ალექსანდრე სარიშვილი: ,,დავაფასებ ყველა თანამშრომელს, ვინც ნამდვილად შრომობს“

aleqsandreeee76 8064362446785904004 nორშაბათიდან ლანჩხუთის ახლადარჩეული მერი თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. სარიშვილი აანონსებს, რომ საკადრო ცვლილებები მოსალოდნელია და საზოგადოება ამის შესახებ მალე გაიგებს. უშუალოდ მერის მოადგილეობის პრედენდენტებს შორის ფავორიტია გოგი ფაცურია, თითქმის გადაწყვტილია, რომ გამგებლის ყოფილი მოადგილე საჯარო სამსახურში გააგრძელებს მოღვაწეობას, თუმცა არა ძველი პროფილით. ასევე მოსალოდნელია ბევრი ა(ა)იპის დახურვა ან რეორგანიზაცია. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გოგი ხელაძეც სავარაუდოდ საჯარო სამსახურში უნდა დასაქმდეს. უკვე მეორე დღეს საღამოს 5 საათზე მერმა გამგეობის თანამშრომლებთან შეხვედრა მოაწყო. ,,ჰო და არამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომ ნუგზარ ცინცაძე, როგორც პოლიტიკური ფიგურა განთვისუფლებულია მოადგილის თანამდებობიდან. სხვებთან დაკავშირებით ჯერ დაზუსტებული არაფერია. მერის განცხადებით, ის დააფასებს ყველა თანამშრომელს, ვინც ნამდვილად შრომობს. ასევე შეხვედრაზე ითქვა, რომ მოსახლეობის მიმართ მიდგომა აუცილებლად უნდა იყოს მეტად ადამიანური და თბილი.
როგორც კულუარებიდან ირკვევა, დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, რომელსაც ხმაური მოჰყვება.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია