რა სიებით დადიან კულტურის ცენტრის დირექტორი და მისი მეუღლე?

დილას მერეა ქალაქის პირველ საჯარო სკოლასთან დიდი ხალხმრავლობაა, კულტურის ცენტრის დირექტორი ადელინა კილაძე და მისი მეუღლე თამაზ ცინცაძე, ასევე სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები სიებით დადიან და არკვევენ მათ მიერ ,,შეპირებული" ხალხიდან რამდენი გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ზემოთ ხსენებული პიროვნებები ამ ინფორმაციას უარყოფენ,  მათი თქმით ეს სიები არ შეიცავს მსგავს შინაარს და ამინდის პროგნოზს აზუსტებენ. მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური გადაყვანა-გადმოყვანის პროცესიც. ეს ხდება შუა ქალაქში დღისით და მზისით.