული იყო. ,,ჰო და არამ" იმის გარკვევაც მოახერხა, რომ კობა მირზაშვილი არ აპირებს ხელები ჩამოუშვას და ბრძოლას გამოეთიშოს. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, რომელიც ბევრ საიდუმლოებას ახდის ფარდას!

 

მოიწონეთ სტატია