სამწუხარო რეალობა

ძვირფასო ლანჩხუთელებო, გვინდა მოგმართოთ და მოგითხროთ იმ უპრეცენდენტო ფაქტის თაობაზე, რაც უკვე მეხუთე წელია უნიათო და მავნებელ ხელისუფლებასთანაა დაკავაშირებული. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ კარგად იცით, თუ რა სავარაუდო კორუფციული სქემებია გამეფებული ნებისმიერ სფეროში და სტრუქტურებში, ჩამოშლილია ფაქტობრივად ყველა ინსტიტუტუცია. საბოლოოდ ზღვარგადასული ქმედებები მივიდა იქამდე რომ ადამიანების ბედითა და მათი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა, პირდაპირი გაგებით ვაჭრობა.
ფაქტი: 1980 წლის 30 მაისს დაბადებული ირაკლი არჩილის ძე ქინქლაძე, მცხოვრები ქალაქ ლანჩხუთში, ქუპრეიშვილის ქუჩაზე, ყველასათვის ცნობილი, პატიოსანი და წესიერებით გამორჩეული ახალგაზრდა დღეს ტყუიუბრალოდ, აბსოლუტურად უდანაშაულოდ და რაც მთავარია შეურაცხყოფილი ზის ციხეში. ამ ვითარებაში აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ 2010 წლის 13 სექტემებერს დაწყებული იქნა გამოძიება ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს ს.ს. კოდექსის 182-ე და 210-ე მუხლებით, (სახელმწიფო ქონების მითვისება, გაფლანგვა და ყალბი საკრედიტო ან საანგარისწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება). გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ირაკლი ქინქლაძეს გამგეობიდან სამუშაოების შესასრულებლად მიღებული აქვს 109391 (ასცხრა ათას სამას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი. სამუშაოები განფენილი იყო მთელს მუნიციპალიტეტში და გამგეობის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში იქნა ოფიციალურად ჩაბარებული, როგორც შერულებული. მუნიციპალიტეტიოს გამგეობის მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება განხორციელდა გამოძიების დაწყებამდე, რაც ნიშნავს იმას რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხზე და ვადებზე ხელისუფლებას პრეტენზია ფაქტია არ გააჩნდა. თუმცა მოგვიანებით დაწყებულმა გამოძიებამ „აღმოაჩინა“, რომ მის მიერ შესრულებული სხვადასხვა სამუშაოებიდან, თითქოსდა ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებით და გამოყენებით სახელმწიფო ქონება მიითვისა და გაფლანგა თანხა 17 535 ლარის (ჩვიდმეტი ათას ხუთას ოცდათხუთმეტი)

ოდენობით. ვისაც კი ზერელედ და ყურმოკრით მაინც მოუსმენია აღნიშნული ფაქტის თაობაზე, ყველამ კარგად იცის, რომ ირაკლი ქინქლაძე ხსენებულ საქმიანობასთან დაკავშირებული მხოლოდ ფორმალურად იყო და მას არანაირი თანხა არ მიუთვისებია. უფრო მეტიც, გამოძიების დაწყების შემდეგ, ირაკლის ოჯახური მდგომარეობის უკიდურესი ეკონომიკური სიმძიმის გამო მოუწია ქვეყნის დატოვება და უცხოეთში გამგზავრება, რათა იქედან მოეხერხებინა ოჯახზე ზრუნვა და ფინანსური დახმარება. სახლში დატოვა ავადმყოფი პენსიონერი დედა დალი ჯორბენაძე, რომელსაც აქვს ყურთასემნისა და მხედველობის პრობლემა. დატოვა მამა, არჩილ (აჩიკო) ქინქლაძე და უფროსი ძმა გიგლა ქინქლაძე, რომელიც მართლაც რომ რაიონის კოლორიტი იყო. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ირაკლის არანაერი პრობლემა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არ შექმნია, უცხოეთში გამგზავრებიდან რამოდენიმე ხანში, ირაკლისთვის ცნობილი გახდა რომ ის იძებნებოდა, მალევე დაუსწრებლად გაასამართლეს და მიუსაჯეს 9 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ბუნებრივია მისვის შოკოსმომგვრელი იყო. აღსანიშნავია ის გარემოებაც, უკვე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეში თუ ოდნავ მაინც იკვეთებოდა სავარაუდოდ ირაკლის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, მინიმუმ საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე კონტროლის ქვეშ მაინც უნდა ყოფილიყო და თუ დაკავება არა მისი შეფერხება მაინც უნდა მომხდარიყო, რაც ბუნებრივია არ მომხდარა, რის შემდეგაც სულ რამოდენიმე დღეში წინასწარმა გამოძიებამ სასამართლო განჩინების საფუძველზე გამოაცხადა ძებნა. იგი სისტემატურად ცდილობდა აღნიშნული ფაქტის უცხოეთიდან გარკვევას, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. მას ამის არც ფინანსური და არც საკამრისი პირადი კავშირები არ გააჩნდა. მის ძებნილობაში ყოფნის პერიოდში მისი უფროს ი ძმა გიგლა ქინქლაძე უკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა. მალევე გარდაიცვალა მისი მამა არჩილ (აჩიკო) ქინქლაძეც. ირაკლიმ ვერცერთი მათგანის დაკრძალვაზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა, სწორედ უსახსრობისა და იმ ადამიანების მავნებლობის ხარჯზე, ვინც ირაკლი ამ სიტუაციაში მიზანმიმართულად მოახვედრა. გავიდა წლები და ირაკლის გაუბედურებული დედა დალი ჯორბენაძე მთელ ძალას ხმარობდა რომ სიცოცხლეშივე ენახა მისი შვილი და დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხა და გადასცა წერილი ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს, რომელმაც თითქოსდა გულისხმიერებისა და პატიოსნების ხარჯზე ავადმყოფი დედა დაარწმუნა რომ ყველაფერს გააკეთებდა ირაკლის დასახმარებლად, რაც ტრადიციული ტყუილი აღმოჩნდა. საბოლოოდ, არჩევნების წინ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევაჭრა ადამიანის ბედითა და თავისუფლებით. შეპირდნენ ირაკლის ჩამოსულიყო საქართველოში და საპროცესო შეთანხმებას გაუკეთებდნენ თანხის გადახდის გარეშე. ისევ თავისი დედის მდგომარეობით შეწუხებული ახალგაზრდა, მართლაც 2017 წლის ივნისის თვეში დაბრუნდა საქართველოში და კანონის თანხმად ის დააკავეს, რის შემდეგაც დაინიშნა რამოდენიმე სასამართლო პროცესი და სხვადასხვა მიზეზით ყველა გადაიდო. ყველა სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ ხელისუფლების მაღალი თანმდებობის პირების მხრიდან იყო შეთავაზებები, რომ ირაკლის გაათავისუფლებდნენ, მაგრამ იგი უნდა დახმარებოდა მათ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნრბში გამარჯვებაში. აშკარად უდანაშაულო ადამიანი მეხუთე თვეა უკვე პატიმრობაში იმყოფება და მისი ბედიღბლით არავინაა დაინტერესებული. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ბიჭს თავისი ძმისა და მამის საფლავიც არ უნახავს, როცა მისი უსინათლო და სმენადაქვეითებული დედა უიმედოდ დადის და არაფრის იმედი აღარ აქვს. არადა მთელი მმართველობის პერიოდში ხელისუფლებას სასპეკულაციო თემად აქვს გადაქცეული ჰუმანური სამართალი და ნაკლები ადამიანი ციხეში. ზუსტად ამ პერიოდში ოჯახს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე სოციალური დამხარება მოუხსნეს და ოდნავადაც არ განიცდიან ამ მდგომარეობას.
თუ მოხდა საოცრება და კიდევ ერთხელ შეცდა ლანჩხუთის მოსახლეობა და მხარი დაუჭირა ქვეყნის დამანაგრეველ ძალას ქართულ ოცნებას, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ რომ დიდი ალბათობით მსგავსი დამამაცირებელი მოპყრობა, ნებისმიერ ჩვენთაგანის ოჯახს შეიძლება შეემთხვას. ამ წერილის გამოქვეყნება უდიდეს ფსიქოლოგიურ განცდებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მოქმედი ხელისუფლების მსგავსი ქმედება თუ უმოქმედობა ძნელია რეაქციის გარეშე დატოვო. ბოდიშს გიხდით ამ მძიმე ისტორიის გადმოცემისთვის, თუმცა ეს ჩვენი რეალობაა.
„ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური