რა უნდა ლანჩხუთის პოლიციის უფროსს სოფელ ოზურგეთში?!

police,,პარლამენტართა საზოგადოების" წევრი ფიქრია მამარდაშვილი აცხადებს, რომ ლანჩხუთის პოლიციის უფროსი ნუკრი ცარციძე მას კატეგორიულად სთხოვდა ვიდეო-კამერის გადაცემას. შემთხვევა სოფელ ოზურგეთის საარჩევნო უბანთან მოხდა, როგორც მამარდაშვილმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, მან გადამღებით დააფიქსირა, როგორ ეწევიან ღია აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წარმომადგენლები. როდესაც მას გადაღებაში ხელი შეუუშალეს, გამოუძახა პოლიციას, მისი თქმით ადგილზე მივიდა ლანჩხუთის პოლიციის უფროსი და მანაც კამერის გადაცემა მოსთხოვა!

მოიწონეთ სტატია