ლანჩხუთელი კარატისტების კიდევ ერთი წარმატება!

karate5 ნოემბერს ქალაქ გორში ჩატარდა 25-ე ღია ტრადიციული ტურნირი კარატეში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ტურნირზე ლანჩხუთის სპორტული ცენტრი წარდგენილი იყო 17 კარატისტით, შეჯიბრის მთავარი მსაჯი ლანჩხუთელი მერაბ თურქია გახლდათ, იმსაჯა მანუჩარ ჩხაიძემაც. ჩვენმა კარატისტებმა სერიოზული შედეგი აჩვენეს აღნიშნულ ტურნირზე, მათ შეძლეს და მოიპოვეს: 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი.
ოქვროს უწვდინეს: ზურაბ ბერიძე(8-9 წლიანები), ავთო ბურძგლა(12-13), გიორგი ჩხაიძე(14-15), იური ევგენიძე(14-15).
ვერცხლი: მერაბ ლომაძე(10-11 წლიანები), საბა ჩხაიძე(8-9), ლაშა კოსტავა(12-13), ლუკა ვანაძე(6-7).
ბრინჯაო: თორნიკე პოლოიანი, ანრი ჩხარტიშვილი, ლუკა ლომაძე.
როგორც ლანჩხუთელთა მწვრთნელი მერაბ თურქია აღნიშნავს, კონკურენტები ძალიან ძლიერები იყვნენ და მათ მიერ აღებული 11 მედალი წარმატებად უნდა ჩაითვალოს. სიურპრიზი გაგვიკეთა იური ევგენიძემ თავისი ოქროთი, ვინაიდან ერთი წელიც არაა, რაც ის სპორტის ამ სახეობაში ემზადება. მწვრთნელების თქმით, იურის წარმატება გარდაუვალია, გამომდინარე მისი შრომისმოყვარეობიდან. ის კვირაში ოთხჯერ დადის ვარჯიშზე ახალსოფლიდან ლანჩხუთში. კარატისტები მოამზადეს მწვრთნელებმა:მერაბ თურქია, ლაშა ბერიძე, მანუჩარ ჩხაიძემ.
26 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი - თბილის თასი, სადაც სტუმრის სტატუსით იქნებიან მოწვეულნი მსოფლიო ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე ხავიერ ესკალენტო და მსოფლიოს სპორტის კომისიის თავმჯდომარე დავიდ ბენეტელო. ტურნირზე ლანჩხუთელი კარატისტებიც გამოვლენ, ეს იქნება ერთგვარი მოთელვა 2018 წელს სოჭში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია