ილია ტუღუშს არავითარი სამსახურეობრივი ურთიერთობა არ ჰქონია კლუბთან

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 466

gurisaiiaსაფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის ,,გურია“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია ტუღუშის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
ილია ტუღუშს ყველა ნაცნობი ახასიათებს როგორც მოწესრიგებულ, განათლებულ და ოჯახის მოყვარულ პიროვნებას, რომელსაც ყველასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. იყო თავისი საქმის კარგი სპეციალისტი. დასანანია ასეთი პიროვნების უდროო დანაკლისი, როგორც ოჯახისათვის, ასევე სრულიად საქართველოსთვის.
ამასთან ვაცხადებთ, რომ ილია ტუღუშს არავითარი სამსახურებრივი ურთიერთობა არ ჰქონია კლუბთან. არ გააჩნდა პრო-2 ლიგაში ოფიციალური მატჩების მსაჯობის ლიცენზია. მსაჯობდა მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს. იგი როგორც ლანჩხუთელი, იყო ლანჩხუთის ,,გურია“-ს დიდი გულშემატკივარი და როგორც სხვა ლანჩხუთელი ხშირად ესწრებოდა მატჩებს.
ვინმე ირაკლი ბახტაძეს, არავითარი კავშირი არ ჰქონია კლუბთან და არც დასაქმებული არ ყოფილა. რაც შეეხება გიორგი იმნაიშვილს, ოფიციალურად არც ის ყოფილა დასაქმებული კლუბში. იგი როგორც ბიზნესმენი, ზოგჯერ ეხმარებოდა ფეხბურთელებს მკურნალობაში, რასაკვირველია თავისი ხარჯებით. ვინაიდან, კლუბს არ ჰყავდა სპორტული დირექტორი, ხოლო იმნაიშვილი წარსულში იყო ფეხბურთლი და ჰქონდა სპორტული გამოცდილება, სურვილი გვქონდა მოგვეწვია ის აღნიშნულ თანამდებობაზე, თუმცა ბოლომდე მოლაპარაკება არ ყოფილა მიღწეული.
რაც შეეხება გარიგებულ თამაშებს, ეს სრული აბსურდია, ამაზე მიმდინარე წელს ,,გურიის“ ,,წარმატებებიც“ მიუთითებს. ამასთან, დღევანდელი ფეხბურთის ფედერაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამ საკითხებს და თუ არა მსაჯის უნებლიე შეცდომები, მათთან მოლაპარაკების გზით მატჩების მოგებაზე საუბარი გამორიცხულია. თუ გუნდი ძლიერია, ასეთი შეცდომები შედეგზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვერ იქონიებს.
გვინდა ვაღიაროთ, რომ მიმდინარე სეზონზე ჩვენ გვყავდა სუსტი გუნდი, რაც გამოწვეული იყო როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზებით და სათანადო შედეგი მოვიმკეთ.
კლუბს ჰყავს ადმინისტრაცია, პრესცენტრი და ჟურნალისტებს ვთხოვთ, ობიექტური ინფორმაციის მისაღებად, საკადრო და კლუბში მიმდინარე სხვა პროცესებზე ჩვენ მოგვმართოს და არა რიგით თანამშრომლებს, რომლებიც ყველა საკითხში ვერ ერკვევიან, რის გამოც მკითხველიც და მაყურებელიც არასწორ ინფორმაციას იღებს, რაც მოცემულ შემთხვევაში ბახტაძის და იმნაიშვილის შემთხვევაში მოხდა. რაც შეეხება ნუგზარ ჩხაიძეს, ის ნამდვილად მუშაობს კლუბის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ.
ილია ტუღუშის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას და ყველა შესაძლო დამნაშავე, თუ კი რამე წვლილი მიუზღვის ტუღუშის დაღუპვაში, სათანადო პასუხს აგებს კანონის წინაშე. ამიტომაც, შესაძლო ვერსიებისგან და მკითხაობისგან ყველას თავის შეკავება მართებს.
თელავის ,,თელავთან“ ორივე შეხვედრაში იყო შეუპოვარი ბრძოლა, ობიექტური მსაჯობა და თელავის ახალგაზრდულმა გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა. მათ მხარეზე იყო ფორტუნაც, რამაც წარმატება მოუტანა მათ და გულითადად ვულოცავთ აღმასვლას. აწ გარდაცვლილ ი. ტუღუშს არავითარი კავშირი არ ჰქონია ამ თამაშებთან და თავისი კომპეტენციითაც არ შეეძლო რაიმე გავლენის მოხდენა. ამასთან, როგორც გავიკითხეთ, ის იყო უპატიოსნესი პიროვნება და ასეთ დანაშაულებრივ საქმიანობაში, არ გვგონია მონაწილეობა მიეღო, თუნდაც მასზედ წვდომა ჰქონოდა.
ამიტომაც გთხოვთ, ეჭქვეშ ნუ დააყენებთ მის პატიოსნებას და კლუბის რეპუტაციას. მოვითმინოთ, თუნდაც გამოძიების დასრულებამდე.
კლუბის ყველა თანამშრომელი ქედს იხრის ბატონი ილოს ხსოვნის წინაშე.
საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ,,გურია“-ს ადმინისტრაცია