,,ჰო და არას" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 99%- ით გადაწყვეტილია, რომ ლანჩხუთის საკრებულოს უმრავლესობა დღეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ ბესიკ ტაბიძეს აირჩევს. აქამდე საუბარი იყო იმაზე, რომ შესაძლებელი იყო ვერიკო კვირკველიას, ლადო ნანაძეს, ან ემზარ თევდორაძეს დაეკავებინათ ეს პოსტი, თუმცა როგორც ჩანს, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა ტაბიძემ მოახერხა და ,,ქართული ოცნების" ლიდერების კეთილგანწყობა დაიმსახურა.