თამაზ ღლონტი ჩემპიონია

tamaz3 122584795181726 1121200814 n10-12 ნოემბერს ქალაქ ბათუმში ჩატარდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის როსტომ აბაშიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მასში მონაწილეობას იღებდნენ თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები. შეჯიბრება ჩატარდა 2003-2004-2005 წლებში დაბადებულ მოჭიდავეთა შორის. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ტურნირზე მონაწილეობას იღებდა სპორტული ცენტრის ოთხი აღსაზრდელი: თამაზ ღლონტი, ლუკა ჭყონია, გენო ბერიძე და დავით სულაბერიძე. ჩემპიონი გახდა თამაზ ღლონტი, რომელმაც ოთხი შეხვედრა მოიგო აშკარა უპირატესობით, რითაც ამ ასაკის სპორტსმენებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გაიმყარა პოზიცია. 23 დეკემბერს ნაკრების სახელით ის მონაწილეობას მიიღებს ირანის საერთაშორისო ტურნირში ქალაქ თეირანში, რაც ნამდვილად სასიხარულოა.
მოჭიდავეები ტურნირისთვის მოამზადეს მწვრთნელებმა დავით მჟავიამ და გოჩა ლომაძემ.

მოიწონეთ სტატია