ხელისუფლებას ნეტარებისთვის არანაირი მიზეზი არ გააჩნია!

macacao999როცა ბუნებით ხარ სამართლიანი, არ შეიძლება ჟურნალისტიკაში არ მოგიცდეს ფეხი… რაოდენ მიუკერძოებელიც არ უნდა იყო, მაინც ვერ შესძლებ, უემოციოდ შეხედო მოვლენებს, აქედან გამომდინარე, პოლიტიკაშიც შეიძლება მოსინჯო ბედი..
დიდი თუ მცირე პოლიტიკის შიდა სამზარეულოს უსიამოვნო სურნელში ჭეშმარიტების ძიება არც ისე მარტივია...
უფრო მეტიც, ცხოვრებაც რომ გაგირთულდეს, პრინციპებისგან მაინც არ გადაუხვევ. ინტერესიც ხომ მარტო იმაში არ არის, ყოველთვის მომგებიან პოზიციაზე იყო. ქალურ სილამაზეს და მომხიბვლელობას სიმართლისათვის ბრძოლა ყოველთვის მატებს განსაკუთრებულ ელფერს. ასეთი დამაინტრიგებელი ფორმულობის მიღმა, არც მეტი არც ნაკლები, წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი დარეჯან ბურჭულაძე დგას.
ჟურნალისტიკა და პოლიტიკა, აქვთ რაიმე საერთო?
სწორად წარმართვის შემთხვევაში საერთო რა თქმა უნდა აქვთ. ჟურნალისტიკაც და პოლიტიკაც უნდა იყოს სამართლიანი, უნდა ეფუძნებოდეს ავტორიტეტს, სიკეთეს და ზნეობას. თუკი ადამიანები რომელიმე მათგანის მიმართ სამართლიანობის განცდას დაკარგავს, მაშინ მათი გადარჩენა შეუძლებელია.
დაგაკავშირა ჟურნალისტიკამ პოლიტიკასთან თუ როგორ მოხდა?
ჟურნალისტების დანიშნულებაა მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა, ობიექტურად ასახვა მიმდინარე პროცესების, ფაქტების. მედია მსოფლიოში მეოთხე ხელისუფლებადაა აღიარებული, ამიტომაც ბუნებრივადაა ჩართული პოლიტიკაშიც, ხშირ შემთხვევაში, კატალიზატორის როლსაც ასრულებს. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალიათია „ვარდების რევოლუცია“; შემდგომში 2012 წლის მოვლენები, ციხის კადრები... გამომდინარე აქედან ვერც მე ვიქნებოდი გამონაკლისი, როგორც ბევრი ჩემი კოლეგა.
რა გასწავლა ჟურნალისტიკამ?
თავისუფლების სიყვარული, სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა, ფაქტების და მოვლენების ანალიზი, აზრის გამოხატვის თავისუფლება, ობიექტურობა, სამართლიანობა და რაც მთავარია, როგორც ჩემი ჟურნალისტიკის მასწავლებელი, ქალბატონი ქეთევან ნაკაშიძე გვასწავლიდა, მთავარი პრინციპი_არ ავნო!
შენი პერიოდის ჟურნალისტიკა და დღევანდელობა...
საკმაოდ საინტერესო პერიოდში და კარგ ადამიანებთან, თავისი საქმის პროფესიონალებთან მომიწია რედაქციაში მუშაობა 2000 წლიდან 2008 წლის ჩათვლით. მაშინ, ლანჩხუთში სამი გაზეთი გამოდიოდა, მეოთხე რეგიონალური წარმომადგენლობა იყო. მაღალი კონკურენციის მიუხედავად შესაშური კოლეგილაური დამოკიდებულება გვქონდა და დღემდე მეგობრებად ვრჩებით. არქივს რომ გადავხედავ, დღევანდელობის გადასახედიდან მიკვირს და მსიამოვნებს როგორ ვწერდით. თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალი იყო, პატივსაცემ და ანგარიშგასაწევ ძალად ვითვლებოდით, ( ეს არასდროს გამოგვიყენებია პირადი მიზნებისათვის) და ამას უპირველესად ხელისუფლების მხრიდან ვგრძნობდით. ასე გაგრძელდა დაახლოებით 2007 წლამდე. შემდეგ კი თავისუფალი სიტყვის ძალით მოსულ ხელისუფლმა, იცოდა რა ძალა სიტყვის თავისუფლებისა, ნელ-ნელა, კანონის ფარგლებში, დაიწყო შევიწროება, ბოლოს კი სართოდ ჩაკეტილი გახადა ბევრი სახელმწიფო დაწესებულება .
რაც შეეხება დღევანდელობას. თითქოს თავისუფლება არის, მაგრამ მარილი აკლია. შეიძლება მეჩვენება, თითქოს ყველაფერი გარინდებულია, ყველაფერი მოჩვენებითია, ასოცაცია მიჩნდება - წყნარი ზღვა ქარიშხლის მოლოდინში. ვერ წვდები რა პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტია, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ყველა სფერო ბიზნესად იქცა და ჩემი სუბიექტური აზრია, სადაც ფული დომინირებს იქ ფასეულობები უფერულდება.
