შესაძლო „შავი ფული“ ლანჩხუთში

ყველასთვის ცნობილია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის დიდ ნაწილს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ აწარმოებს. პროექტის ბიუჯეტი ორას ორმოცდა თოთხმე მილიონ ლარს შეადგენს. „სინოჰიდრო“ ავტობანის ტერიტორიის მოსაზვინად იყენებს ჭანჭათისა და გურიის სხვა ლიცენზირებული კარიერებიდან შესყიდულ ქვა ღორღს, ინერტულ მასალას. ბუნებრივია, კარიერებსა და კომპანიას შორის გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება. სამუშაო მოედნამდე ინერტული მასალის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად ჩინურ კომპანიას ასევე აქვს გაფორმებული ხელშეკრულება მძიმეწონიანი თვითმცლელი ავტომანქანების მფლობელებთან და მძღოლებთან. ერთის მხრივ, კარგია, როცა ამ ადამიანებს უჩნდებათ შესაძლებლობა აწარმოონ სამუშაოები და მიიღონ ანაზღაურება, თუმცა სწორედ აქ იკვეთება სავარაუდო კორუფციული და აშკარად მავნებლური დამოკიდებულებები მანქანების მფლობელთა და მძღოლების მიმართ. მათ უწევთ სამუშაოს შესრულება კაბალურ პირობებში, რადგანაც თვითმცლელები იტვირთება 1,5 – 2 -ჯერ მეტი რაოდენობის მასალით, ვიდრე ამ ტრანსპორტის მაქსიმალურად დასაშვები შესაძლებლობაა. შედეგად, ძალიან ხშირად ზიანდება მანქანები, მწყობრიდან გამოდის საბურავები. საბურავების შეკეთება, მანქანის რემონტი მძღოლების/მფლობელების ვალდებულებაა. მათი შრომის ანაზღაურება იმდენად მცირეა, რომ უმეტეს შემთხვევაში ამ იძულებითი სარემონტო სამუშაოების წარმოების შემდეგ მათ ანაზღაურება საერთოდ არ რჩებათ, მეტიც, ხშირათ ნახავთ გზაზე კვირეობით გაჩერებულ თვიმცლელებს, რომლებიც მუშაობას ვერ აგრძელებენ სარემონტო სახსრების უქონლობის გამო. ერთი შეხედვით ადამიანები დასაქმებულები არიან, პრაქტიკულად კი ისინი უმძიმეს პირობებში იმყოფებიან, რადგან გადამეტებული რაოდებობის ტვირთის გადატანაზე უარის თქმის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უწყდებათ ხელშეკრულება დამსაქმებელთან. ეს დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია, თუმცა არ გამოვლენილა არც ერთი ფაქტი, რომ შესაბამის უწყებებს დაეფიქსირებინოს გადაჭარბებული წონით დატვირთული თვითმცლელების გადაადგილება. ამ მიზეზით ტრაგედიაც მოხდა, როცა გადატვირთულ მანქანას საბურავი გაუსკდა, მანქანა გადაბრუნდა და სამწუხაროდ მძღოლი გარდაიცვალა. ინერტული მასალის ტრანსპორტირების წესების აშკარა დარღვევა და გადაჭარბებული წონა არანაირად არ დააჩქარებს სამუშაოების დასრულებას, პირიქით, ზიანდება კარიერიდან ავტობანამდე მიმავალი ყველა გზა, მიმდებარე მოსახლეობის სახლები მაღალი ვიბრაციის გამო. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კორუფციასთან გვაქვს საქმე, რადგან ნაკლები რაოდენობის რეისებით მეტი მასალის გადატანა გამოიმუშავებს შავ ფულს (ორჯერ ნაკლები ხელფასი მძღოლებს, ნაკლების საწვავი ტრანსპორტისთვის). ცხადია ამ ფაქტის შესახებ პრაქტიკულად ყველა სტრუქტურას გააჩნია ინფორმაცია, მაგრამ არანაირი დარღვევა არავის არ გამოუვლენია. ამ დროს ავტობანის მშენებლობის თანხა სახელმწიფოს მიერ აღებული უცხოური სესხია, რომელიც მომავალმა თაობებმა უნდა გაისტუმროს.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ გახდება ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული ყველა ადამიანის, ყველა იმ დასახლების მცხოვრებთა ინტერესების დამცველი და ლობისტი, სადაც კარიერებიდან ავტობანამდე მიმავალი გზა გადის.
„ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაცია


ამინდი

გამოკითხვა

რა არის ლანჩხუთის მთავარი პრობლემა?

გზების მოუწესრიგებლობა - 11.1%
წყალგაყვანილობის არქონა სოფლებში - 3.2%
ფაროსანას შემოტევა - 47.6%
გარე განათების არქონა - 3.2%
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობა - 1.6%
უმუშევრობა - 28.6%
მცირე პენსია - 3.2%
სხვა - 1.6%

Total votes: 63
The voting for this poll has ended

ვალუტის კურსი

ჰო და არა TV

მოიწონეთ სტატია