ლანჩხუთელმა მოჭადრაკეებმა გვასახელეს!

chadrakii2067177553510842 9155330500081542729 n4-11 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა დამსახურებული მწვრთნელის(მაია ჩიბურდანიძის პირველი მწვრთნელი) დავით ჩირაძის მემორიალი. ეს ტრადიციული შეჯიბრია, სადაც ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდები ხვდებიან.

10 წლიანთა გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო ლანჩხუთის სპორტული ცენტრის(დირექტორი გ.იმნაიშვილი) ოთხ წევრიანმა გუნდმა:1დაფა- მიხეილ აფხაზავა

            2დაფა- მარიამ ჩხაიძე

            3დაფა- გივი ზოიძე

           4დაფა- მარიამ სარიშვილი

ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა და ქვეყნის საუკეთესო გუნდებს შორის 3-ე საპრიზო ადგილი დაიკავა. მათ შვიდი თამაშიდან ხუთი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავრეს და მხოლოდ ერთი წააგეს. ჩემპიონი გახდა ქუთაისის გუნდი, რომელმაც ერთის გარდა ყველა თამაში მოიგო, ხოლო ის ერთი ფრე ჩვენთან ითამაშა. მეორეზე გავიდა ფოთის გუნდი. ჩვენმა ოთხივე მოთამაშემ კარგი მომზადება და თამაში აჩვენა, მიხეილ აფხაზავამ პირველ დაფაზე მეორე-მესამე შედეგი აჩვენა, მარიამ ჩხაიძემ, რომელიც ბიჭების მეორე დაფაზე თამაშობდა, ხუთი თამაში მოიგო, ორი ფრედ ითამაშა და არცერთი არ წაუგია, ის თავის დაფაზე პირველი იყო. ძალიან ძლიერად ითამაშეს გივი ზოიძემ და მარიამ სარიშვილმა.

ძალიან სასიამოვნო იყო დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელსაც დაესწრნენ პარლამენტის წევრები, ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე. ადგილობრივმა მაყურებელმა ოვაციები არ დაიშურა ლანჩხუთის გუნდის  მიმართ, ისმოდა ომახიანი ,,გურია, გურია". აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლანჩხუთის გუნდმა საპრიზო ადგილი დაიკავა. ბავშვები შეჯიბრებისთვის მოამზადეს მწვრთვნელებმა: ადამ ხუხუნაიშვილი, ტარიელ ხუხუნაიშვილი, ნუგზარ გვარჯალაძე.

ნორჩი მოჭადრაკეები და მათი მწვრთვნელები მადლობას უხდიან შპს ოლეგ იმნაძის ,,ავტოსალაროს" დირექტორს, ბატონ ჯუმბერ რამიშვილს და ყველა თანამშრომელს გამოჩენილი გულისხმიერებისათვის. ასევე, მადლობას უხდიან ჯერ კიდევ მოქმედ საკრებულოს დეპუტატს, ბატონ ნიკოლოზ იმნაძეს გაწეული ქველმოქმედებისათვის.

მოიწონეთ სტატია