რა მოხდა ამ მხრივ პოლიტიკაში? რა არის ამის მიზეზი?
იგივე. პოლიტიკაც იქცა ბიზნესად, ოღონდ დანრჩენი სფეროებისგან განსხვავებით, გაცილებით სარფიან და მომგებიანად. მიზეზი? ალბათ, ფესვებიდან მოწყვეტაა, არ გააზრება იმისა ვისი გორისა ვართ, რა მისია გვქონდა მსოფლიო ორბიტაზე, გარედან ხელოვნურად და მიზანმიმართულად დაკნინება ჩვენი ერის ისტორიული, კულტურული და მენტალური ფასეულობებისა და რაც მთავარია, დავიწყება იმისა, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს! ამაში არ ვგულისხმობ, რომ მსოფლიოსგან განკერძოებულად უნდა ვიყოთ, პირიქით, ჩვენ მის აქტიურ წევრად უნდა ვიქცეთ ჩვენი, ქართული რასისთვის დამახასიათებელი ღირსეული ნიშან-თვისებებით.
შენი აზრი იმ პოლიტიკის შესახებ რაც დღეს ქვეყანაშია და შესაბამისად შედეგი.
ამ კითხვას გარკვეუწილად ზემოთ გავეცი პასუხი. მხოლოდ ერთს დავამატებდი. პოლიტიკა არის სახელმწიფოს მართვის ხელოვნება. ანუ, პოლიტიკოსი უდა იყოს მართვის ხელოვანი, პროფესიონალი. გვყავს კი ჩევენ ასეთი პოლიტიკოსები? გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბცინი( გერმანელი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მექანიკოსი, ფიზიკოსი, იურისტი, ისტორიკოსი, დიპლომატი, გამომგონებელი, ლინგვისტი; პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი; საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი) ამბობდა:“ ხელისუფლმა ისე უნდა მართოს სახელმწიფო, როგორც ღმერთი მართავს დიდ სამყაროს , თუ უნდა რომ თავისი შრომით აყვავებული ქვეყნისგან ნეტარება მიიღოს“.
შედეგი? ყველასათვის თვალნათელია, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, მარტო ამ ბოლო დროს მოზარდებში მომხდარი საშინელი მკვლელობებიც საკმარისია და ლაიბცინის გამონათქვამიდან თუ გამოვალთ ხელისუფლებას (ახლანდელსაც და წინამორბედებს) ნეტარებისთვის არანაირი მიზეზი არ გააჩნია!
რაში ხედავთ გამოსავალს?
ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მორგებულ სწორ დიპლომატიასა და იდეოლოგიაში, ხელისუფლების ყველა შტოში პროფესიონალების, მამულიშვილების მოსვლაში, თავისუფალ ინტლიგენციაში, სამოქალაქო აქტივობაში. ყველამ კარგად იცის თავისუფალება ადამიანს უფლისგან ებოძა, თავისუფლი ადამიანის ფიზიურად განადგურება ადვილია, მონად ქცევა კი შეუძლებელი.
მიუხედავად არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, სწორად არ მიმაჩნია ქვეყნიდან გაქცევა. ამით ფიზიკურ გარდარჩენაზე ვზრუნავთ, მაგრამ მთავრი _ სულიერი? ჩვენი შვილებისთვის ფესვების, ჩვენი ქვეყნის შენარჩუნება? ჩვენს წინაპრებს მხოლოდ სხეულის გადარჩენისთვის რომ ეზრუნათ, არ გვეყოლებოდა ასიათასი მოწამე, ქეთევან დედოფალი ,სხვა ბევრი წმინდანი და არც ასეთი მდიდარი და საამაყო ისტორია გვექნებოდა. რაც მთავრია, არ იარსებებდა საქართველო. კი არ უნდა გავიქცეთ, აქ უნდა დავრჩეთ და მოვთხოვოთ, დავეხმაროთ ხელისუფლებას შეგვიქმნას ღირსეულად ცხოვრების პირობები და ამაში ყველამ თავისი წილი აგური უნდა დადოს.
ერთს დავამატებდი, მე არ ვთვლი რომ ვარ პოლიტიკოსი და ყველანირი თავმდაბლობის გამორიცხვით ვფიქრობ, რომ არაფერი ახალი ისეთი, როგორიც ბევრ ჩემნაირ ადამიანს არ აწუხებს და არ უფიქრია, მე ამ ინტერვიუში არ მითქვამს. ბევრ სხვასაც შეუძლია ამ კითხვებზე გაცილებით კომპეტენტური პასუხების გაცემა.
მაია კუკულაძე

მოიწონეთ სტატია